ქართულ ბიზნესს დიდი ინტერესი აქვს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით – გიორგი პერტაია

საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია მსოფლიო პალატების ფედერაციის (WCF) მიწვევით, სტამბულში მიმდინარე სამუშაო შეხვედრებს დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში, პალატის პრეზიდენტმა როგორც ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრმა, ევროპალატის აფილირებული კორესპონდენტი წევრების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვილისას ყურადღება გაამახვილა ბიზნესისთვის ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს სავაჭრო პალატა აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, რათა დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ციფრული […]
დიდმა ბრიტანეთმა 22 რუსული ტანკერის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დააწესა 18 რუსული ნავთობტანკერისა და 4 თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერის წინააღმდეგ, განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და აღნიშნა, რომ ეს სანქციების ყველაზე დიდი პაკეტია ნავთობტანკერების ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ. „კიდევ 18 ჩრდილოვანი ფლოტის გემს აეკრძალება დიდი ბრიტანეთის პორტები და ვერ შეძლებენ ბრიტანეთის წამყვან საზღვაო სერვისებზე წვდომას, რაც სანქცირებული ნავთობტანკერების საერთო რაოდენობას 43-მდე გაზრდის“, […]
ზელენსკი: უკრაინა განაგრძობს ბრძოლას, მოკავშირეები რომც არ დაეთანხმონ „გამარჯვების გეგმას“

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს იმ შემთხვევაშიც, თუკი კიევის მოკავშირეები არ დაეთანხმებიან მის „გამარჯვების გეგმას“. ზელენსკი იმყოფება ბრიუსელში, სადაც თავისი გეგმა ევროკავშირის ლიდერებს წარუდგინა. ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ კიევი გააგრძელებს მშვიდობის მეორე სამიტისთვის მზადებას. ამავე დროს ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოკავშირეებთან საუბრის ნაწილი დახურულ კარს მიღმა ჩაატარა და პარტნიორთა […]
მოლდოვაში „დესტაბილიზაციის“ მცდელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს – გამოძიება გრძელდება

მოლდოვის ხელისუფლება ირწმუნება, რომ გამოავლინეს 100-ზე მეტი ახალგაზრდა, რომლებმაც თითქოს რუსეთსა და ბალკანეთის ქვეყნებში გაიარეს დესტაბილიზაციის ტაქტიკაში სწავლება, გაქცეული ოლიგარქის, ილან შორის არჩევნების შემდგომი სავარაუდო არეულობების გეგმის ფარგლებში. ოთხი ახალგაზრდა დაკავებულია. ილან შორი ჩართული იყო 2014 წლის მილიარდდოლარიან საბანკო თაღლითობაში. ახლა ის მოლდოვიდან გაქცეულია, დაბრუნების შემთხვევაში კი ციხეში ჩაჯდომა მოუწევს. 2023 წელს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ […]
VMware-ის გადაწყვეტილებების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში MONT TECH გახდა

პროგრამული უზრუნველყოფისა და IT გადაწყვეტილებების დისტრიბუტორმა კომპანიამ MONT TECH-მა ხელი მოაწერა კონტრაქტს MBCOM Technologies-თან, რომელიც მართავს VMware-ს ბიზნესს აფრიკაში, დსთ-ში, აღმოსავლეთ ევროპაში (პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის გარდა) და ახლო აღმოსავლეთში. MONT TECH, რომლის პორტფელშიც წარმოდგენილია 250-ზე მეტი ვენდორი, გახდა VMware by Broadcom-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში და დსთ ქვეყნებში. MONT TECH-ის პარტნიორებს და მათი კლიენტებს ეძლევათ […]
„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა. პარტიის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებს. შეკრებილმა მოსახლეობამ სრული მხარდაჭერა გამოხატა მმართველი გუნდის მიმართ, ვინაიდან ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც მოახერხა ქვეყანაში ყველაზე ხანგრძლივი დროით მშვიდობის შენარჩუნება. ასევე აღინიშნა, რომ არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება და საჭიროა საარჩევნო ყუთთან მისულმა ამომრჩეველმა […]
კახა კალაძე – ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩვენს ევროპელ მეგობრებს და ბატონ ბორელსაც, მაგრამ სისულელეს რომ იტყვი ადამიანი, წარმოუდგენელია – შეუძლებელია ისეთი რაღაც დააბრალო და მოიგონო, რაც არ არსებობს

ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩვენს ევროპელ მეგობრებსა და ბატონ ბორელსაც, მაგრამ სისულელეს რომ იტყვი ადამიანი, წარმოუდგენელია – შეუძლებელია ისეთი რაღაც დააბრალო და მოიგონო, რაც არ არსებობს , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, რითაც ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, დემოკრატიის […]
„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამხელა პროექტი – მრავალფუნქციური სპორტული სივრცე არ განხორციელებულა“ – კახა კალაძე დიდ დიღომში მრავალფუნქციური ცენტრის შესახებ

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამხელა პროექტი – მრავალფუნქციური სპორტული სივრცე არ განხორციელებულა“ – კახა კალაძე დიდ დიღომში მრავალფუნქციური ცენტრის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად, საბურთალოს რაიონში, კერძოდ დიდ დიღომში მრავალფუნქციური ცენტრი გაიხსნა. ცენტრი სრულად არის აღჭურვილი და მზადაა მოქალაქეთა მისაღებად. „დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამხელა პროექტი – მრავალფუნქციური სპორტული სივრცე არ განხორციელებულა. […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7171 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7171 ლარი გახდა 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7171 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7171 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7143 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0028 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9516 ლარია. […]
ვლადიმერ ბოჟაძე – მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება ნიშნავს საქართველოსა და ქართველების გამარჯვებას

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გლდანულის N6 და N6ა კორპუსებთან მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მათი გუნდი დგას. „გლდანულა ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებითა და ქვეყნის უანგარო სიყვარულით, ამას წინა არჩევნების შედეგიც […]