ასეთი სამარცხვინო არაფერი მინახავს, კგბ-ს სამჭედლოშია დამზადებული – ზურაბიშვილი „ოცნების“ ბანერებზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებს, სადაც უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ქალაქები საქართველოს ქალაქებსაა შედარებული, სამარცხვინოს უწოდებს. ზურაბიშვილის თქმით, „ოცნების“ საარჩევნო ბანერები კგბ-ს (საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) სამჭედლოშია დამზადებული. „ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს … რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი […]

“ვინისიუსი “ოქროს ბურთს” არ იმსახურებს, მასზე წინ ამ ორ ფეხბურთელს ვაყენებ” – მათეუსმა თავისი ფავორიტები დაასახელა

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს “ოქროს ბურთის” მოგებას “რეალის” ბრაზილიელი შემტევი ვინისიუსი არ იმსახურებს. “არ გამიკვირდება, რომ “ოქროს ბურთი” სწორედ ვინისიუსმა მოიგოს. ბომბარდირები ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან. ჩემპიონთა ლიგასა და ლა ლიგაში გამარჯვებით მან აღიარება დაიმსახურა, მაგრამ ჩემი აზრით, ის სხვებს ჩამორჩება. “ოქროს ბურთი” წელს როდრის უნდა გადასცენ. ის ევროზე ესპანეთის […]

“ალდაგი” საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერია

სადაზღვევო კომპანია ალდაგი კამერული და მონო სპექტაკლების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის, „თბილისური ბროწეულების“ მხარდამჭერია, რომელიც სანდრო ახმეტელის დრამატულ თეატრში მიმდინარეობს და მასში თორმეტი ქვეყნის თეატრალური დასი მონაწილეობს. ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და მისი მიზანია კამერული და მონო სპექტაკლების განვითარება. „მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ კამერული და მონო სპექტაკლების […]

პრეზიდენტი ემიგრანტებს – თქვენს ხელშია ხვალინდელი მომავალი – ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საქართველო იქნება დამოუკიდებელი, ევროპული, თავისუფალი, თუ ქვეყანა დაუბრუნდება გაურკვეველ წარსულს, რუსეთსა და მის გავლენას

თქვენს ხელშია საქართველოს ხვალინდელი მომავალი – ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საქართველო იქნება ნამდვილად დამოუკიდებელი, ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა თუ დაუბრუნდება გაურკვეველ წარსულს, რუსეთსა და მის გავლენას, სადაც თქვენს და თქვენს შვილებს დაბრუნების სურვილი არ გექნებათ, – ასე მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს. როგორც პრეზიდენტი ემიგრანტებისადმი ვიდეო მიმართვაში აღნიშნავს, 26 ოქტომბრის არჩევნები […]

„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრების გამართვას თერჯოლის მუნიციპალიტეტში აგრძელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, თერჯოლაში, ჭოგნარისა და კვახჭირის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა მოსახლეობასთან ერთად განიხილა სამომავლო გეგმები, რომლებიც მომდევნო წლების განმავლობაში პრიორიტეტების მიხედვით ეტაპობრივად განხორციელდება. მისი თქმით, ჭოგნარში აქტიურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხების და გარე განათებების მოწყობა, ხოლო კვახჭირის ძირითადი გამოწვევა ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იყო, რომელიც […]

„ქართული ოცნების“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლნისში ახალგაზრდებს შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, აღმასრულებელ მდივანთან – გიორგი მირიანაშვილთან ერთად, ბოლნისის საარჩევნო შტაბში ახალგაზრდებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ახალგაზრდებთან შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და მასში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე. ასევე, განიხილეს არსებული ახალგაზრდული პროექტები, პროგრამები და იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე. „ახალგაზრდები არიან ჩვენი ენერგიის […]

„ქართული ოცნების“ დელეგატი ზუკა რურუა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებ ვაკის რაიონის მოსახლეობასთან აგრძელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ, საარჩევნო სიის მეშვიდე ნომერ – ლაშა ტალახაძესთან და ოლიმპიურ ჩემპიონ, საარჩევნო სიის მეათე ნომერ – გენო პეტრიაშვილთან ერთად ახალგაზრდებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ახალგაზრდებთან შეხვედრისას, ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების აუცილებლობაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ახალი თაობისთვის წარმატებული სპორტსმენების გავლენა და მათთვის ჯანსაღი საცხოვრებელი პირობების შექმნა. […]

მოვითხოვთ, უცხოეთში გაიხსნას უბნები ყველა ქალაქში, სადაც მოქალაქეებმა მოითხოვეს – კორძაია

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას განცხადებით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები ყველა იმ ქალაქში უნდა გაიხსნას, სადაც მოქალაქეებმა მოითხოვეს. თამარ კორძაიას განცხადებით, აღნიშნულ მოთხოვნას დღეს, 26 სექტემბერს, ჩანიშნულ ცესკოს სხდომაზე დააყენებენ, სადაც საზღვარგარეთ უბნების გახსნაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. „ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ გაიხსნას უბნები ყველა იმ ქალაქში, სადაც მოქალაქეებმა მოითხოვეს უბნების გახსნა. ჩვენ ძალიან კარგად […]

ისრაელს და ჰეზბოლას 21-დღიანი ზავისა და მოლაპარაკებისკენ მოუწოდეს

თერთმეტმა სახელმწიფომ და ევროკავშირმა ისრაელს და ლიბანში მოქმედ გასამხედროებულ ისლამისტურ ორგანიზაცია ჰეზბოლას მოუწოდეს, დაუყოვნებლივ გამოაცხადონ 3-კვირიანი ზავი, რათა გაიხსნას სივრცე კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარებისთვის. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში 25 სექტემბერს შეთანხმებულ მიმართვას ხელს აწერენ აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, კანადა, ავსტრალია, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამირო, კატარი და ევროკავშირი. მათი განცხადებით, ისრაელსა […]

საქართველო ინარჩუნებს რეგიონში ინფლაციის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს – პრემიერი

საქართველო ინარჩუნებს რეგიონში ინფლაციის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს, რაც ცალსახად მიუთითებს მის ეკონომიკურ სტაბილურობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრმეიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბოლო 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური გაუმჯობესებისა და სიღარიბის მაჩვენებლების განახევრების მიუხედავად, სიღარიბისა და უთანასწორობის შემდგომი შემცირება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დღის წესრიგის ცენტრშია. […]