Georgian Wings-ი თბილისი-ტრაბზონი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს

2024 წლის 14 ოქტომბრიდან Georgian Wings-ი კომპანია ulutour travel-თან და კომპანია Ali Osman Ulusoy სთან პარტნიორობით იწყებს ჩარტერულ რეგულარულ ფრენებს თბილისი-ტრაბზონი-თბილისის მიმართულებით. Georgian Wings-ი ფრენებს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ტრაბზონის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით კვირაში 2-ჯერ, ყოველ ორთაბათ და ხუთშაბათ დღეს შეასრულებს. ფრენები შესრულდება რეგულარულად 2024-2025 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში. აღნიშნულ ავიარეისებზე, მგზავრებს, […]
„კოალიცია ცვლილებისთვის“ მხარს უჭერს პრეზიდენტს, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობა წარადგინოს

E-mail •••••• ავტორიზაცია დამახსოვრება| დაგავიწყდა? | რეგისტრაცია | ხელმოწერა ძებნა მთავარი | საქართველო | უცხოეთი | ეკონომიკა/ბიზნესი | ტექნოლოგიები | საზოგადოება | კულტურა | სამება | მოსაზრებები | სპორტი | ჯანმრთელობა | პრესრელიზები/ტენდერები | ახალი ამბები | ბოლო ამბები|გამოკითხვები|ქვიზები|ბლოგები|ყველა სტატია|ყველა ვიდეო ახალი ამბები გაიგე მეტი „კოალიცია ცვლილებისთვის“ მხარს უჭერს პრეზიდენტს, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობა […]
„ერთად ვაგრძელებთ საერთო მიზნისკენ სვლას“ – ხვიჩა კვარაცხელია გულშემატკივრებს მიმართავს

ერთა ლიგის 2024/25 წლების მესამე ტურში, საქართველოს ეროვნული ნაკრები პოზნანში უკრაინას შეხვდა და 1-0 დამარცხდა. მატჩის შემდეგ, ჯვაროსნების ერთ-ერთ წევრმა, ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. „მინდა მადლობა ვუთხრა პოლონეთში ჩამოსულ და სტადიონზე მოსულ თითოეულ გულშემატკივარს, ძალიან დიდ მუხტს და მოტივაციას გვაძლევთ, ასევე მადლობა ეკრანებთან მყოფ ყველა ქომაგს. წინ ალბანეთთან მატჩია […]
იუნიორთა შორის გრან-პრის ბოლო მე-7 ეტაპზე ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს

ჩინეთის ქალაქ უსიში დასრულდა იუნიორთა შორის გრან-პრის ბოლო მე-7 ეტაპი, რომელშიც ჩვენი სპორტსმენები ინგა გურგენიძე და კონსტანტინე სუპატაშვილი მონაწილეობდნენ. ინგამ ორი პროგრამის ჯამში მე-6 ადგილი დაიკავა, საგულისხმოა, რომ 34 მონაწილე სპორტსმენს შორის ევროპის ქვეყნის მოციგურავეებიდან მას პირველი მაჩვენებელი აღმოაჩნდა. თავისუფალი პროგრამა ქართველმა სპორტსმენმა უშეცდომოდ შეასრულა და მათ შორის, ისეთი ურთულესი ელემენტი, როგორიცაა სამ-ნახევარი აქსელი. ინგამ […]
თურქულად ითარგმნა და გამოიცა გურამ ოდიშარიას „პრეზიდენტის კატა“

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, თურქულად ითარგმნა და გამომცემლობა Flu Kitap-ის მიერ გამოიცა გურამ ოდიშარიას „პრეზიდენტის კატა“. მთარგმნელები: თამარ ალფენიძე, კევსერ რუჰი. რომანის მთავარი გმირია სოხუმის კოლორიტი, აფხაზი მიხეილ ბღაჟბა, რომლის შესახებ ისტორიებსაც მწერალი აფხაზეთში აფხაზებისგანაც ისმენდა და თბილისში ქართველებისგანაც. რომანი სწორედ ამ რეალურ ისტორიებზე დაყრდნობით შეიქმნა.
ვოლოდიმირ ზელენსკი – კურსკში რუსები ჩვენი პოზიციების უკან დახევას შეეცადნენ, მაგრამ ხაზებს ვიცავთ

რუსულმა ძალებმა კურსკის ოლქში შეტევითი ოპერაციები განახორციელეს, მაგრამ უკრაინული მხარე ახერხებს თავდასხმების მოგერიებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „იყო რუსეთის მხრიდან ჩვენი პოზიციების უკან დახევის მცდელობები, მაგრამ განსაზღვრულ ხაზებს ვიცავთ”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ამასთან, მისი მტკიცებით, უკრაინელი სამხედროები წარმატებებს აღწევენ პოკროვსკის მიმართულებით პოზიციების დაცვის კუთხით დონეცკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით კი, სადაც […]
ისრაელის თავდაცვის ძალები – ლიბანში „ჰეზბოლას“ 200-მდე ობიექტს დავარტყით და ათამდე მებრძოლი გავანადგურეთ

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ლიბანის სხვადასხვა რაიონში 200-მდე ობიექტს დაარტყეს და „ჰაზბოლას“ ათობით მებრძოლი გაანადგურეს, – ინფორმაციას მედია ისრაელის არმიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის ჯარებმა ათობით ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელეს, აღმოაინეს გვირაბები და სხვადასხვა სახის იარაღი, მათ შორის გამშვებები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, საბრძოლო მასალა და სხვა. ისრაელის საჰაერო ძალებმა დარტყმა […]
სამინისტრო – პოლონური მარკეტინგული კომპანიის People PR შეფასებით, 2024 წელი ქართული ღვინისთვის ძალიან კარგი წელია

პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის People PR ორგანიზებით, საქართველოში პოლონელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ ღვინის იმპორტიორები და კომპანიის People PR წარმომადგენლები. ამავე ინფორმაციით, ტურის ფარგლებში სტუმრებმა კახეთის რეგიონში ქართული ღვინის მწარმოებელი […]
ბაპტისტური თემი სამკლის დღესასწაულს აღნიშნავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ბაპტისტურ თემს სამკლის დღესასწაულს ულოცავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ამ დღეს აღინიშნება წლის მოსავლის დღესასწაული – მორწმუნეები ღმერთს მადლობას უძღვნიან მოწეული ჭირნახულისთვის.
როგორი ამინდი იქნება 13 ოქტომბერს საქართველოში?

13 ოქტომბერს, კვირას საქართველოში დღის მეორე ნახევრიდან წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +23, +28°; მთაში +18, +23°; მაღალმთაში +15, +20°. აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს […]