საქართველოს ჰიმნზე სტვენის გამო უეფამ ალბანეთი დასაჯა

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, უეფამ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია 41 250 ევროთი დააჯარიმა. მიზეზი ალბანელი ფანების ქმედებები გახდა ალბანეთი – საქართველოსა და ალბანეთი – უკრაინის მატჩებზე, რომელიც სექტემბერში ჩატარდა. სხვა ქმედებების გარდა, რომლებიც მოიცავს სტადიონზე ნივთების სროლას და ა.შ. ალბანეთი მათ შორის დაჯარიმებულია იმის გამო, რომ მისმა ფანებმა საქართველოს ჰიმნის უსტვინეს. ზემოხსენებული მატჩი ალბანეთში საქართველოს ნაკრების […]
დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ღაზაში არსებული ჰუმანიტარული სიტუაციის განსახილველად გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვიეს

დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ღაზაში არსებული ჰუმანიტარული სიტუაციის განსახილველად გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვიეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა. „ისრაელმა ყველა შესაძლო ნაბიჯი უნდა გადადგას, რათა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი თავიდან აიცილოს, ღაზაში გაცილებით მეტი დახმარების შესვლა დაუშვას და გაერო-ს ჰუმანიტარულ პარტნიორებს ეფექტიანად მოქმედების საშუალება მისცეს“, – განაცხადა კირ სტარმერმა. ამასთან, დიდი ბრიტანეთის […]
ლაშა ქარდავა ხონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ა/რ მთავრობის სხდომაზე გაცემული დავალების შემდეგ, დევნილ მოსახლეობასთან მინისტრთა კაბინეტის წევრების შეხვედრები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა ხონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა. „შეხვედრის ფარგლებში დეტალურად გავეცანი ხონში მცხოვრები აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს. […]
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – ენმ-ის წარმომადგენლებს ისნის N5 საარჩევნო ოლქთან “ქართული ოცნების” მიერ მიგზავნილი, ცივი იარაღით შეიარაღებული ე.წ. “ძველი ბიჭები” დახვდნენ

ენმ-ის წარმომადგენლებს ისნის N5 საარჩევნო ოლქთან “ქართული ოცნების” მიერ მიგზავნილი, ცივი იარაღით შეიარაღებული ე.წ. “ძველი ბიჭები” დახვდნენ , – ამის შესახებ განცხადებას „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს. განცხადების თანახმად, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი მარიამ დოლიძე ტელევიზიას სპეციალური სიების დამტკიცებასთან დაკავშირებით ინტერვიუს აძლევდა, რამაც „ქართული ოცნების მიგზავნილების“ გაღიზიანება მოჰყვა. „მაშინ, როდესაც N5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან, “ერთიანობა-ნაციონალური […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში VIII ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია“ გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში VIII ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია“ გაიხსნა, რომლის ორგანიზატორია სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი, პარტნიორები კი არიან სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტი (გლივიცე, პოლონეთი), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და რაფიელ დვალის სახელობის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. VIII ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს ტექნიკური […]
The Guardian-მა ვახტანგ სალია მსოფლიოს გამორჩეულ ტალანტებში დაასახელა

ქართველი თავდამსხმელი ვახტანგ სალია, რომელიც ინგლისის პრემიერლიგის „ნიუკასლმა“ „დინამო თბილისიდან“ გამოისყიდა, The Guardian-მა 2007 წელს დაბადებულ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელებს შორის დაასახელა. „საქართველოში ნიჭიერი თავდამსხმელები იზრდებიან. როგორც ჩანს, მათ კიდევ ერთი ვარსკვლავი ეყოლებათ. იმის მიუხედავად, რომ ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და გიორგი მამარდაშვილი საქართველოდან არიან, ზოგიერთი ქართული ფეხბურთის მომავალს ვახტანგ სალიას უწოდებს და ამასაც თავისი მიზეზი […]
ადგილი ჰქონდა სარეზერვო ფონდიდან თანხების მიმართვას ისეთი გადასახდელების დასაფინანსებლად, რომლებიც სისტემატურ ხასიათს ატარებენ – აუდიტი

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა 46 მლნ ლარია, საიდანაც გაწეული საკასო ხარჯი 32 მლნ ლარს უტოლდება (გეგმის 36%), – ნათქვამია საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ აუდიტის მოხსენებაში. ორგანიზაციის ინფორმაციით, საკასო ხარჯის ყველაზე დიდი ნაწილი (88%) კულტურული, სპორტული, საერთაშორისო, ტურიზმის ხელშეწყობისა და სხვა მსგავსი ხარჯების დაფინანსებაზე მიიმართა, ყველაზე მცირე კი (3%) იურიდიული, ფინანსური, […]
მოსწავლე და ჭაბუკ მოკრივეთა საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა 12 მედალი მოიპოვეს

ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში მოსწავლე და ჭაბუკ მოკრივეთა საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოკრივეებმა 12 მედალი – 5 ოქრო, 5 ვერცხლი და 2 ბრინჯაო – მოიპოვეს. ჩემპიონები მოსწავლეთა ასაკის მოკრივეებს შორის ზაზა მდინარაძე (46 კგ), ნიკოლოზ ხიზანიშვილი (50 კგ), თემურ პავლიაშვილი (57 კგ) და გორ კაზარიანი (66 კგ) გახდნენ; ჭაბუკებს შორის კი ოქროს მედალი შალვა ბერიძემ (46 კგ) […]
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ National Geographic Traveller-ის, ITV-ის, Red magazine-ისა და სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებს უმასპინძლა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გურჯაანის „ღვინის ფესტივალს“ ღვინის თემატიკაზე მომუშავე ბრიტანული და ლიეტუვური მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ. National Geographic Traveller-ის, ITV-ის, Red magazine-ისა და სხვა მედია საშუალებების ჟურნალისტები, ბლოგერები და ღვინის ექსპერტები საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმყოფებოდნენ. პრესტურის ფარგლებში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები თბილისს, ახტალას, ალავერდსა და იყალთოს ესტუმრნენ, დააგემოვნეს ქართული კერძები და ღვინო. […]
ჭარბი მშენებლობა დედაქალაქს აუფასურებს – ურბანისტი

ურბანისტი ზურა ბაქრაძე თბილისის განაშენიანებას სავალალოს უწოდებს. ის მიიჩნევს, რომ საცხოვრებელი კორპუსების ჭარბი მშენებლობა დედაქალაქს აუფასურებს. “საცხოვრებლის ფასმა კლება უკვე დაიწყო. ამით ქალაქი უფასურდება. იმას, რომ რაც შეიძლება მეტი შენდებოდეს, ამას ხელი ეწყობა მერიისა და საკრებულოს საქმიანობით. ეს ხელშეწყობა კი ისეთ ფორმებს იღებს, როდესაც ფართები სულ უფრო და უფრო ნაკლებად მიმზიდველი ხდება. ერთ ჰექტარზე თუ […]