სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქალაქ სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა ღონისძიება მოიცავდა პროფესიულ მასტერკლასს და პრეზენტაციას 300 მოწვეული სტუმრისთვის, რომელთა შორის მეღვინეობის დარგის ექსპერტები, სომელიეები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები და ინფლუენსერები იყვნენ. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 15-მდე ქართული ღვინის მწარმოებლის 40 სხვადასხვა დასახელების ღვინო. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინისა და კორეული სამზარეულოს შეხამების მასტერკლასი.

ცესკოს თავმჯდომარე სტრასბურგში სარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნაზე – ინსტიტუცია ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით და არა პრეზიდენტის ან რომელიმე სხვა ინსტიტუციის საფუძველზე

ინსტიტუცია ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით და არა პრეზიდენტის ან რომელიმე სხვა ინსტიტუციის საფუძველზე, – ასე უპასუხა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოწოდებას ქალაქ სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებით. ცესკოს თავმჯდომარემ მანიპულაციური უწოდა განცხადებებს იმის თაობაზე თითქოს არის იმის სივრცე, რომ სტრასბურგში გაიხსნას საარჩევნო უბანი და ცენტრალური საარჩევნო კომისია ამას არ აკეთებს. […]

მომავალი წლიდან საქალაქთაშორისო რეისებზე ახალი წესები ამოქმედდება – დეტალები

ავტოსადგურებისა და საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანის კუთხით რიგი ცვლილებები იგეგმება. მათ შორის, 8 სექტემბერს „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა, რომ 2025 წლის 1-ლი ივნისიდან 150 კმ-ის მანძილით დაშორებულ ქალაქებს შორის მგზავრების გადაყვანა მხოლოდ ავტობუსებით განხორციელდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ლევან გამყრელიძემ განუცხადა, ავტობუსებით გადაადგილება არის ევროპული სტანდარტი და მიმართულია, პირველ რიგში, ადამიანების უსაფრთხოებაზე. ავტობუსი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე […]

KIU-სა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ახალგაზრდა თაობაში ფინანსურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. სასწავლო დაწესებულების განცხადებით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ. როგორც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში აცხადებენ, მემორანდუმი […]

“იძებნება “ქართული ოცნების” პროექტები” – აქცია-პერფორმანსი ქუთაისში

მოძრაობამ “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” ქუთაისში აქცია-პერფორმანსი გამართა გზავნილით “იძებნება „ქართული ოცნების“ პროექტები“. აქცია-პერფორმანსის მონაწილეები ფანრებით ეძებდნენ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლის განხორციელებაზე დაპირებები “ოცნების” ხელისუფლებამ წლების წინ გასცა. ასეთი დაპირებად დარჩენილი პროექტებია მაგალითად, რეაბილიტირებული რიონისპირა სახლები, ელექტრომობილების ქარხანა, ოცნების ქალაქი, ტექნოლოგიური ჰაბები. აქცია-პერფორმანსის მონაწილეთა თქმით, “ქართული ოცნების” 12-წლიანი მმართველობისას ქუთაისმა დაკარგა საპარლამენტო ქალაქის სტატუსი და მასტან […]

ბაკურიანში ცენტრალური პარკის რეაბილიტაციაზე 10.2 მილიონი ლარი დაიხარჯა

დაბა ბაკურიანში უკვე დასრულდა ცენტრალური დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია, – ამის შესახებ “კომერსანტს” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, პროექტი მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 10.2 მილიონი ლარი შეადგინა. “პარკის საერთო ფართობი 8 ჰექტარია. პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის – სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. […]

თბილისში „ქართული ღვინის ფესტივალი 2024“ გაიხსნა

თბილისში, სიონის ქუჩაზე „ქართული ღვინის ფესტივალი 2024“ გაიხსნა. ფესტივალი 2024 წლის საუკეთესო სომელიედ დასახელებულებმა სომელიებმა, საბა ქიტიაშვილი და თეონა თოხაძემ გახსნეს. როგორც ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ანი ჯიქიამ განაცხადა, ადგილზე ღვინის მცირე, საშუალო და დიდი მეღვინეობები, ოჯახური მარნები, ხელნაკეთი ნივთები, სხვადასხვა კვების ობიექტები და სხვა ქართული კომპანიების მიერ შექმნილი პროდუქტები იქნება წარმოდგენილი. „ქართული ღვინის ფესტივალი”, რომელიც […]

საბერძნეთში ტურისტების რაოდენობის მატება ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთების მიზეზია

საბერძნეთში ტურისტების რაოდენობის საგრძნობი მატება ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთების მიზეზი გახდა. მათი თქმით, ტურისტების მატების შედეგად კონკრეტულ ადგილებში ცხოვრება შეუძლებელია და მუდმივ დისკომფორტს ქმნის, აგრეთვე, ეს აზიანებს გარემოსაც. ნავაიოს სანაპიროზე ჩაძირული გემი ყოველწლიურად მილიონ-ნახევარ ტურისტს იზიდავს და ყველაზე კარგი მაგალითია იმისა, თუ რას იწვევს ტურისტების მომრავლება. სანაპიროზე არსებული კლდე ჩამოიშალა და მას შემდეგ უკვე სამი წელია, […]

ბაკურიანში საბავშვო ბაღის აშენება 3.7 მილიონი ლარი დაჯდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ბაკურიანის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, 150 ბავშვზე გათვლილ საბავშვო ბაღს აშენებს. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან “კომერსანტს” აცნობეს, პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3.7 მილიონი ლარია. “ახალ საბავშვო ბაღში პროექტით გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების, სველი წერტილების კეთილმოწყობა. სკოლამდელი […]

თბილისში, სიონის ქუჩაზე „ქართული ღვინის ფესტივალი 2024“ გაიხსნა

თბილისში, სიონის ქუჩაზე „ქართული ღვინის ფესტივალი 2024“ გაიხსნა. ფესტივალი 2024 წლის საუკეთესო სომელიედ დასახელებულებმა სომელიებმა, საბა ქიტიაშვილი და თეონა თოხაძემ გახსნეს. როგორც ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ანი ჯიქიამ განაცხადა, ადგილზე ღვინის მცირე, საშუალო და დიდი მეღვინეობები, ოჯახური მარნები, ხელნაკეთი ნივთები, სხვადასხვა კვების ობიექტები და სხვა ქართული კომპანიების მიერ შექმნილი პროდუქტები იქნება წარმოდგენილი. „ქართული ღვინის ფესტივალი”, რომელიც […]