ზურიკო დავითაშვილი: ვამაყობ, რომ ვარ ქართველი, ეს ბედნიერებაა – “სენტ-ეტიენში” კარგი სტარტი გამომივიდა

19 ოქტომბერს, ლიგა 1-ის მერვე ტურში „სენტ-ეტიენი“ „ლანსს“ მიიღებს. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა უპასუხა: „აქ გადმოსვლამდე, რა თქმა უნდა, სხვა ვარიანტები მქონდა, მაგრამ „სენტ-ეტიენი“ ჩემი არჩევანი იყო, ვიცოდი სად მოვდიოდი, როგორი კლუბია, როგორი გარემოა. მახსოვს „ბორდოსთან“ ერთად აქ წაგებული მატჩი. ევროპის ჩემპიონატზე ვილი სანიოლს და ადელ შედლის ვესაუბრე, […]

ოპოზიციას და მათი პატრონებსაც იმდენად ესაჭიროებათ რადიკალიზაცია, პოლარიზაცია და ტემპერატურის აწევა, რომ ყველაფერზე არიან წამსვლელები

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც მოსალოდნელ პროვოკაციებსა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების შესახებ ვიდეოების ფაბრიკაციაზეა საუბარი. „ისინი წესებით არ თამაშობენ. გადავიდნენ აბსოლუტურად ყველანაირ ზღვარს“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ და აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები წინასაარჩევნოდ რადიკალიზაციისა და პოლარიზაციის გასაღვივებლად ყველაფერზე არიან წამსვლელები. ექსპერტმა განმარტა, რომ არჩევნებამდე საჭიროა […]

ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლების გარემოცვაში გავიზარდე, იმ უმძიმეს წლებში ჩემს სახლში იკრიბებოდნენ პირველი პრეზიდენტის მთავრობის წევრები – დავით კოდუა

ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლების გარემოცვაში გავიზარდე, იმ უმძიმეს წლებში ჩემს სახლში იკრიბებოდნენ პირველი პრეზიდენტის მთავრობის წევრები – დავით კოდუა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდიატი დავით კოდუა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილს გიორგი გამსახურდიას მხარადჭერისთვის, გვერდში დგომისა და მეგობრობისთვის მადლობას უხდის. კოდუა პირველი პრეზიდენტის შესახებაც წერს და ამბობს, რომ ის ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლების გარემოცვაში გაიზარდა და […]

ხმა შეიძლება გააბათილონ, თუ ბიულეტენს ექნება წარწერები ან გარკვეული სიმბოლოები – გვანცა ჟორჟოლიანი

„კომერსანტის“ დილის საავტორო რუბრიკაში იურისტმა, სამოქალაქო სამართლის სპეციალისტმა და ბიზნეს მრჩეველმა გვანცა ჟორჟოლიანმა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა. ჟორჟოლიანის თქმით, წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხმის მიცემის წესები სრულყოფილად დავიცვათ. ,,პირველ რიგში, მინდა მოქალაქეებმა გაითვალისწინონ, რომ წელს არჩევნების შედეგები ითვლება ელექტრონულად, ანუ, აუცილებელია, ბიულეტენის გაფერადება და არა შემოხაზვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხმა გაბათილდება. ხმა შეიძლება გააბათილონ იმ შემთხვევაშიც, თუ […]

„2025 წლიდან უძრავი ქონების გასაყიდი ფასები მეტად აღარ გაიზრდება“ – ლეო ჩიქავა

ქვეყანაში, უძრავ ქონებაზე კვლავ მაღალი მოთხოვნა ნარჩუნდება. სექტემბრის თვის მონაცემებით, თბილისში 3,545 ბინა გაიყიდა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Colliers Georgia-ს კვლევებისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელმა ლეო ჩიქავამ განუცხადა, გაყიდვების ეს მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12%-ით გაზრდილი მონაცემია. ბაზრის ზომა კი 25%-ით, 247 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი. Colliers Georgia-ს ყოველთვიურ მიმოხილვაში საუბარია ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზეც, […]

ჭყონია: ინვესტიციები არც განიხილება, რადგან, პირველ რიგში, გვყავს სანქცირებული მოსამართლეები

ინვესტიციების თემა, მოკლედ რომ გითხრათ, დღევანდელ სიტუაციაში არც განიხილება. ინვესტორობა ხელობაა, პროფესიაა. ინვესტორობა არ არის ემოციაზე აგებული. ინვესტორები განსხვავებული აბსოლუტურად ტიპები არიან. […] არც განიხილება, რომ საქართველოში ინვესტიცია ჩამოვიდეს დიდი პროგრამებით. პირველ რიგში, იმიტომ, რომ გვყავს სასამართლოს სანქცირებული მოსამართლეები, რომლებსაც ვიცავთ. ვერ გამიგია, რატომ ვიცავთ, როდესაც სანქცირებულია. რა მიზანი გვაქვს – გაჭირვებულს ვუდგავართ გვერდში? სახელმწიფოს […]

ისრაელმა დაადასტურა, რომ მოკლულია ჰამასის ლიდერი იაჰია სინვარი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორში მოკლეს პალესტინელთა რადიკალური დაჯგუფება ჰამასის ლიდერი იაჰია სინვარი. სინვარის სიკვდილის შესახებ ცნობა დაადასტურა ისრაელის თავდაცვის არმიამ. აშშ-სა და ევროკავშირში ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. კაცმა თავის მიმართვაში აღნიშნა, რომ ჰამასის ლიდერის სიკვდილმა შეიძლება შესაძლებელი გახადოს ღაზის სექტორიდან ისრაელელი მძევლების გათავისუფლება და პალესტინელების ცხოვრებაში ცვლილებების შეტანა. […]

“ქალბატონო ლია, “ხარებათი” დაგეწყოთ, დღეს ოცნებას რომ ემსახურება” – ბერდია კალანდია

ჟურნალისტი, გამოცემა თაიმერის დამფუძნებელი, ბერდია კალანდია: “ნაციონალური მოძრაობა“ დამნაშავე პარტიაა და უნდა გაქრეს პოლიტიკური ორბიტიდან, მაგრამ არა მარტო პარტია, არამედ, მისი თითოეული წევრი უნდა გასამართლდეს”-ამის შესახებ მუხროვანის ამბოხის შემდეგ ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული პოლკოვნიკის, გია კრიალაშვილის დამ, ლია კრიალაშვილმა განაცხადა. ქალბატო ლია, “ხარებათი” და იმ ხალხით დაგეწყოთ, რომლებიც იმ ოპერაციაში მონაწილეობდნენ და დღეს ოცნებას რომ ემსახურებიან.

“როცა გაქვს ფინანსური და ვიღაც მოთაღლითო რუსს ელაპარაკები ქოუჩობის სერთიფიკატზე, ეს ამას ნიშნავს” – ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი: სუსის უფროსმა და ქოცლიდერებმა ფაქტიურად დაადასტურეს, რომ ეკატერინე ხვედელიძის საუბარი არის ავთენტური. ამიტომ დავწერ რასაც ვფიქრობ ამ საუბარზე. რამე ქვეყნის დაქცევას კი არ ამბობს ეს ქალი, ქოუჩობა უნდა, სერთიფიკატი უნდა და ვიღაც რუს ქოუჩს ელაპარაკება ამ ამბავზე. უბედურება აქ სხვა რამეა: როცა გაქვს დრო და ფინანსური შესაძლებლობები, მთელი მსოფლიო მოიარო, ბევრი ენა […]

დავით ფაცაცია წყნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის რაიონის დელეგატ, ზუკა რურუასთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, წყნეთში მცხოვრებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს დევნილთა საჭიროებებზე, სოციალური, ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის მიმართულებებით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, […]