საქართველოს ნაკრები ალბანეთთან დამარცხდა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში ალბანეთს უმასპინძლა. უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ალბანელთა გამარჯვებით დასრულდა – 1:0. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მოედანზე შემტევი შემადგენლობა გაიყვანა. ფრანგმა სპეციალისტმა არამხოლოდ დისკვალიფიცირებული გიორგი ქოჩორაშვილი შეცვალა, არამედ წინა მატჩებთან შედარებით სათამაშო სქემაც გადააწყო. ძირითად შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილი გამოჩნდა. მთავარი ცვლილება კი ის იყო, რომ ალბანელებს 4 მცველითა და […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – ფაქტობრივად, ჩრდილოეთ კორეა ომში ჩაერთო

ფაქტობრივად, ჩრდილოეთ კორეა ომში ჩაერთო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს საღამოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „შტაბის სხდომა გავმართე. მთავარ საკითხებს შორის შემოდგომასა და ზამთარში რუსების განზრახვების შესახებ სადაზვერვო სამსახურების მოხსენება იყო. ყველაფერი საკმაოდ დეტალურად იყო. ომში ჩრდილოეთ კორეის ფაქტობრივი ჩართვა. ასევე, რუსეთის ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, რომლებიც სამწუხაროდ, ომის გახანგრძლივებაში ინვესტიციას დებენ“, – განაცხადა […]

ღაზაში საავადმყოფოში მოწყობილ ბანაკზე ისრაელის დარტყმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ხანძარში ათობით ადამიანი დაშავდა

ისრაელის მიერ ღაზის სექტორში მდებარე საავადმყოფოს ეზოზე ორშაბათს განხორციელებულ ავიადარტყმას მინიმუმ ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და გამოიწვია ხანძარი, რომელიც მოედო ომში ადგილნაცვალ პირთა კარვების ბანაკს, იტყობინება Associated Press-ი. პალესტინელ მედიკოსთა თქმით, ორ ათეულზე მეტმა ადამიანმა სერიოზული დამწვრობა მიიღო. სააგენტოს თანახმად, ისრაელის სამხედროებმა მტკიცებულებების დასახელების გარეშე განაცხადეს, რომ მათი სამიზნე იყო შეიარაღებული მოიერიშეები, რომლებიც მშვიდობიან მოქალაქეთა […]

ისევ წავაგეთ – საქართველოს ნაკრები სახლში ალბანეთთან დამარცხდა [VIDEO]

ერთა ლიგის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები ალბანეთთან 0:1 დამარცხდა ჩვენი გუნდის მწვრთნელს სანიოლს ქოჩორაშვილის დისკვალიფიკაციის გამო ცვლილებების განხორციელება მოუწია, შემტევი სასტარტო შემადგენლობა დააყენა, თავიდანვე შეუტიეს და კაკაბაძის ჩაწოდების შემდეგ ზივზივაძემ სტრაკოშას კარს ააცილა ბურთი. შემდეგ დავითაშვილს გატანა მეკარემ არ დაანება. მომენტი სტუმრებმაც შექმნეს, როდესაც კუჩის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. “ჯვაროსნები” ისევ გადავიდნენ იერიშებზე, თუმცა ვერ […]

,,შეთქმულების თეორიებში რომ იყო გადავარდნილი ზოგიერთი, ბუდუ ზივზივაძეს სპეციალურად არ ათამაშებენო…” – რომან გოცირიძე

ევროოპტიმისტების წევრი, რომან გოცირიძე საქართველო-ალბანეთის თამაშზე: ,,შეთქმულების თეორიებში რომ იყო გადავარდნილი ზოგიერთი, ბუდუ ზივზივაძეს სპეციალურად არ ათამაშებენო, დღევანდელი თამაში იყო ამაზე ყველაზე ნათელი პასუხი: ბუდუც იყო, მიქაუტაძეც, კვარაცხელიაც, დავითაშვილიც და ჩაკვეტაძეც. სამი თავდასმსხმელი და კიდევ ორი თითქმის თავდამსხმელი. ორი ცენტალური თავდამსხმელით თამაში მაშინ გამორიცხული იყო. ქოჩორაშვილი რომ დააკლდა, ფაქტია, მაგრამ მის ნაცლვლად რომელიმე საყრდენს, “ცრუ […]

მედიაომბუდსმენი ფორმულას დაჯარიმებაზე: რეგულირებაში მთავრობის ინტერესის გატარების მაგალითია

მედიაომბუდსმენის განცხადებით, ტელეკომპანია ფორმულას უსაფუძვლოდ დასჯა მედიის რეგულირების პროცესში ხელისუფლების ინტერესის გატარების კიდევ ერთი მაგალითია. მედიაომბუდსმენი ეხმაურება საქალაქო სასამართლოს 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ფორმულა 5 000 ლარით დაჯარიმდა. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის შუამდგომლობა, რომელიც სარეკლამო ბადიდან გიორგი გახარიას პარტიის უფასო პოლიტიკური რეკლამის ამოღებას გულისხმობს. “კომუნიკაციების კომისიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ კრიტიკული […]

„სასკოლო ზონებთან გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა – არ არსებობს უსაფრთხო გადასასვლელები“

„სასკოლო ზონებთან გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა,“ – ამის შესახებ ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოება“ დირექტორმა ირაკლი იზორიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური რეგიონებშია, სადაც არ არსებობს უსაფრთხო გადასასვლელები. „სასკოლო ზონებთან გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა, განსაკუთრებით რეგიონებში. არ არსებობს უსაფრთხო გადასასვლელები. გაერომ დაიწყო გლობალური მოძრაობა, რომლის თანახმადაც, რეკომენდაცია სასკოლო ზონებზე, სიჩქარის 30კმ/სთ-მდე […]

დაველოდოთ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც გადამწყვეტი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისა და ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის – ჯოზეფ ბორელი

მინისტერიალზე განვიხილეთ მოლდოვასა და საქართველოში არსებული ვითარება, ორივე ქვეყანა მომავალ კვირებში მნიშვნელოვანი არჩევნების წინაშე დგას, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბორელის თქმით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის გადამწყვეტი ტესტი იქნება. ამასთან, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ მოლდოვა მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, რუსეთის […]

საბა ბუაძე – ჩვენ ვრჩებით ქარტიის ერთგული – არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, ამომრჩეველს ეკითხოს, ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი

ჩვენი ფორმულა არის ერთადერთი, რომ მაქსიმალური მოტივაცია გავუჩინოთ ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე მისვლის იმისათვის, რომ მათ იცოდნენ – მათი პრობლემები და მათი გასაჭირი არის პოლიტიკურ დღის წესრიგში , – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ პალიტრანიუსის გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა. ბუაძის თქმით, კოალიცია “ძლიერი საქართველო” ქარტიის ერთგული რჩება. “ჩვენ ვრჩებით ქარტიის ერთგული და […]

U21. ნიდერლანდებმა შვედეთს მოუგო და საქართველოს ნაკრებს პლეი-ოფში გასვლის შანსი აქვს

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურში ნიდერლანდების ნაკრებმა, რომელსაც პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა და უმოტივაციოდ იყო, საკუთარ მოედანზე შვედეთი 3:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები შვედეთს 1 ქულით ჩამორჩება და თუ ხვალ ქუთაისში ჩრდილოეთ მაკედონიას მოუგებს, ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს და პლეი-ოფში გავა. ნიდერლანდები – შვედეთი 3:0 გოლები: 1:0 ემეგა (2), 2:0 ვან დენ ბერგი (17), 3:0 […]