ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

16 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის ცვლილებამ 1.31 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7143 ლარია. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ დღეს წებ-მა სავალუტო აუქციონზე 70 მილიონი გამოიტანა და 64.9 მილიონი დოლარი გაყიდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.75 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9567 […]
რუსეთის შესაძლო ჩარევის ფონზე, მოლდოვა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

მოლდოვა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და რეფერენდუმისთვის ემზადება, რომელიც 20 ოქტომბერს გაიმართება. მაია სანდუ, მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი რომელიც მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის იბრძვის, წინასწარი საზოგადოებრივი აზრის კვლევებში ლიდერობს. ამ არჩევნებში სანდუს მთავარი კონკურენტი მოლდოვის ყოფილი გენერელური პროკურორი ალექსანდრე სტოიანგოლოა. ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ რთულ არჩევნებში სანდუ გამარჯვების მოპოვებას შეძლებს, თუმცა ამისთვის შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვა გახდეს […]
ლარის კურსის შესანარჩუნებლად ეროვნულმა ბანკმა 64,9 მილიონი დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის შესანარჩუნებლად სავალუტო აუქციონზე 64,9 მილიონი დოლარი გაყიდა. ეს ბოლო 10 დღეში მეორე ინტერვენციაა კურსის შესანარჩუნებლად. „სავალუტო ბაზარზე გრძელდება ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიდან მომდინარე ეფექტი, რაც ლარის გაცვლით კურსზე ახდენს გავლენას. ჭარბი მერყეობის თავიდან არიდების მიზნით, დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება მიიღო. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე […]
რატი ბრეგაძე – გამოდის, ქალბატონი პრეზიდენტი არაფორმალური მმართველი გამხდარა

როდესაც ადამიანს პოლიტიკური პარტიის წევრობის უფლება არ აქვს და ის [სალომე ზურაბიშვილი] ამ პროცესებში მონაწილეობს, მათ შორის ოპოზიციური პარტიების გარკვეული წარმომადგენლები მას ამ საკითხებზე ხვდებიან და მსჯელობენ მთავრობის დასახელებაზე, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენაზე – გამოდის, რომ ქალბატონი პრეზიდენტი არაფორმალური მმართველი გამხდარა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7143 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7143 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7143 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7274 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0131 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9567 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9742 ლარს შეადგენდა. […]
რობერტ ფიცო – უკრაინაში ომის მოკლევადიან პერიოდში დამთავრების ალბათობა მაღალია – ხვალ რაღაც მინიშნებას ველოდები, რადგან უცებ წამოიჭრა უკრაინის ნატო-ში მიწვევის თემა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომი მალე დასრულდება და აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით ხვალ გარკვეულ მინიშნებას ელის, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ფიცომ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „უკრაინაში ომის მოკლევადიან პერიოდში დამთავრების ალბათობა მაღალია. ხვალ რაღაც მინიშნებას ველოდები, რადგან უცებ წამოიჭრა უკრაინის ნატო-ში მიწვევის თემა“, – აღნიშნა ფიცომ. ამასთან, მისი თქმით, არ ფიქრობს, […]
რატი ბრეგაძე – წინასაარჩევნო პროცესების არასწორად წარმართვა, სიტუაციის არევა და მოსახლეობის ნებაზე ზემოქმედების მოხდენა რადიკალური ოპოზიციისა და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედის

საქართველოში წინასაარჩევნო პროცესების არასწორად წარმართვა, სიტუაციის არევა და მოსახლეობის ნებაზე ზემოქმედების მოხდენა, ვფიქრობ, რადიკალური ოპოზიციისა და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედის – ოპოზიცია არ არის მოტივირებული, არჩევნები საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით ჩატარდეს , – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სუს-ის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. მინისტრის განმარტებით, „ოპოზიციას საზოგადოებაში უარყოფითი მუხტის შექმნა სურს“. „სუს-ის განცხადება, ვფიქრობ, საკმაოდ […]
იუსტიციის მინისტრი – მოსახლეობას ყოველთვის კარგად უნდა ახსოვდეს, რა პოლიტიკურ ძალასთან ჰქონდა საქართველოს საქმე – „ნაციონალური მოძრაობის“ დროს აშკარად გამოკვეთილი იყო ავტორიტარიზმის ყველა ნიშანი

„ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ადამიანებზე ძალადობდა, აწამებდა პატიმრებს და რომლის ხელისუფლების დროსაც საქართველო საკმაოდ საშიში ტრაექტორიით ვითარდებოდა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მან აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ავტორიტარიზმის ყველა ნიშანი გამოკვეთილი იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას რაც შეეხება, მოსახლეობას ყოველთვის კარგად უნდა ახსოვდეს, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან ჰქონდა საქართველოს […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ოქტომბერს 10:00 საათიდან 11:10 საათამდე და 16:50-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში, მამკოდაში, ავჭალაში, ლელუბანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; „ელექტროენერგიის მიწოდება 13:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში – ჟებოტა, თეგერაანები, […]
პესკოვი ვარაუდობს, რომ ევროპას უკრაინისთვის სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრიის მობილიზება უჭირს

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი მიიჩნევს, რომ ევროპის ბევრი ქვეყანა სირთულეებს წააწყდა, როცა საქმე უკრაინის დასახმარებლად სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრიების მობილიზებას ეხება. ამ მოსაზრების გამოთქმისას, პესკოვი გერმანიისა და საფრანგეთის სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრიების შესახებ დასმულ კითხვას პასუხობდა, თუმცა თავად კონკრეტული ქვეყანა არ დაუსახელებია. გასულ კვირას, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო მარაგების მიწოდებაზე მუშაობა გრძელდება. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ […]