არამიწიერი სიცოცხლის საძებნელად, NASA-მ იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე ხომალდი გაუშვა

NASA ძლიერ სერიოზულად ეკიდება არამიწიერი სიცოცხლის ძებნას, მათ შორის, მზის სისტემაშიც კი. 14 ოქტომბერს, SpaceX-ის რაკეტა Falcon Heavy-ით, სააგენტომ ხომალდი გაუშვა იუპიტერის მთვარე ევროპასკენ. მეცნიერთა აზრით, ევროპას ყინულოვანი ქერქის ქვეშ, ვრცელი მლაშეწყლოვანი ოკეანეა, რომელშიც იმაზე ორჯერ მეტი წყალია, ვიდრე მთელ დედამიწაზე. შედეგად, ის ყველაზე იმედისმომცემი ადგილია მზის სისტემაში აქტიური არამიწიერი სიცოცხლის არსებობისთვის. NASA-ს მისიას Europa […]

Apple-მ საბაზრო ღირებულებით Nvidia-ს, Microsoft-ს და Amazon-ს აჯობა – რომელია მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიები

companiesmarketcap.com-ის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების სამეულში Apple, Nvidia და Microsoft-ი მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ათეულში საბაზრო ღირებულების კუთხით ყველაზე შთამბეჭდავი ზრდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში Nvidia-ს აქვს, ყველაზე დიდი კლება კი Amazon-ს. შესაბამისად, Nvidia-მ საბაზრო ღირებულებით Microsoft-ს და Amazon-ს აჯობა. მსოფლიოს Top-10 ძვირად ღირებული კომპანია:

“მეგრელ და სვან ხალხს ისეთი რამ აკადრეს, რაც საუკუნეების მანძილზე არც ერთ მტერსაც კი არ გაუკეთებია!” – ივანიშვილი

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ზუგდიდში: მოგესალმებით ჩემო მეგრელებო და ჩემო სვანებო! დიდი სიყვარულითა და განსაკუთრებული მონატრებით მივესალმები ენგურს მიღმა მცხოვრებ ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს. მჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც ერთიან, ძლიერ საქართველოში, სოხუმსა და ცხინვალში გვექნება საშუალება, რომ მსგავსი შეხვედრები ჩავატაროთ, ჩვენი ქვეყნის ნათელ […]

გვსურს, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, ახლოდან დავაკვირდებით – სახელმწიფო დეპარტამენტი

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აშშ “ახლოდან დააკვირდება”. ამის შესახებ მან 15 ოქტომბერს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ჟურნალისტმა ალექს რაიფოღლუმ მილერს ჰკითხა, იზიარებდა თუ არა ის შეშფოთებას იმაზე, რომ მმართველმა პარტიამ, შესაძლოა გააყალბოს საქართველოში დაგეგმილი არჩევნები. “გვსურს, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. მომდევნო დღეებში ახლოდან დავაკვირდებით მას”, – […]

ტრამპი არ ადასტურებს, რომ პოსტის დატოვების შემდეგ პუტინს ესაუბრა, მაგრამ თვლის, რომ ეს ჭკვიანური იქნებოდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უარზეა დაადასტუროს, ესაუბრა თუ არა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მას მერე, რაც დატოვა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი, მაგრამ თქვა, რომ ეს რომ გაეკეთებინა, ჭკვიანური საქციელი იქნებოდა. „ამაზე კომენტარს არ ვაკეთებ“- თქვა ტრამპმა ჩიკაგოს ეკონომიკის კლუბში კითხვა-პასუხის სესიაზე. „მაგრამ გეტყვით, რომ, ეს რომ გამეკეთებინა, ჭკვიანური საქციელი იქნებოდა. თუ ადამიანებთან ვმეგობრობ, თუ შემიძლია […]

„მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8.2%-ია“ – გიორგი კაკაურიძე

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის პირველადი ვარიანტი (თანდართულ მასალებთან ერთად) და – „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2025-2028 წლებისათვის“ დოკუმენტი განიხილა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ტენდეციებზე. მისი თქმით, 2021-2023 წლებში, ეკონომიკის რეალური ზრდის ჯამურმა მაჩვენებელმა 32,0% […]

ფინელები, ბელგიელები და ავსტრიელები ცხოვრებით ყველაზე მეტად კმაყოფილები არიან – „ევროსტატის“ რეიტინგი

ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის („ევროსტატი“) მიერ 14 ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ როდესაც საქმე ცხოვრების შეფასებას ეხება, ლატვიელები, ალბათ, ყველაზე ნაკლებად კმაყოფილი ხალხია ევროკავშირში. 2023 წელს (ისევე როგორც 2018 წელს), 16 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებმა ცხოვრებით კმაყოფილების განცდა საშუალოდ 7,3 ქულით შეაფასეს. 2023 წელს, ევროკავშირის ქვეყნებს შორის ცხოვრებით კმაყოფილების ყველაზე მაღალი რეიტინგი ფინეთში დაფიქსირდა (7,8), შემდეგ […]

საქართველოში არჩევნებს “ახლოდან დავაკვირდებით” – მეთიუ მილერი

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი ამბობს, რომ აშშ საქართველოში მიმდინარე არჩევნებს “ახლოდან დააკვირდება”. ეს განცხადება მეთიუ მილერმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, როდესაც მას საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ჰკითხეს.

“ჩაიწერა და მერე ისეთი კადრები ამოუვარდა, ყურში რომ ჩაგვესმის დღესაც მეგრელი კაცის განწირული ყვირილი” – მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ზუგდიდში: მოგესალმებით, მეგრელებო! მოგესალმებით, სვანებო! უდიდესი პატივისცემით მივესალმები, გამორჩეულ, გამჭრიახ, უნიჭიერეს და პატრიოტ ქართველებს. ამ ორი ულამაზესი, უდიდესი ისტორიის და კულტურის მქონე მხარის შვილებს. მივესალმები ჩვენს დელეგატებს, ბატონებს: დავით კოდუას, ილია ინჯიას, გიორგი ხახუბიას, გოჩა ენუქიძეს; ჩვენს სვან ძმებს „ხალხის ძალიდან“ […]

“შექმნეს ე.წ. 4 ბლოკი – შეცვალეს ტაქტიკა და ფრონტი გაშალეს” – ღარიბაშვილი

ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ზუგდიდში: მოგესალმებით ჩემო მეგრელებო, მოგესალმებით ჩემო სვანებო, მივესალმები სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობას, გამორჩეულად ნიჭიერ და ძლიერ ხალხს, პატრიოტ ხალხს! მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენო ერთგულო მხარდამჭერებო, ჩემო თანამებრძოლებო! გავიხსენოთ რა მდგომარეობა იყო ჩვენს ქვეყანაში 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. ვერცერთი მოქალაქე ვერ დაივიწყებს იმ […]