„საქპატენტის“ ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაში მოეწყობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივით, ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობა თანამედროვე სტანდარტების მაღალტექნოლოგიურ ცენტრად გარდაიქმნება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, შენობაში განთავსდება სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ლაბორატორიები, მათ შორისაა საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი, რომელიც გააერთიანებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცოდნის გავრცელებასთან დაკავშირებულ ყველა ფუნქციას და აღჭურვილი იქნება თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიებით. „საქპატენტის“ სასწავლო […]
“ქართველები მოედნის ხარისხით უკმაყოფილო დარჩნენ? მე ამას ვიტყოდი…” – მუდრიკმა საქართველოსთან მატჩზე ისაუბრა

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები გასვლაზე უკრაინასთან 0:1 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი ერთადერთი გოლის ავტორმა მიხაილო მუდრიკმა გააკეთა. “ამ მატჩს ძალიან დადებითად ვაფასებ, პირველ რიგში, კმაყოფილი ვარ ჩვენი გუნდის ხასიათით. დიახ, იყო სირთულეები მოედანთან დაკავშირებით, არ იყო ადვილი ჩვენი საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება. თამაშამდე მე და ბიჭებმა ეს ვიცოდით, რომ დღეს […]
ქართველ ექსპორტიორებს ევროპელები ხელშეკრულებებს აღარ უფორმებენ – ასოციაცია

ქართველ ექსპორტიორებს ევროპელები ხელშეკრულებებს აღარ უფორმებენ – ასოციაცია ექსპორტის განვითარების ასოციაციაში აცხადებენ, რომ “რუსული კანონის” მიღებამ და საქართველოს მთავრობის ანტიდასავლურმა, გაურკვეველმა საგარეო კურსმა ევროპელ პარტნიორებში მათდამი ნდობა შეამცირა. როგორც ასოციაციის გამგეობის წევრი, გვანცა მელაძე აღნიშნავს, ქართველ ექსპორტიორებს ევროპელი პარტნიორები ახალ ხელშეკრულებებს არ უფორმებენ. “ამ ეტაპზე შეთანხმებების დადებას ერიდებიან, რადგან საქართველოს გეოპოლიტიკური კურსი გაურკვეველია. გაუგებარია ისიც, […]
ჩვენ მოვემზადებით არჩევნებში გამარჯვებისთვის და ოპოზიცია მოემზადოს მორიგი მეცხრე მარცხისთვის – პრემიერი

ყველას მოვუწოდებ, მოემზადონ არჩევნების დღისთვის – ჩვენ მოვემზადებით არჩევნებში გამარჯვებისთვის და ოპოზიცია მოემზადოს მორიგი მეცხრე მარცხისთვის 26 ოქტომბერს,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ის გამოეხმაურა ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნას და აღნიშნა, რომ თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების მიმართულებით ვერავითარი ხარვეზი ვერ დადგინდა. „ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნა, რაც პრინციპში მთლიანად ასახავს წინასაარჩევნო გარემოს, არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთადერთი […]
კვარაცხელიას უკან დახევა უწევდა – რატომ ვიკამათე მეორე ტაიმში ქართველებთან – სერგეი რებროვი

კვარაცხელიას უკან დახევა უწევდა – რატომ ვიკამათე მეორე ტაიმში ქართველებთან – სერგეი რებროვი ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების 1:0 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე უკრაინის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სერგეი რებროვმა ისაუბრა: “პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ მძიმე გაზონი იყო. ბიჭებმა თქვეს, რომ ყველაზე ცუდი მოედანი იყო, რომელიც უნახავთ. გვესმის რატომ – წვიმები იყო. ჩემმა ფეხბურთელებმა ხასიათი გამოავლინეს და […]
თარგამაძის ავტომობილის აფეთქება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე მომხდარი უმძიმესი აქტი იყო – ამ დანაშაულში მიხეილ სააკაშვილისა და გია ლორთქიფანიძის კვალის გამოკვეთა დამაფიქრებელია – ირაკლი კობახიძე

თარგამაძის ავტომობილის აფეთქება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე მომხდარი უმძიმესი აქტი იყო – ამ დანაშაულში მიხეილ სააკაშვილისა და გია ლორთქიფანიძის კვალის გამოკვეთა დამაფიქრებელია – ირაკლი კობახიძე ბრალდებულმა დარჩო ხეჩუაშვილმა მიცემული ჩვენებით დაადასტურა, რომ მან 2016 წელს დავალება გივი თარგამაძის თვალთვალის შესახებ მიხეილ სააკაშვილისა და გია ლორთქიფანიძის ჩართულობით მიიღო, – განაცხადა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, […]
საწყის 30 წუთში აგრესიულობა დაგვაკლდა, ეს კატასტროფა იყო – ვილი სანიოლი

საწყის 30 წუთში აგრესიულობა დაგვაკლდა, ეს კატასტროფა იყო – ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთა ლიგაზე უკრაინასთან (0:1) შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და მატჩის წაგების მიზეზად მოთამაშეთა ნაკლები მობილიზება დაასახელა. „დღეს, საწყის 30 წუთში ინტენსიურობა და აგრესიულობა დაგვაკლდა. თამაში სწორედ ამის გამო წავაგეთ. ისეთი მობილიზებულები არ ვიყავით, როგორც წინა მატჩებში და ჩვენი […]
მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, თავი შეიკავონ პროვოკაციების დაგეგმვისგან. ნებისმიერ პროვოკაციას სახელმწიფოსგან უმკაცრესი პასუხი გაეცემა – ირაკლი კობახიძე

მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, თავი შეიკავონ პროვოკაციების დაგეგმვისგან. ნებისმიერ პროვოკაციას სახელმწიფოსგან უმკაცრესი პასუხი გაეცემა – ირაკლი კობახიძე გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს პროკურატურაში გუშინ გამართულ ბრიფინგს გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმესთან დაკავშირებით, – განაცხადა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. „ბრალდებულმა დარჩო ხეჩუაშვილმა მიცემული ჩვენებით დაადასტურა, რომ მან 2016 წელს დავალება გივი თარგამაძის თვალთვალის […]
სამხედრო ჰოსპიტალმა საერთაშორისო აკრედიტაცია გაიარა

სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა“ გერმანული ორგანიზაცია KTQ-ს აკრედიტაცია წარმატებით გაიარა, რაც იმის დასტურია, რომ სამედიცინო დაწესებულება ზრუნავს პაციენტების უსაფრთხოებასა და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე. როგორც თავდაცვისს ამინისტროდან “კომერსანტს” აცნობეს, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო პროცესებისა და პაციენტთა უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის და ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი ოფიციალურად თავდაცვის სამინისტროში გადაეცა. „შეხვედრას თავდაცვის […]
შოლცი: უკრაინისთვის 1.4 მილიარდი ევროს დახმარება სიგნალია რუსეთისთვის

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, 11 ოქტომბერს გამოაცხადა უკრაინისთვის 1.4 მილიარდი ევროს (1.53 მილიარდი დოლარი) ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ 2024 წლის ბოლომდე და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ ეს არის სიგნალი რუსეთისთვის, რომ დასავლეთი არ შეწყვეტს კიევის მხარდაჭერას. დახმარება პარტნიორ ქვეყნებთან – ბელგიასთან, დანიასთან და ნორვეგიასთან ერთად გაიცემა და მოიცავს უფრო მეტ საჰაერო თავდაცვას, ტანკებს, […]