ბენიამინ ნეთანიაჰუმ ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის წინააღმდეგია

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ის ლიბანში ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის წინააღმდეგია. „პრემიერ-მინისტრმა საუბარში განაცხადა, რომ ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის წინააღმდეგია, რომელიც არ ცვლის ლიბანში უსაფრთხოების ვითარებას და რომელიც მხოლოდ დააბრუნებს მას იქ, სადაც იყო“, – აღნიშნულია ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში. ამასთან, ისრაელის პრემიერის […]
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფში ითამაშებს

საქართველოს 21 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უეფას 2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა, შედეგად, ისტორიაში პირველად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფში ითამაშებს. შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ანგარიში სტუმრებმა მეორე ტაიმის 52-ე წუთზე გახსნეს, 61-ე წუთზე კი ანგარიში ვასილიოს გორდეზიანმა გაათანაბრა, […]
ევროკომისარი – ევროკავშირი შეძლებს ჩაანაცვლოს რუსული გაზი, რომელიც უკრაინის გავლით მიეწოდება – რუსული გაზის გამოყენებას არანაირი გამართლება არ აქვს

ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში, კადრი სიმონსი აცხადებს, რომ რუსეთსა და “ნაფტოგაზს” შორის გაფორმებული კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ ევროკავშირი შეძლებს, ჩაანაცვლოს რუსული გაზი, რომელიც მას უკრაინის გავლით მიეწოდება. “მე დავუდასტურე მინისტრებს, რომ მზად ვართ რუსეთსა და “ნაფტოგაზს” შორის ხელშეკრულების დასრულებისთვის, არსებობს 14 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზის ჩანაცვლების ვარიანტები”, – განაცხადა სიმონსმა ლუქსემბურგში ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრებთან შეხვედრის […]
უიტმორი: “ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ კრემლს ისტორიის გადაწერაში ეხმარებიან “

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირაზე ნაკლები დრო რჩება. “ქართული ოცნების” ლიდერები ამბობენ, რომ ბოლო წლებში მათი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა ისაა, რომ საქართველო რუსეთთან ომში ჩათრეული არ აღმოჩნდა და მათ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნეს. წინასაარჩევნო კამპანიის – ბილბორდებისა თუ ვიდეორეკლამების დიდი ნაწილის გზავნილიც სწორედ ასეთია: “არა ომს, აირჩიე მშვიდობა”. რას ნიშნავს ეს „ომისა და მშვიდობის“ ნარატივი და […]
აშშ ისრაელს სამხედრო დახმარებას შეუზღუდავს, თუ ღაზაში 30 დღეში ჰუმანიტარული მდგომარეობა არ გაუმჯობესდება

შეერთებულმა შტატებმა წერილობით მიმართა ისრაელს და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გასაზრდელად 30 დღე მისცა. ისრაელის მთავრობისთვის გაგზავნილი აშშ-ის წერილი, რომლის შინაარსიც, მოგვიანებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, თავდაპირველად გამოცემა Axios-მა გაავრცელა. მას ხელს აწერენ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი. „ჩვენ ახლა ვწერთ, რათა ხაზი გავუსვათ აშშ-ის მთავრობის ღრმა შეშფოთებას ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების გამო […]
რუსეთმა კიევზე დრონებით შეტევა დაიწყო

15 ოქტომბრის გვიან ღამით რუსეთმა კიევს შეუტია დრონებით. ქალაქის ხელისუფლებამ მოსახლეობას მოსთხოვა ბომბსაფრებში დარჩნენ. კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ Telegram-ით გაავრცელა ცნობა, რომ დრონები მიემართებოდნენ ქალაქის გარეუბან ტროშჩინისკენ. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, სერჰი პოპკომა განაცხადა, რომ იერიშის მოგერიებაში მონაწილეობს ქალაქის საჰაერო თავდაცვა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 15 ოქტომბერს უკრაინის გენშტაბი იტყობინებოდა, რომ დღის […]
,, დავით კოდუა – მამას ბიჭო, სიტყვას თუ არ მოგცემდნენ, სცენაზე მაინც აეყვანეთ ბუტაფორიად” – ანა წითლიძე

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანა წითლიძე ,,ქართული ოცნების” წევრს, დავით კოდუას მიმართავს: ,,ზუგდიდში იყო შეხვედრა და არც ერთი ზუგდიდელი ქოცი არ გამოიყვანეს სიტყვით. არც ერთი სიტყვა ზუგდიდის და სამეგრელოს განვითარებაზე. მხოლოდ ზიზღი და სიძულვილი. დავით კოდუა – მამას ბიჭო, სიტყვას თუ არ მოგცემდნენ, სცენაზე მაინც აეყვანეთ ბუტაფორიად, გული დამეწვა შენი საცოდაობით.”
ბიძინა ივანიშვილი – 2029 წლისთვის საქართველოს ექნება უფრო დიდი ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ვიდრე ევროკავშირის წევრ ექვს ქვეყანას

2029 წლისთვის საქართველოს ექნება უფრო დიდი ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ვიდრე ევროკავშირის წევრ ექვს ქვეყანას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ზუგდიდში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასვლით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ივანიშვილმა რამდენიმე საერთაშორისო რეიტინგზე გაამახვილა ყურადღება, რომელშიც საქართველო უპირობო ლიდერია და საზოგადოებას გააცნო საქართველოს წარმატების საერთაშორისო დადასტურება. „ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის […]
ბიძინა ივანიშვილი – სააკაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთი განსაკუთრებული მანიაკური მიდრეკილებების მქონე მწამებლების ვიწრო ჯგუფს ჩაუგდო ხელში! – მეგრელ და სვან ხალხს ისეთი რამ აკადრეს, რაც საუკუნეების მანძილზე არცერთ მტერს არ გაუკეთებია

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მეგრელ და სვან ხალხს ისეთი რამ აკადრა, რაც საუკუნეების მანძილზე არცერთ მტერს არ გაუკეთებია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა. ივანიშვილის თქმით, სამეგრელო-ზემო სვანეთში ყველაზე მეტად გამოვლინდა „რეჟიმისთვის დამახასიათებელი სისასტიკე“. კარგად გახსოვთ, რომ პირველად ერთმანეთს 2012 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ტერორისგან, დანაშაულებისგან […]
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ყოფილი ჟურნალისტი თეირანში დააკავეს ირანში დაბრუნების შემდეგ

რადიო თავისუფლების ყოფილი ჟურნალისტი, რომელიც უცხოეთში ცხოვრების შემდეგ ირანში დაბრუნდა, თეირანში დააკავეს, აცნობა რადიო თავისუფლებას წყარომ 15 ოქტომბერს. ირანისა და აშშ-ის მოქალაქე რეზა ვალიზადე დაახლოებით სამი კვირის წინ დააკავეს, კერძოდ, სპარსულენოვან უცხოურ მედიასთან თანამშრომლობაში ბრალდებით. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას მისმა ერთ-ერთმა ახლობელმა განუცხადა. ვალიზადეს დაკავების გარშემო ირანს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. მან 2022 წლის ნოემბერში […]