“ბაობაბი გახმაო, მთელი მთავრობა მოთქვამდა, ბაობაბი კი არა, საქართველო გახმა ივანიშვილის ხელში – ალეკო ელისაშვილი

,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ქუთაისში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, ქვეყანა ევროკავშირის წევრი აუცილებლად უნდა გახდეს, რათა გამდიდრდეს და ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნდნენ. „დღეს ვიყავით წყალტუბოში და მინდა გაგახსენოთ ბიძინა ივანიშვილის ქოსატყუილები და თაღლითობები. სამჯერ მოვიდნენ ხელისუფლებაში და ყოველი არჩევნების წინ წყალტუბოში პრეზენტაციას მართავდნენ, რომ გრანდიოზული, არნახული მასშტაბის რეაბილიტაცია დაიწყებოდა, წყალტუბოს […]

“მისი მოთხოვნები გაზვიადებულია, ბელინგემი ხომ არ არის?!” – “ლაციოს” ყოფილი ფეხბურთელი “კვარაზე”

რომის “ლაციოს” ყოფილმა ფეხბურთელმა ფერნანდო ორსიმ, რომელიც ამჟამად Sky Sports-ზე კომენტატორად მუშაობს, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ორსის თქმით, ხვიჩას მოთხოვნები ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით გაზვიადებულია. “მისი მოთხოვნები, ვგულისხმობ წელიწადში 8 მილიონ ევროს, ვფიქრობ, რომ გაზვიადებულია. ასეთ კონტრაქტს რომ ითხოვ, ბელინგემის მსგავსი ჩემპიონი უნდა იყო”, – განაცხადა ორსიმ. შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება, […]

ნათია მეზვრიშვილი – მიმდინარე წლის განმავლობაში მთავრობის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა არაერთხელ იყო – კობახიძეს არჩევნების გაყალბება ჩააბარეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მხრიდან არაერთხელ იყო ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა. როგორც ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა იყო მთავრობის დაპირებები, რომ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყებოდა, მასწავლებლებისთვის ანაზღაურება გაიზრდებოდა, ბილეთების სუბსიდირება მოხდებოდა და ა.შ. „მინდა გაგაცნოთ ჩვენი საარჩევნო გუნდის მუშაობის შედეგი, რომელიც ეხება საქართველოს მთავრობის მხრიდან […]

20 ოქტომბერს, თბილისში, 5 სხვადასხვა ლოკაციიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მარში – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მოეწყობა

20 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილი მარში – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, თავისუფლების მოედნამდე 5 სხვადასხვა ლოკაციიდან მოეწყობა. მსვლელობის მონაწილეები 17:00 საათზე შემდეგ ლოკაციებზე შეიკრიბებიან: რესპუბლიკის მოედანი; გმირთა მოედანი; 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა); მარჯანიშვილის მოედანი; ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა). მოგვიანებით კი, 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება. როგორც მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის წარმომადგენელი, […]

თენგიზ შარმანაშვილი ევროპული საბჭოს განცხადებაზე – ევროპული სტრუქტურები, ზოგიერთი ქვეყნის მთავრობები, პირდაპირ არიან ჩართული წინასაარჩევნო პროცესში – მათი მცდელობები ფუჭი იქნება, ამაში ერთ კვირაში დარწმუნდებით

სამწუხაროდ, ოფიციალური ევროპული სტრუქტურებიც, ზოგიერთი ქვეყნის მთავრობები, პირდაპირ არიან ჩართული წინასაარჩევნო პროცესში საქართველოში, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუჯერებელია ევროპული ღირებულებებისათვის – მათი მცდელობები ფუჭი იქნება, ამაში ერთ კვირაში დარწმუნდებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ევროპული საბჭოს განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა. მისი თქმით, ასეთი ტიპის ორგანიზაციები პირდაპირ იღებენ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას, რაც აბსოლუტურად […]

ირაკლი კობახიძე – გილოცავთ ისტორიული საბაგიროს აღდგენას, ასეთი პროექტები ხელს უწყობს მეტი შესაძლებლობების შექმნას, დედაქალაქის კიდევ უფრო განვითარებას

მინდა ყველას მოგილოცოთ ისტორიული საბაგიროს აღდგენა, ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელება და დასრულება, რომელიც თითოეულ თბილისელს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს მოემსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთაწმინდის პარკისა და რუსთაველის დამაკავშირებელი გზის გახსნისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, უცხოელი სტუმრებისთვის ასეთი ტიპის პროექტები ყველა თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. „ასეთი პროექტები ქალაქისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნას, ქალაქის კიდევ […]

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო 2030 წელს ელექტროენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა გახდება

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო 2030 წელს ელექტროენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა გახდება. სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პაპუაშვილი განმარტავს, 12 წლის განმავლობაში თუ რა გაკეთდა ამ მიმართულებით. „2030 წელს საქართველო პირველად გახდება ელექტროენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა. ეს ნიშნავს, რომ ელექტროენერგიაზე ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილება ენერგიის იმპორტის გარეშე შეგვეძლება. ბოლო 12 წლის განმავლობაში აშენდა: 63 ჰესი, 2 თბოელექტროსადგური, […]

ცესკო განმარტავს, რატომ ვერ მოხდა მისი წევრის, ანა კობახიძის საცხოვრებელი ბინის მისამართზე სხვა პირის ჩაწერა

ცენტრალური საარჩევნო კომისია განმარტავს, რატომ ვერ მოხდა ცესკო-ს წევრის, ანა კობახიძის საცხოვრებელი ბინის მისამართზე სხვა პირის ჩაწერა. როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განმარტა, ინფორმაციის გადამოწმებისას გაირკვა, რომ ანა კობახიძის კუთვნილი ბინის მისამართი არასწორად იყო მითითებული და აღნიშნულმა პირმა ხარვეზი, მიმართვის მიუხედავად, არ გამოასწორა. ამასთან, მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირი არჩევნებში მონაწილეობას ძველი რეგისტრაციის მისამართზე მაინც შეძლებს. […]

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენს 3 508 294-ს – ცესკო

საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას. „გადასატანი ყუთის მოთხოვნით კი საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238 ამომრჩეველმა მომართა. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო […]

ანა წითლიძე – „ოცნების“ აქტივისტები კერძო სექტორში მომუშავე პირებს ემუქრებიან, თუ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ხმას არ მისცემენ, სამსახურების დატოვება მოუწევთ – ვასახელებ ამ ადამიანებს

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ცდილობენ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისგან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ამოიღონ, ასევე, კერძო სექტორში მომუშავე მოქალაქეებს ემუქრებიან, რომ თუ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ არ მისცემენ ხმას, სამსახურების დატოვება მოუწევთ. აღნიშნულის შესახებ განცხადება ანა წითლიძემ ბრიფინგზე გააკეთა და დაასახელა „ქართული ოცნების“ის მხარდამჭერები, რომლებიც მისვე […]