Global Finance-მა თურნავა ევროპაში ყველაზე დაბალი ქულით შეაფასა ცენტრალურ ბანკირებს შორის

გამოცემა “ნეტგაზეთის” ცნობით, საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა ევროპის რეგიონში ცენტრალური ბანკების მმართველებს შორის ნათია თურნავა ყველაზე დაბალი ქულით შეაფასა. Global Finance-ის რედაქტორები მსოფლიოს წამყვან ცენტრალურ ბანკირებს ლათინური ანბანის გამოყენებით, A-დან – F-მდე სკალით აფასებენ, სადაც A+ არის ყველაზე მაღალი და F ყველაზე დაბალი ქულა. გამოცემა აფასებს 2023 წლის 1 ივლისიდან 2024 წლის 30 ივნისამდე […]

“ღმერთი არ გაგიწყრეთ და ჯავახეთში რამე პროვოკაციას არ გეგმავდეთ!” – ლაგაზიძე

ანალიტიკოსი, ხათუნა ლაგაზიძე: სახელმწიფო ინტერესების ღალატის კიდევ ერთი მაგალითი: ბოლო დღეებში ხელისუფლების მხრიდან მართული ანტისომხური კამპანია საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების ძირგამომთხრელი და ეთნიკური შუღლის მაპროვოცირებელი ქმედებაა, რისთვისაც აუცილებად უნდა აგოთ პასუხი. როგორც ჩანს, სომხეთის ბოლო ხანებში ევროკავშირისკენ ორიენტირებული პოლიტიკაც ყელზე გადგათ თქვენი რუსი პატრონების მსგავსად. ღმერთი არ გაგიწყრეთ და ჯავახეთში რამე პროვოკაციას არ გეგმავდეთ!!!

კოალიციამ ცვლილებისთვის პროგრამის მთავარი მიმართულებები წარადგინა

კოალიციამ ცვლილებისთვის პროგრამის მთავარი მიმართულებები წარადგინა. კოალიციის 4-4-4 გეგმა მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების 4 სეგმენტს. გვარამიას თქმით, ისინი კოალიციური მთავრობის დამტკიცებიდან 4 დღეში 4 სფეროს მთავარ ინიციატივებს წარადგენენ. “ევროკავშირთან ინტეგრაცია – 4 დღის განმავლობაში, ჩვენ გპირდებით, რომ გაიხსნება ევროკავშირთან მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. ეს გამომდინარეობს ქართული ქარტიიდან და რაც მთავარია საქართველოს ისტორიული არჩევანიდან, საქართველოს მოსახლეობის […]

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს „გამარჯვების გეგმა“ წარუდგინა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს „გამარჯვების გეგმა“ წარუდგინა. უკრაინის პრეზიდენტი ევროპული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ევროპის ერთობა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთლიანად ევროპელი ხალხის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. „ჩვენ „მშვიდობის ფორმულის“ ფარგლებში ოთხი შეხვედრა გავმართეთ. მეხუთე დღეს საფრანგეთში ჩატარდება. მასპინძლობისთვის საფრანგეთის მადლობელი ვარ. ჩვენ ნოემბერში სრულფასოვან დოკუმენტს შევიმუშავებთ, რომელიც „მშვიდობის ფორმულაზე“ იქნება დაფუძნებული და მას […]

გიორგი გახარია – „ოცნებამ“ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, რატომღაც ბოდიშის მოხდა გადაწყვიტა – ამ ბოდიშით ივანიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა პირველ რიგში ვეტერანებს, ჯარისკაცებს, მაშველებს, დევნილებს

„ოცნებამ“ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, რატომღაც ბოდიშის მოხდა გადაწყვიტა, გაუგებარია ვისთვის, რისთვის ან რატომ. ამით პირველ რიგში რისკის ქვეშ დააყენა ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, გარდა ამისა ამ ბოდიშით ივანიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა, პირველ რიგში ქართველ ვეტერანებს, ჯარისკაცებს, მაშველებს, დევნილებს, რომელთაც ეთნიკური წმენდა გამოიარეს, – ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ძლიერი […]

სენაკში მიხეილ სააკაშვილის წიგნის „ძალის გამოღვიძებას“ მეორე ნაწილის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წიგნის “ძალის გამოღვიძება” მეორე ნაწილის პრეზენტაცია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გრძელდება. ამჯერად პრეზენტაცია სენაკში გაიმართა და მას კოალიცია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაც ესწრებოდა. როგორც გიული ალასანია აცხადებს, წიგნი ავტობიოგრაფიულია, თუმცა მსოფლიოს ბოლო წლების ისტორიასაც გამოხატავს. „საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩაგვაქვს წიგნები, ეს შევსებული გამოცემა და ვცდილობთ, […]

კახა კალაძე – რადიკალური ოპოზიცია მაქსიმალურად შეეცდება, დაძაბულობა და არეულობა შემოიტანოს, თუმცა შესაბამისი სამსახურები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს

რადიკალური ოპოზიცია მაქსიმალურად შეეცდება, ქვეყანაში დაძაბულობა, დაპირისპირება, არეულობა შემოიტანოს, თუმცა ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგანან და ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების შესაძლო გავრცელების თაობაზე სუს-ის განცხადებას გამოეხმაურა. კალაძის თქმით, […]

თავდაცვის მინისტრი ვეტერანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანების დღე აღინიშნება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალურ ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის წევრებთან და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. მინისტრმა ვეტერანებს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა, წარმატებები უსურვა და ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისა და გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ჩიქოვანი განსაკუთრებით დაჭრილ-დაშავებულ ვეტერანებს მიესალმა და საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულების ხსოვნას […]

ოთარ გრიგოლია – ვხედავთ ცხად განზრახვას, კონგრესმა გავლენა მოახდინოს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე

სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა, 47-ე პლენარულ სესიაზე საქართველოში შექმნილ ვითარებაზე დეკლარაცია მიიღო. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, სესიას 92 დელეგატი ესწრებოდა. საქართველოს შესახებ დეკლარაციას 76-მა დელეგატმა მისცა ხმა, 10 წინააღმდეგი იყო, 6-მა კი თავი შეიკავა. დეკლარაციის მიღებამდე მისი განხილვა და დებატები გაიმართა. უწყების ცნობითვე, დებატებში თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ […]

შსს – მ ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომანქანა, რომლითაც ნაცმოძრაობის აჭარის ლიდერები გადაადგილდებოდნენ და “ქართული ოცნების” ბანერებს ანადგურებდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომანქანა, რომლითაც „ნაცმოძრაობის“ აჭარის ლიდერები გადაადგილდებოდნენ და “ქართული ოცნების” ბანერებს ანადგურებდნენ. კერძოდ, 16 ოქტომბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ სარფში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა, მამუკა ჯევაიშმა თანმხლებ პირებთან ერთად დააზიანა „ქართული ოცნების“ ორი საარჩევნო ბილბორდი, რის შესახებაც „ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის შტაბმა აღნიშნულის შესახებ შეტყობინება 112-ს გადასცა. შეტყობინების საფუძველზე გამოძიება სხვისი […]