24 სექტემბერი კრწანისის ბრძოლაში თავდადებული – 300 არაგველის და სასულიერო და საერო პირთა ხსენების დღეა

XVIII საუკუნის მიწურულს საქართველოს დაუპირისპირდა სპარსეთი. დიდებულმა ერეკლე II დახმარებისთვის მიმართა რუსეთს და გააფორმა ყველასთვის ცნობილი გეორგიევსკის ტრაქტატი. ამ ტრაქტატის თანახმად, რუსეთი საქართველოს უნდა დახმარებოდა სამხედრო შემოტევის შემთხვევაში. 1795 წელს, საქართველოსკენ დაიძრა ღა–მაჰმად–ხან ყაჯარი, 35 000 მებრძოლით. ის სოღანლუღთან 8 სექტემბერს დაბანაკდა. ერეკლე II მხოლოდ 5 000 მეომრის შეკრება შეძლო, მაგრამ მხედართმთავრების წყალობით მათი გამოყენება […]

„კორონავირუსის შემთხვევები ბევრია…“ – მაია ბუწაშვილი

კორონავირუსის შემთხვევები საკმაოდ ბევრია – ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა “რუსთავი 2-თან” განაცხადა. როგორც მაია ბუწაშვილმა აღნიშნა, ჯერჯერობით, გრიპის ეპიდემია დაწყებული არ არის, თუმცა ინფექციების თვალსაზრისით, ზაფხული დატვირთული სეზონი იყო: „ჯერჯერობით, გრიპის ეპიდემია დაწყებული არ არის, რომელიც სტანდარტულად, უფრო ნოემბრიდან იკრებს ხოლმე ძალებს. დანარჩენ ვირუსებს რაც შეეხება, რომელიმე კონკრეტული ეპიდემიოლოგიური აფეთქება ახლა არ გვაქვს. უბრალოდ, […]

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ჩინეთი სამართლიანობისა და არაბი ძმების, მათ შორის ლიბანის მხარეს დგომას გააგრძელებს

ჩინეთი სამართლიანობისა და არაბი ძმების, მათ შორის ლიბანის მხარეს დგომას გააგრძელებს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ ნიუ-იორკში ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბდალა ბო ჰაბიბთან შეხვედრაზე განაცხადა. „რეგიონული სიტუაციის განვითარებას თვალს ყურადღებით ვადევნებთ, განსაკუთრებით ლიბანში საკომუნიკაციო მოწყობილობების ბოლოდროინდელ აფეთქებასა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განურჩეველ შეტევებს ვგმობთ“, – განაცხადა ვანგ იიმ. ვანგ იიმ […]

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის რიგით მეოთხე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის რიგით მეოთხე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს ტყეების პათოლოგიური მდგომარეობისა და ტყის მართვის ორგანოების მიერ შემუშავებული რეაგირების მეთოდები განიხილეს. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კარლო ამირგულაშვილის განცხადებით, ასეთი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია […]

ტრამპმა რეკლამაში შეცდომით საქართველოს ლანდშაფტის ფოტო გამოიყენა

დონალდ ტრამპი სოცქსელებში ამერიკის ერთ-ერთ შტატზე, ჯორჯიაზე მორგებულ სარეკლამო კამპანიას აწარმოებს, თუმცა ფოტო, რომელსაც რეკლამაში იყენებს, საქართველოს ბუნებას ასახავს. ამ დაკვირვებამდე ამერიკელი ჟურნალისტები მივიდნენ. ტრამპი სარეკლამო კამპანიაში ჯორჯიაში მცხოვრებ ამერიკელებს მოუწოდებს, შეამოწმონ საკუთარი საარჩევნო სტატუსი იმისათვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა შეძლონ. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 5 ნოემბერს გაიმართება. ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი მოქმედ ვიცე-პრეზიდენტ კამალა […]

ივანიშვილი წავა, ახალი ხალხი მოვა და ქვეყანას წავიყვანთ წინ – ნიკა გვარამია

“ივანიშვილი წავა, ახალი ხალხი მოვა და ქვეყანას წავიყვანთ წინ, ევროპული ბედნიერებისკენ!”, – ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ამომრჩეველთან შეხვედრაზე საუბრობს. კოალიციის შეკრება თავიდანვე, იმთავითვე იყო ჩემი პოლიტიკური ცხოვრების მთავარი ამოცანა და ერთობა. მე აღმოვჩნდი ხალხთან, ვინც მომწონს, ვისთან მუშაობაც მინდა და შემიძლია და ვისი იმედიც მაქვს. ხალხთან, ვინც ზუსტად ვიცი, რომ იმიტომ […]

შარლ მიშელი ირანის პრეზიდენტს შეხვდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ირანის პრეზიდენტს, მასუდ პეზეშკიანს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში შეხვდა. „ქრონიკას“ ევროპულ საბჭოში განუცხადეს, რომ შევედრაზე შარლ მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და ირანს შორის ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. მან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის შეშფოთება დააფიქსირა და ხაზი გაუსვა დიალოგის მნიშვნელობა ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. შარლ მიშელმა ისეთი საკითხები განიხილა, როგორიცაა […]

რუსთავში ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვემო ქართლში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსთავში, პარკის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, ორი მოქალაქე გასაბერი ნავიდან ელექტროშოკური მოწყობილობის საშუალებით ახდენდა უკანონო თევზჭერას. სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული 4,1 კგ. ხრამულის სახეობის თევზი. „ვინაიდან ფაქტი შეიცავს […]

აბასთუმნის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

დასკვნით ფაზაშია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აბასთუმანში, რაც მსგავსი კურორტების ურბანული განახლების ძალიან კარგ მაგალითს წარმოადგენს. განახლდა აბასთუმნის ცენტრალური პარკი, სადაც მოეწყო სხვადასხვა ტიპის სივრცეები ყველა ასაკის დამსვენებლისთვის. პარკი, როგორც აბასთუმნის მკვიდრთათვის, ასევე სტუმრებისათვის ძალიან საინტერესო რეკრეაციულ სივრცედ იქცა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აბასთუმანში დასრულებული და მიმდინარე პროექტების მონახულების შემდეგ […]

მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ სტაჟიორებს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების სასწავლო ცენტრში, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ სტაჟიორებს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ სტაჟირება მათ მიღებული ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება. მისივე განმარტებით, ახალგაზრდების როლის გაძლიერება და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება ჯანდაცვის სისტემის გამართულად ფუნქციონირებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. „შეხვედრა კითხვა-პასუხის […]