„ქართული ოცნების“ დელეგატი აჩიკო ბერიძე საარჩევნო კამპანიას ხელვაჩაურში აგრძელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატმა აჩიკო ბერიძემ, წინასაარჩევნო შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაქიძეებში გამართა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე, მოქალაქეებს გააცნო „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის ამოცანები და მიზნები, დელეგატმა მოისმინა ამომრჩევლის საჭიროებები და მათი მოგვარებას დაჰპირდა. „მჯერა, 26 ოქტომბერს მათი მხარდაჭერით გავიმარჯვებთ და ერთად გავაგრძელებთ […]
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი – ის, რაც საქართველოში მიყვარს, ქართველი ხალხია – აქ ხალხი სავსეა ენერგიით, მათ უყვართ ბედნიერების განცდა, შეკრება და ჩვენი გაოცება

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღეს პირველად უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები ეწვივნენ, ჯამურად 300-ზე მეტი დელეგატი. „ტურიზმის მსოფლიო დღე ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, როდესაც საქმე ეხება ტურიზმსა […]
ღვინის პროფესიონალების 13-კაციანი ჯგუფი საქართველოში იმყოფებოდა

დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ორგანიზებით, ღვინის პროფესიონალების 13-კაციანი ჯგუფი საქართველოში იმყოფებოდა. ბრიტანელი იმპორტიორების და ჟურნალისტებისგან შემდგარი ჯგუფის წევრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლსა და კახეთში ეწვივნენ, სადაც სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო დააგემოვნეს. თბილისში გამართულ სპეციალურ დეგუსტაციაზე „Walk-around […]
WP: ისრაელი დაჰპირდა აშშ-ს, რომ არ შეუტევს ირანის ბირთვულ ობიექტებს

ირანის წინააღმდეგ ისრაელის საპასუხო დარტყმის სამიზნეები იქნება სამხედრო და არა ბირთვული ან ნავთობის ობიექტები. The Washington Post-ის ცნობით, ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 9 ოქტომბერს სატელეფონო საუბრისას შეატყობინა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. ვაშინგტონში „შვებით“ შეხვდნენ ისრაელის გეგმას, ირანის მხოლოდ სამხედრო ობიექტებს შეუტიოს მასიური სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, რომელიც ირანმა 1 ოქტომბერს განახორციელა ისრაელის ტერიტორიაზე, წერს […]
2025 წლიდან, დუბროვნიკის ცენტრში მანქანების შესვლაზე შეზღუდვები დაწესდება

2025 წლისთვის დუბროვნიკის ძველ ქალაქში მანქანების შესვლაზე შეზღუდვები დაწესდება. ეს ღონისძიება იქნება ოვერტურიზმთან ბრძოლის ნაწილი. როგორც „ევროპულსი“ წერდა, ევროპაში ერთ მოსახლეზე ყველაზე მეტი ტურისტი დუბროვნიკს (ხორვატია) ჰყავს, სადაც ერთ ადგილობრივზე 27 ტურისტი მოდის. ტურისტულ ავტობუსებს დასჭირდებათ ძველ ქალაქში შესვლის წინასწარ დაჯავშნა, ხოლო უცხოური მანქანები საერთოდ ვერ შევლენ – სხვა ქვეყნებიდან ჩასულ ტურისტებს მოუწევთ მანქანების დატოვება […]
„ოცნების“ აქტივისტები ამომრჩევლებს ურიგებენ პროდუქტს, საწვავის ტალონებს – ISFED

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში ორგანიზაციის გრძელვადიანი დამკვირვებლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხშირად იღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საარჩევნო კამპანიაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჩართული პირები ამომრჩეველზე, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ ადამიანებზე, ზეწოლას სხვადასხვა გზებით ცდილობენ. „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, ინფორმაციას შორის, რომელი კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის შესახებ მიიღეს არის: „მმართველი პარტიის აქტივისტები სხვადასხვა მიზეზით, ამომრჩეველთა ნაწილს […]
„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი – მნიშვნელოვნად გაზრდილია წინასაარჩევნო პერიოდში რუსული საინფორმაციო ოპერაციები – გავრცელებული გზავნილები, მნიშვნელოვანწილად, თანხვედრაშია მმართველი გუნდის გზავნილებთან

„სამართლიანი არჩევნების“ სოციალური მედიის მონიტორინგის პროექტების კოორდინატორის, ქრისტინა ფარჯიანის განცხადებით, სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია წინასაარჩევნო პერიოდში რუსული საინფორმაციო ოპერაციები, ამასთან, გავრცელებული გზავნილები, მნიშვნელოვანწილად, თანხვედრაში მოდის მმართველი გუნდის გზავნილებთან. მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში, აქტუალური იყო არჩევნების შემდეგ რევოლუციის მოწყობის შესახებ გავრცელებული შეთქმულების თეორიები, მსგავსი გზავნილები კი ვრცელდებოდა სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები […]
ფილიპ ბონე – საქართველო რეგიონში გამოირჩევა სტაბილურობით, მაღალი ეკონომიკური ზრდით და რაც მთავარია, ტურისტულ სექტორში ინვესტიციების მზარდი დინამიკით

საქართველოში რამდენიმე მსხვილი ინვესტიცია უკვე განვახორციელეთ, ასევე, 15 ობიექტის გახსნას ვგეგმავთ, რომლებიც ამჟამად დაპროექტების ან მშენებლობის ეტაპებზეა. მიგვაჩნია, რომ საქართველოში საუკეთესო ბიზნეს გარემოა, რამაც ინვესტირება გადაგვაწყვეტინა – ის რეგიონში სტაბილურობით, მაღალი ეკონომიკური ზრდით და რაც მთავარია, ტურისტულ სექტორში ინვესტიციების მზარდი დინამიკით გამოირჩევა, – ამის შესახებ Accor-ის დეველოპმენტის რეგიონული ვიცე-პრეზიდენტმა, ფილიპ ბონემ განაცხადა, რომელიც აჭარის რეგიონში, […]
რომან გოცირიძე – ამ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია ელოდება, მათ შორის საფინანსო-ეკონომიკური კუთხით – ხალხმა გამოუსწორებელი შეცდომა არ უნდა დაუშვას

ამ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია ელოდება, მათ შორის საფინანსო-ეკონომიკური კუთხით, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ყველა გზავნილიდან, რაც დასავლეთიდან საქართველოს მიმართ მოდის ჩანს, რომ „ქართული ოცნება” რუსეთის მოკავშირე ხელისუფლებაა, ქვეყანაში ბელარუსული მმართველობის ავტორიტარულ რეჟიმს ნერგავს და უნდა წავიდეს მმართველობიდან. „ყველა გზავნილიდან, რაც დასავლეთიდან – […]
ციხისძირში, გასულ წელს დაანონსებულ 5*-იანი სასტუმროს მშენებლობაზე კაფსულის ჩაგდების ცერემონია გაიმართა

აჭარის რეგიონში, ციხისძირში, Petra Sea Resort-ში, Pullman-ის ბრენდული სასტუმროსა და რეზიდენციების მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ციხისძირში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიება გასული წლის აგვისტოშიც გაიმართა. მაშინდელ ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის […]