ლიბანში ისრაელის საჰაერო დარტყმებს ემსხვერპლა 270-ზე მეტი ადამიანი

23 სექტემბერს ისრაელის საჰაერო დარტყმებს 270-ზე მეტი ლიბანელი შეეწირა, ეს თავდასხმები ყველაზე ინტენსიური იყო მას მერე, რაც 2006 წელს ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ომი დაიწყო. ისრაელის არმიამ ლიბანის სამხრეთსა და აღმოსავლეთში მცხოვრები მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდა, ჰეზბოლას ძალების წინააღმდეგ კონფლიქტის გაფართოების ფონზე. ლიბანის სამხრეთი დატოვა ათასობით მოქალაქემ, საპორტო ქალაქ სიდონისგან მომავალ გზატკეცილზე მანქანების ხერგილია, მოქალაქეები მანქანებით […]
ხათუნა სამნიძე – ეს არჩევნები სამშობლოს სიცოცხლისთვის ბრძოლის წელია

2024 წელი ჩემი სიცოცხლისთვის ბრძოლის წელია, ეს არჩევნები კი ჩვენი სამშობლოს სიცოცხლისთვის ბრძოლის წელი – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ის არის ძლიერი, რადგან არის ასეთ ქალებთან ერთად და სოლიდარობით, მხარდაჭერით, ცოდნით შეიძლება დადგეს ამ ქვეყანაში ევროპა დღეს. “ყველას გვახსოვს ქალების გაშავების კამპანია ხელისუფლების მხრიდან – სახე დაკარგესო. კი, სახესაც […]
ნიკა მელია – საზოგადოება ითხოვს ცვლილებას და არა ჩანაცვლებას

რატომ “კოალიცია ცვლილებისთვის”?! მიმაჩნია, რომ აქ ჩვენ ვცდილობთ სხვანაირად ვიფიქროთ, ვცდილობთ ერთმანეთი არ ვაქოთ, ვცდილობთ მომავალზე ვორიენტირდეთ, აქ არავინ არაა ბიზნეს ინტერესებით, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა. მელიას განმარტებით, მნიშვნელოვანია „ერთპარტიული მანკიერი მმართველობა“ დასრულდეს, რომელიც ყოველი ხელისუფლების პირობებში უფრო და უფრო უარესი ხდებოდა. მისივე თქმით, „ერთპიროვნული მმართველობა უნდა შეიცვალოს“ და არა […]
ივა ჭყონია და ნანა მალაშხია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ შეუერთდნენ

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ შეუერთდნენ ივა ჭყონია და ნანა მალაშხია. ივა ჭყონია მოძრაობა „აირჩიე ევროპის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. ნანა მალაშხია საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც მოქალაქე, რომელიც 2023 წელს, „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების დაშლისას წყლის ჭავლის ქვეშ, ევროკავშირის დროშით იდგა.
პენტაგონი: აშშ დამატებით ძალებს გზავნის ახლო აღმოსავლეთში, ისრაელსა და ჰეზბოლას შორის დაპირისპირების ზრდის ფონზე

აშშ დამატებით ძალებს გზავნის ახლო აღმოსავლეთში, იმ ფონზე, როცა ლიბანში მკვეთრად მოიმატა ძალადობის დონემ ისრაელსა და ჰეზბოლას შორის – რამაც, თავის მხრივ, გააძლიერა შეშფოთება უფრო ფართო რეგიონული ომის თაობაზე, აცხადებს პენტაგონი 23 სექტემბერს. პენტაგონის პრესმდივანს, გენერალ-მაიორ პეტ რაიდერს არ დაუკონკრეტებია დეტალები იმის თაობაზე, თუ რა რაოდენობის იქნება დამატებითი ძალები, ან რა ამოცანები დაეკისრება მათ. აშშ-ს […]
ნიკა გვარამია – ვდგავართ ისტორიულ გზაგასაყარზე, ძალიან ცოტა თაობას თუ ჰქონია პრივილეგია, გადაერჩინა სამშობლო, ეს პასუხისმგებლობაა – არასდროს გვაპატიებენ ქვეყნის რუსეთისთვის გადაცემას

კოალიციის შეკვრა იყო ჩემი პოლიტიკის მთავარი ამოცანა. მე აღმოვჩნდი ხალხთან, ვისი იმედიც მაქვს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისივე თქმით, დღეს კოალიციას პირველი საჯარო მოხელე, ნანა მალაშხია შემოუერთდა. “სიღარიბე ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს, ჩვენი სამშობლო და ხალხი ამას არ იმსახურებს. სიღარიბეს დავძლევთ განათლებით, განათლების გარეშე წინსვლა შეუძლებელია. ჩვენ ეს შეგვიძლია, […]
კორნელი კაკაჩია – პრეზიდენტმა შეახსენა ძველი იდეა ტექნიკური მთავრობის შესახებ, რომელიც მაინც და მაინც არ არის პოპულარული პარტიებში – მათ უჩნდებათ კითხვა, თუ თავად დაიხარჯნენ, გარისკეს და რეჟიმი შეცვალეს, რა საჭიროა ტექნიკური მთავრობა

საქართველოს პრეზიდენტს მთლად ბოლომდე არ სჯერა, რომ პოლიტიკური პარტიები მოახერხებენ, თუნდაც საუკეთესო სცენარის შემთხვევაში, გამარჯვების შემთხვევაშიც კი, კარგი ურთიერთობები დაამყარონ ერთმანეთთან , – ამის შესახებ პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა კორნელი კაკაჩიამ პალიტრანიუსის გადაცემა “360 გრადუსში” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ ბრიფინგთან და ასევე, „ქართულ ქარტიასთან“ დაკავშირებით განაცხადა. მისი შეფასებით, ტექნიკური მთავრობის იდეა პოლიტიკურ პარტიებს, მათ შორის, ქარტიაზე […]
გიგი წერეთელი – “ვოიაჟები” ნიუ-იორკში ვერაფერს მოიტანს და ვერავის ააცილებს სანქციებს

ის ტრაგიკული მდგომარეობა, რაც დღეს გვაქვს, საქართველოს არასდროს ჰქონია. რაღაც ვოიაჟები ნიუ-იორკში ვერაფერს მოიტანს და ვერავის ააცილებს სანქციებს , – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა. გარდა ამისა, წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ ისაუბრა პარტიების გაერთიანებაზე და განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ გაერთიანება, თუმცა უკვე ცოტა დროა დარჩენილი […]
ელენე ხოშტარია – შეიძლება ვიყოთ განსხვავებულები, მაგრამ გვაქვს საერთო, საქართველო – 26 ოქტომბერს უნდა გადავდგათ ნაბიჯი, რათა ევროპა იყოს არა მხოლოდ მომავალი, არამედ აწმყო

ვერაფერი შეაფერხებს ჩვენ სიმტკიცეს, რომელიც არის არა რომელი პარტიისთვის, არამედ სიმტკიცე რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას ისე, როგორც არასდროს. სიმტკიცე მოგვიტანს ევროპულ მომავალს, – ამის შესახებ “ კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო არის და იქნება ევროპის ნაწილი, რადგან „მსოფლიო გავაოცეთ ჩვენი სიმტკიცით, ერთიანობით. შეიძლება ვიყოთ განსხვავებულები მაგრამ გვაქვს საერთო საქართველო“. “ვერაფერი შეაფერხებს […]
ვახტანგ ძაბირაძე – გახარია-ხაზარაძის მოლაპარაკებაზე მოულოდნელი იყო პრეზიდენტის განცხადება, რომ „გავრისკე“ – ახლა რისკის დრო ნამდვილად არ იყო

მოულოდნელი იყო პრეზიდენტის განცხადება, რომ „გავრისკე“, ახლა ამ რისკის დრო ნამდვილად არ იყო , – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას, რომ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას შორის მოლაპარაკებების დაწყების მცდელობა რისკი იყო, რაც არ გამოვიდა. ვახტანგ ძაბირაძის თქმით, აღნიშნულმა მოლაპარაკებებმა საზოგადოებაში მოლოდინები […]