გურჯაანში, სოფელ ვაჩნაძიანში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

გურჯაანში, სოფელ ვაჩნაძიანში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევა სოფელ ვაჩნაძიანში მოხდა. ცენტრალურ გზაზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ავტომობილები შეეჯახა. შედეგად ახალგაზრდა გოგო ადგილზე გარდაიცვალა, რომელიც ავტომობილს მართავდა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

ევროკავშირმა ირანს სანქციები დაუწესა რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდების გამო

ევროკავშირმა შვიდ კომპანიასა და შვიდ ირანელ ჩინოვნიკს სანქციები დაუწესა რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების, რაკეტებისა და სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდებისთვის უკრაინაზე თავდასხმების განსახორციელებლად. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ვებსაიტზე. შეზღუდვებს დაექვემდებარა ირანის სამი ავიაკომპანია: Saha Airlines, Mahan Air და Iran Air, ორი სავაჭრო ფირმა და ორი კომპანია, რომლებიც რაკეტებისა და ჭურვების საწვავს აწარმოებენ. სანქციების სიაში ასევე მოხვდნენ […]

ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია დარონ აჩემოღლუმ, საიმონ ჯონსონმა და ჯეიმს რობინსონმა მიიღეს

სვერიგს რიკსბანკის სახელობის ალფრედ ნობელის პრემია, რომელიც ეკონომიკის დარგში გაიცემა წელს დარონ აჩემოღლუს, საიმონ ჯონსონსა და ჯეიმს რობინსონს გადაეცათ, რომლებმაც ჩაატარეს კვლევა, თუ როგორ იქმნება ინსტიტუტები და როგორ მოქმედებენ ისინი კეთილდღეობაზე. ლაურეატებმა ინოვაციური მოკვლევა ჩაატარეს, იმასთან დაკავშირებით თუ რა ახდენს გავლენას ქვეყნების ეკონომიკურ კეთილდღეობაზე გრძელვადიან პერსპექტივაში. მათი შეხედულებები იმის შესახებ, თუ როგორ ახდენენ ინსტიტუციები ზეგავლენას […]

Airbus-მა სექტემბერში კლიენტებს 50 თვითმფრინავი მიაწოდა, წლის დასაწყისიდან 497

ევროპულმა კოსმოსურმა კორპორაციამ Airbus SE-მ სექტემბერში 29 მომხმარებელს 50 თვითმფრინავი მიაწოდა, იტყობინება კომპანიის პრესსამსახური. 2024 წლის პირველ სამ კვარტალში მიწოდებამ შეადგინა 497 თვითმფრინავი 77 მომხმარებლისთვის (ზრდა 1,8%-იანია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მიწოდებულ 488 თვითმფრინავთან შედარებით). სექტემბერში კომპანიამ 235 თვითმფრინავის შეკვეთა მიიღო. interfax

შერმადინი “ბარსელონასთან” საუკეთესო იყო | “ტენერიფე” ბოლო წამებზე დამარცხდა

წლები გადის დ გიორგი შერმადინი ევროპის ერთ-ერთ წამყვან ლიგაში სტაბილურობას ინარჩუნებს. ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში, ქართველი ცენტრის “ლაგუნა ტენერიფემ” ევროპულ გრანდ “ბარსელონას” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 91:94 დამარცხდა. ის, რომ მასპინძლები ბოლო წუთებამდე მოგების შანსით მივიდნენ და გამარჯვებას მეტოქეზე არანაკლებად იმსახურებდნენ, უპირველესად შერმადინის დამსახურებაა. ქართველი ლეგიონერი მოედანზე მყოფ კალათბურთელთაგან ყველაზე შედეგიანად გაისარჯა და საუკეთესო […]

ანტალიაში 16 წლის ქართველ გოგოზე მეზობელმა სექსუალურად იძალადა – თურქული მედია

თურქული მედიის ინფორმაციით, ანტალიაში 16 წლის ქართველ გოგოზე მეზობელმა სექსუალურად იძალადა. როგორც მედია წერს, მოზარდი შშმ პირია, ძალადობაში ბრალდებული კი დაკავებულია. მედია წერს, რომ მეზობელი კაცი ქართველების ოჯახში ელექტრობის შესაკეთებლად შევიდა. კაცმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი თავის სამუშაო სივრცეში წაიყვანა და იძალადა

ზელენსკი: ჩრდ. კორეელები, რუსებთან ერთად, უკრაინის წინააღმდეგ იბრძვიან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის თანამშრომლობა ფართოვდება და საბრძოლო მასალით ვაჭრობას სცდება. ზელენსკის თქმით, მოსკოვს რუსეთში, ჩრდილოეთ კორეიდან ადამიანებიც ჩაჰყავს, რომლებიც რუსულ არმიაში ირიცხებიან. „ჩვენ ვხედავთ, რომ ალიანსი რუსეთსა და ისეთ რეჟიმებს შორის, როგორიც არის ჩრდილოეთ კორეა, ძლიერდება… ეს არ არის მხოლოდ იარაღის გადაცემა, ეს არის, ფაქტობრივად, ხალხის გადაყვანა ჩრდილოეთ […]

გერმანიის დაზვერვის ხელმძღვანელი – არაუგვიანეს ამ ათწლეულის ბოლოს, რუსეთი ნატო-ზე თავდასხმას შეძლებს

გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, ბრუნო კალი რუსეთის მხრიდან პოტენციურ სამხედრო საფრთხეზე საუბრობს და აცხადებს, რომ რუსეთი, არაუგვიანეს ამ ათწლეულის ბოლოსთვის, ნატო-ს თავს დაესხმება. „არაუგვიანეს ამ ათწლეულის ბოლოსთვის, რუსეთის შეიარაღებული ძალები იმ მდგომარეობაში იქნება, რომ ნატო-ზე თავდასხმა განახორციელოს“, – განაცხადა ბრუნო კალმა გერმანიის ბუნდესტაგის სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის მონიტორინგის კომიტეტის წინაშე გამოსვლისას. მისი თქმით, კრემლი გერმანიის […]

პერესი: “სანტიაგო ბერნაბეუს” სტადიონს ჩემი სახელი არასდროს ეწოდება

როგორც ის აღნიშნავს, სტადიონს არასდროს ეწოდება მისი სახელი და არენა “სანტიაგო ბერნაბეუს” წოდებას შეინარჩუნებს, რადგან ეს ისტორიული მნიშვნელობის ამბავია. პერესმა თქვა, რომ შეუძლიათ მისი სახელი კლუბის საწვრთნელ ბაზას “ვალდებებასს” უწოდონ.

„დღევანდელი შეხვედრა არ იქნება მარტივი, თუმცა მჯერა, რომ ბიჭები წარმატების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებენ“ – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც ქართველი გულშემატკივრებისთვის, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანია დამონტაჟებული. აღნიშნულ ტერიტორიაზე საქართველო-ალბანეთის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. გულშემატკივრების მხრიდან ინტერესი ძალიან დიდია – უამრავ ადამიანს აქვს სურვილი, ჩვენს […]