გახშირდა რუსეთის მიერ უკრაინის პორტების დაბომბვა, კიევმა დამკვირვებელთა მისია მოითხოვა

უკრაინამ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას (IMO) მიმართა თხოვნით, სადამკვირვებლო მისია გაგზავნოს ოდესის რეგიონის სამხრეთ პორტებში რუსეთის მიერ დაბომბვის გაძლიერებასთან დაკავშირებით. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ ოდესაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის ჯარები ბოლო კვირებში აძლიერებენ სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე. 6 ოქტომბრის შემდეგ დაზიანდა ოთხი სამოქალაქო გემი. რუსეთის დარტყმების სამიზნეებია პორტის ინფრასტრუქტურა, მარცვლეულის საცავები და სამოქალაქო […]
“ბოლომდე ვერ ვიჯერებ იმას, რაც ამ ბარათზე წერია” – ლევან ლორთქიფანიძე

რამდენიმე დღის წინ კამპანია ამომრჩევლები ს გვერდზე პროფესორ გია ჭანტურიას კომენტარი გამოქვეყნდა. ბოლომდე ვერ ვიჯერებ იმას, რაც ამ ბარათზე წერია. საქართველოში დასაქმებულთა ყველაზე მაღალშემოსავლიან ნაწილს, დასაქმებულთა 10%-ს ჯამურად უფრო მეტი ხელფასი აქვს ვიდრე ხელფასის მიმღებთა 80%-ს, ქვედა 80%-ს. მშრომელთა უმდიდრესი 10% ჯამში უფრო მეტ თანხას გამოიმუშავებს ვიდრე მშომელთა 80%. საქართველოში დასაქმებულთა უმდიდრესი 1% (ტოპმენეჯერები, მსხვილ […]
ტრავმა ბაქოში – “ნაპოლი” ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის გარეშე დარჩა

ერთა ლიგის C1 ჯგუფში სლოვაკეთმა ბაქოში 3:1 დაამარცხა აზერბაიჯანი, 10 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 16 ნოემბერს სახლში ესტონეთთან ჩაატარებს. აღსანიშნავია, რომ 70-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო თავდამსხმელმა მაჰრილ ემრელიმ, მასპინძლები კაცნაკლულები დარჩნენ, რითაც სტუმრებმა ისარგებლეს, დარჩენილ დროში ორი გოლი გაიტანეს და გამარჯვება მოიპოვეს. სლოვაკეთის ნაკრებისა და “ნაპოლის” ნახევარმცველმა […]
ტყუილი რა საჭიროა ვერ ვხვდები, არსად არ დასტურდება ინფორმაცია ზუგდიდში სცენიდან გადმოვარდნილი ბიჭის შესახებ
ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე ეხმიანება პარტია “ახალი”-ს წარმომადგენელ გიორგი მუმლაძის გავრცელებულინფორმაციას, თითქოს, ზუგდიდში, “ქართული ოცნების” ღონისძიებისთვის დამონტაჟებული სცენიდან მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა. “არსად არ დასტურდება ინფორმაცია ზუგდიდში სცენიდან გადმოვარდნილი ბიჭის შესახებ. არც საავადმყოფოებში, არც თვითმხილველებში. წარმოუდგენელია ასეთი ინფორმაცია დაიმალოს და ტყუილი რა საჭიროა ვერ ვხვდები. იქნებ ჯერ გაარკვიოთ და მერე წეროთ”- წერს ანა წითლიძე.
პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრი და ბიბლიოთეკა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრი, ბიბლიოთეკა და მუზეუმი დაათვალიერა. მთავრობის მეთაურის თქმით, ცენტრი იქნება არაჩვეულებრივი სივრცე ახალგაზრდებისთვის, სადაც ისინი საკუთარი ინტერესების რეალიზებას შეძლებენ. „ეს არის ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი მულტიფუნქციური ცენტრი. პროექტი შესრულებულია უმაღლეს დონეზე, უმაღლესი ხარისხით. იქნება არაჩვეულებრივი სივრცე ახალგაზრდებისთვის, სადაც, მათ შეუძლიათ […]
პრეზიდენტი გასულია როგორც კონსტიტუციიდან, ისე საარჩევნო სამართლის მოთხოვნებიდან, ჩართულია საარჩევნო კამპანიაში, დადის საზღვარგარეთ და ჩვენს შიდა პოლიტიკურ მოწყობას ათანხმებს უცხო ქვეყნების ლიდერებთან

პრეზიდენტი გასულია როგორც კონსტიტუციიდან, ისე საარჩევნო სამართლის მოთხოვნებიდან, ჩართულია საარჩევნო კამპანიაში, დადის საზღვარგარეთ და ჩვენს შიდა პოლიტიკურ მოწყობას ათანხმებს უცხო ქვეყნების ლიდერებთან პრეზიდენტი გასულია სრულად როგორც კონსტიტუციიდან ისე საარჩევნო სამართლის მოთხოვნებიდან, ის ჩვეულებრივად ჩართულია საარჩევნო კამპანიაში “ქართული ოცნების” წინააღმდეგ და მგონი ამას ყველა ხედავს და თვითონაც არ მალავს. ის ასევე ჩართულია პრემიერობის კანდიდატის შერჩევაში, უფრო […]
“შარშან 800 წევრი გვყავდა, წელს 400 გვყავს”- რატომ იხურება მცირე ზომის სასურსათო მაღაზიები ქვეყანაში?

ბოლო ერთ წელიწადში მცირე ზომის სასურსათო მაღაზიების რაოდენობა ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდა. მაღაზიათა ასოციაციის ინფორმაციით, მათი კომპანიების რაოდენობა 800-დან 400-მდე შემცირდა. დისტრიბუტორები კი მაღაზიების დახურვის გამო მიწოდებული პროდუქციის დანაკარგებზე საუბრობენ, რომელსაც მაღაზიები დახურვის შემდეგ აღარ იხდიან. ქვეყანაში მცირე ზომის მაღაზიების რიცხვი ყოველწლიურად იკლებს, თუმცა ამის პარალელურად ქსელური მაღაზიები ფართოვდება, რომელსაც მცირე ზომის ობიექტები კონკურენციას ვერ უწევენ. […]
“ყველა ქსელური მარკეტი მიჰყვება გადახდის პირობებს”- რითეილ ასოციაციაში ჩარიცხვების დაგვიანებას უარყოფენ

დისტრიბუტორები მაღაზიების დახურვის შემდეგ დატოვებულ დავალიანებებზე წლებია საუბრობენ. ამბობენ, რომ მაღაზიები მომარაგებას იღებენ და საფასურის გადახდას აგვიანებენ, რის გამოც მიმწოდებელი ზარალდება. დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ანგარიშსწორების ვადებში დარღვევები ქსელური მარკეტების შემთხვევაშიც არის, თუმცა მცირე მაღაზიებისგან განსხვავებით მათი დახურვა და ბაზრიდან გასვლა არ ხდება, რაც დისტრიბუტორებისთვის ხშირად საბრუნავი საშუალებების გარეშე დატოვებას ნიშნავს. რითეილ ასოციაციის გამგეობის […]
ოფიციალური საერთაშორისო რეზერვებით საქართველო მსოფლიოში 102-ე ადგილზეა

ოფიციალური საერთაშორისო რეზერვებით, რომელთაც ეროვნული ბანკი განკარგავს, საქართველო მსოფლიოში 102-ე ადგილზეა 194 ქვეყანას შორის. ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები მოიცავს უცხოურ ვალუტას, ოქროს, სარეზერვო პოზიციას საერთაშორისო სავალუტო ფონდში და სესხების სპეციალურ უფლებებს (SDR). სესხების სპეციალური უფლებები არის საერთაშორისო სარეზერვო აქტივების ნაწილი, რომლებიც შექმნილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ და განაწილებულია წევრ ქვეყნებს შორის ოფიციალური რეზერვების სტატუსით. ჩამოთვლილი ოთხი […]
ევროპის მიწისქვეშა საცავებში გაზის მარაგი 95%-ს აჭარბებს

ოქტომბერში ევროპის მიწისქვეშა საცავებიდან გაზის მთლიანი გადაქაჩვა ამ თვის ისტორიაში მეოთხე მოცულობაზეა, ხოლო ჩატვირთვა 2011 წლის შემდგომი პერიოდის მინიმუმზეა. ამის შესახებ Gas Infrastructure Europe-ის (GIE) ანგარიშში წერია. კერძოდ, 13 ოქტომბრის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნების მიწისქვეშა საცავებში გაზის ჩატვირთვამ 152 მლნ კუბური მეტრი, ხოლო საცავებიდან გადაქაჩვამ 54 მლნ კუბური მეტრი შეადგინა. საცავებში რეზერვი 95%-ს აჭარბებს, თუმცა 2023 […]