გიორგი მარგველაშვილი პარტია „ძლიერ საქართველოს“ შეუერთდა

საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ შეუერთდა. ის პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გორში გამართულ პრეზენტაციაზე წარადგინა. „ძალიან დიდი სიამაყით, დიდი პატივისცემით, მინდა გითხრათ, რომ ამ ძალიან დიდ მოძრაობას უერთდება ერთი ხმა. ადამიანი, რომელიც არასდროს წასულა კომპრომისზე და იყო ორივე ხელისუფლების ოპოზიციაში. მან შეინარჩუნა ინსტიტუტი“, – თქვა მარგველაშვილის წარდგენის დროს ხაზარაძემ. „ეს გაერთიანება […]

გიორგი მარგველაშვილი – მე ვიქნები ბრძოლაში ჩართული, ერთად ვიდგებით საქართველოს დასაბრუნებლად და ასაშენებლად, მაგრამ არა როგორც დეპუტატი – ვგრძნობ გამარჯვების ემოციას

მე ჩემს თავს კანონშემოქმედებითად არ მივიჩნევ – მე ვიქნები ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად, მაგრამ არა როგორც დეპუტატი, – ამის შესახებ საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა, გიორგი მარგველაშვილმა გორში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მან ამომრჩევლებთან მიმართვისას აღნიშნა, რომ სჯერა გამარჯვების და “გამარჯვება არის ის საბოლოო, რითაც ჩვენ გადავტეხთ ამ მოღალატეობას”. “მე ჩემს თავს კანონშემოქმედებითად არ […]

გიგა ბოკერია – 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ

“ფედერალისტები” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ – ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ბოკერია წერს, ამის არა ერთი მიზეზი და გარემოება არსებობს. მან საკუთარ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ და იმ პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიხეილ სააკაშვილისა და დავით კეზერაშვილის პარტიებთან არ არიან კავშირში. “ფედერალისტები” […]

გიორგი რუხაძე – ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ორი კვირა უკანონოდ იქექებოდა ჩვენს დოკუმენტებში, რომ “გაეპრავებინა ”ბრძანება, რაც გამოსცა – რატომ გახდა აუცილებელი დღეს? – რომ გაგვაჩერონ, გაგვაჩუმონ, ლიანდაგიდან გადაგვაგდონ

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ორი კვირა უკანონოდ იქექებოდა ჩვენს დოკუმენტებში, რომ “გაეპრავებინა ”ბრძანება, რაც გამოსცა – რატომ გახდა აუცილებელი დღეს? – რომ გაგვაჩერონ, გაგვაჩუმონ, ლიანდაგიდან გადაგვაგდონ , – ამის შესახებ ორგანიზაცია “აირჩე ევროპას” დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ პალიტრანიუსის გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა. რუხაძემ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებას სიცრუე უწოდა, ასევე განმარტა, რატომ არ არის სხვადასხვა არასამთავრობო […]

პარტიამ “გახარია – საქართველოსთვის” საარჩევნო სია წარადგინა – პარტიას შეუერთდნენ ზვიად ძიძიგური და დიმიტრი ცქიტიშვილი

პარტიამ “გახარია – საქართველოსთვის” 2024 წლის საარჩევნო სია წარადგინა. “გახარია საქართველოსთვის” საპარლამენტო სია პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ წარადგინა. სიის პირველ ნომრად, პარტიის თავმჯდომარე, გიორგი გახარია დასახელდა. ამასთან, დღევანდელ პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ პარტია “გახარია საქართველოსთვის” “კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე, ზვიად ძიძიგური; დიმიტრი ცქიტიშვილი შეუერთდნენ/ “გახარია საქართველოსთვის” საპარლამენტო სიის პირველი 29 წარმომადგენელია: გიორგი გახარია; ნათია მეზვრიშვილი; დიმიტრი […]

ჯონ კირბი – თელ-ავივზე „ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიში შემაშფოთებელია

თელ-ავივზე „ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიში შემაშფოთებელია. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. „ეს ღრმად შემაშფოთებელია და კიდევ ერთხელ, იმის დასტურია, რომ ისრაელი ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფების მხრიდან მომდინარე ლეგიტიმური საფრთხის წინაშე დგას“, – განაცხადა ჯონ კირბიმ. შეგახსენებთ, დღეს „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ცენტრალურ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის სამიზნე თელ-ავივის […]

დეკემბრიდან გერმანიაში, VW-ის ქარხნებში შესაძლოა გაფიცვები გაიმართოს

Volkswagen (VW) სამუშაო საბჭომ და პროფკავშირმა გამოაცხადეს დეკემბრიდან გერმანიაში, კომპანიის ქარხნებში გაფიცვების შესაძლებლობის შესახებ – ამის შესახებ Financial Times. სექტემბრის დასაწყისში VW-მ აცნობა IG Metall-ის პროფკავშირს, რომელიც წარმოადგენს მისი გერმანელი მუშაკების უმეტესობის ინტერესებს, რომ რიგი შრომითი ხელშეკრულებები, მათ შორის სამუშაო ადგილების 2029 წლამდე შენარჩუნების პროგრამა, შეწყდება მიმდინარე წლის ბოლოს. კომპანიის ხელშეკრულებები IG Metall-თან და მის […]

“პუტინისტურმა ხროვამ გადაწყვიტა ჩვენი ქვეყანა ჩააბაროს ჩამყაყებულ რუსეთს” – მარგველაშვილი

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მარგველაშვილმა მმართველი პარტია “პუტინისტურ ხროვად” გამოაცხადა და გორში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის დროს ივანიშვილის გუნდი საქართველოს რუსეთისთვის მიყიდვაში დაადანაშაულა. “ახლა მინდა ვისაუბრო იმ ძალიან მნიშვნელოვან მომავალზე, რომელსაც ჩვენ ერთად შევქმნით ამ ქვეყანაში, როდესაც დავუბრუნებთ საქართველოს ქართველებს და როდესაც პუტინისტურ ხროვას, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ჩვენი ქვეყანა ასე ჩააბაროს ისტორიიდან ჩამყაყებულ […]

გიორგი მარგველაშვილი კოალიცია “ძლიერ საქართველოს“ შეუერთდა

ძალიან დიდი სიამაყით და პატივისცემით, მინდა, გითხრათ, რომ ამ დიდ მოძრაობას უერთდება ერთი სერიოზული მხარდამჭერი, რომელიც არასდროს წასულა კომპრომისზე, რომელიც ორივე ხელისუფლების დროს, პრაქტიკულად, იყო ოპოზიციაში, რომლმაც შეინარჩუნა ინსტიტუტები, რომ არ მოქცეულიყო ვიღაცის გავლენის ქვეშ. პარტიოტი, პატიოსანი და უკომპრომისო მებრძოლი თავისუფალი და ძლიერი საქართველოსთვის – საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი“- განაცხადა ხაზარაძემ.

“საყრდენი ნახევარმცველი” – გიორგი ქოჩორაშვილის მამა გახარიას სიის ათეულშია

“ეროვნული ნაკრების” წევრის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა, როინ ქოჩორაშვილი “გახარია-საქართველოსთვის” სიის ათეულშია. მეცხრე ნომრად დასახელებულ როინ ქოჩორაშვილი გიორგი გახარიამ შემდეგი ფრაზით მოიხსენია: “ჩვენი გუნდის საყრდენი ნახევარმცველი”. სიის პირველი ნომერი პარტიის თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა.