არჩილ გორდულაძე – ხათუნა ლაგაზიძე, ეკა გიგაური პირდაპირ ილაშქრებდნენ გამჭვირვალობის წინააღმდეგ – პირდაპირ არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში პარტიების სასარგებლოდ და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ

ეს ადამიანები პირდაპირ არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ და „ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ – რაც მთავარია ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ! – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატი არჩილ გორდულაძე ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას, რომელმაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და “აირჩიე ევროპა” გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად ცნო. გორდულაძის თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, რომ მათ ანგარიში წარადგინონ, კანონთან […]

გადახდების მარტივი და მრავალფუნქციური საერთაშორისო პლატფორმა

Flitt-ი თიბისი ჯგუფის წევრი ფინტექ კომპანიაა, რომელიც ბიზნესებს ონლაინგადახდების საერთაშორისო პლატფორმას სთავაზობს. მოქნილი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით, ის გადახდების მართვის მარტივ და უსაფრთხო სერვისს უზრუნველყოფს. Flitt-ი გამოირჩევა გადახდების მიღების მრავალფეროვანი მეთოდებით, რომლებიც ერთ პლატფორმაზეა გაერთიანებული. ბიზნესებს სასურველი გადახდების მეთოდების ინტეგრაცია ცალ-ცალკე აღარ სჭირდებათ – ერთი გამარტივებული ინტეგრაციით, ავტომატურად აქვთ წვდომა პლატფორმაზე არსებულ გადახდის ყველა მეთოდზე. მიუხედავად იმისა, […]

ნათია მეზვრიშვილი – საარჩევნო დარღვევების მასშტაბი და მათზე არასათანადო რეაგირება ცხადყოფს, რომ სრული სიცრუეა „ოცნების“ განცხადებები, თითქოს საარჩევნო კამპანია მშვიდ და სამართლიან გარემოში მიმდინარეობს

საარჩევნო დარღვევების მასშტაბი და მათზე არასათანადო რეაგირება ცხადყოფს, რომ სრული სიცრუეა „ოცნების“ განცხადებები, თითქოს საარჩევნო კამპანია მშვიდ და სამართლიან გარემოში მიმდინარეობს, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა, წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ არჩევნების დაცვის ჯგუფმა გამოავლინა დარღვევები, რომლებსაც არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური რეაგირება ამ დრომდე […]

GCCA-ის თანამშრომლებმა ყრუთა კავშირის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თანამშრომლებმა, ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს ყრუთა კავშირის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს – მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების, მიღებული შედეგების, GCCA-ის მიერ დადგენილი იმ სტანდარტებისა და კანონით მინიჭებული გარანტიების შესახებ, რომელიც […]

ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა და საცურაო აუზი შენდება

ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა და საცურაო აუზი შენდება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, კომპლექსში ოლიმპიური სტანდარტების 1500 მაყურებელზე გათვლილი ყინულის მოედანი და 800 მაყურებელზე გათვლილი 10 ზოლიანი, 2,1 მეტრი სიმაღლის საცურაო აუზი განთავსდება. „აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად დღეს სპორტული კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ 2025 […]

ბორჯომის მერია – ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება

უახლოეს დღეებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, გზების რეაბილიტაცია დაგეგმილია შემდეგ სოფლებში: ცემი, კორტანეთი (წმ გიორგის ეკლესიასთან მისასვლელი გზა) და სოფელ ყვიბისში (ე.წ ბერის საყდრებთან მისასვლელი გზა, მეორე ეტაპი). „ჯამში, სამივე სოფელში 3 კილომეტრზე მეტი გიზის რეაბილიტაცია განხორციელდება. მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჯამში, 7,3 […]

გიორგი ვაშაძე – ჩვენი გამარჯვების შემდეგ, 1-ელი დეკემბრისთვის, ყველა საპენსიო სესხი განულდება

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მისი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, 1-ელი დეკემბრიდან ყველა საპენსიო სესხი განულდება და პენსია 1000 ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. ვაშაძის თქმით, „პენსიონერებს წამალსა და საკვებს შორის არჩევანის გაკეთება აღარ მოუწევთ“. „384 000 -ზე მეტი პენსიონერი იხდის საპენსიო სესხს, იხდის ვალს “ლიბერთი ბანკის” კაბალურ პირობებში. […]

საფრანგეთი უკრაინის ენერგეტიკის მხარდასაჭერად 60 მილიონ ევროს გამოყოფს

უკრაინის დახმარებისა და რეკონსტრუქციის საკითხებში საფრანგეთის სპეციალური წარმომადგენლის, პიერ ჰეილბრონის განცხადებით, უკრაინის ენერგეტიკის მხარდასაჭერად, წლის ბოლომდე, 60 მილიონ ევროს გამოყოფენ. „ზამთრის მოახლოებასთან ერთად, სიტუაცია კრიტიკულია – ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ახლა, რათა სწრაფად ვიპოვოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები ენერგეტიკის საკითხებთან დაკავშირებით. საფრანგეთი წლის ბოლომდე, მინიმუმ, 60 მილიონ ევროს გამოყოფს“, – წერს პიერ ჰეილბრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე. მანამდე, „დიდი […]

„ჯეოტეკი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

„ჯეოტეკ დისტრიბუცია“, რომელიც თითქმის 20 წელია ოპერირებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონის სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. კომპანია არაერთი პოპულარული ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია, როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ასევე აუდიო მოწყობილობების ბრენდების, მათ შორისაა: Dyson, Ninja, Cuisinart, Shark, Corelle, Corningware, BaByliss, JBL, HarmanKardon, Sandisk,Audio-Technica და სხვა. აღსანიშნავია, რომ „ჯეოტეკ დისტრიბუცია“ აქტიურად ავითარებს ახალ ბიზნეს სტრატეგიას, […]

Ridetech Georgia LLC საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს (რ)

Ridetech Georgia LLC საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. „ჩვენ საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით ვმუშაობთ. ჩვენი სერვისების მომხმარებლების უფლებები ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს ვიცავთ. მონაცემების შესანახად ვიყენებთ ევროკავშირში მდებარე სანდო სერვერებს – იმ იურისდიქციაში, რომელიც, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიხედვით, Yandex Go-ს მომხმარებლის მონაცემების ადეკვატურ დაცვას უზრუნველყოფს. საქართველოს […]