გაერთიანებული სამეფო, ინდონეზია და ნიდერლანდები ყველაზე ბედნიერი ქვეყნებია – რეი დალიოს რეიტინგი

კონკრეტული ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები ერის სიძლიერის განსაზღვრა ბევრნაირად შეიძლება. ამისთვის ეკონომისტები, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას, იმპორტ-ექსპორტის სტატისტიკას, საშუალო ხელფასს, წარმოების ინდექსს და სიმდიდრის განმსაზღვრელ სხვა მეტრიკებს იყენებენ, მაგრამ ხშირად, ერის წარმატებას მისი ბედნიერება განაპირობებს. ბედნიერება ძალიან სუბიექტური ცნებაა, რომლის პირდაპირ გაზომვა ძალიან რთულია, მაგრამ მკლევრებს, მოგეხსენებათ, სირთულეები არ აშინებთ. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჰეჯფონდის, Bridgewater […]
რატი ბრეგაძე – პოლიტიკოსები, რომლებიც აგვისტოს ომის შემდგომ რუს ტურისტებს საზღვართან მომღიმარი სახეებით ხვდებოდნენ, დღეს რუსეთუმეობას აბრალებენ სხვებს – პროპაგანდაც ასეთი უნდა, გებელსსაც შეშურდებოდა მათი

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებში ოფიციალურად შესვლის გამო შეუწყდათ, დღეს პატრიოტებად ასაღებენ თავს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს. რატი ბრეგაძის განცხადებით, დეზინფორმაცია ბოროტებაა და მარცხისთვისაა განწირული. „პოლიტიკოსები, რომლებიც აგვისტოს ომის შემდგომ რუს ტურისტებს საზღვართან მომღიმარი სახეებით ხვდებოდნენ, რუსულად მადლობას უხდიდნენ საქართველოში ჩამობრძანების გამო და რუსულ ინვესტიციებს […]
ანა დოლიძე – ჩვენი მთავარი ამოცანა და დავალება არის სამუშაო ადგილების შექმნა

ჩვენ ვართ კრიტიკულ ზღვარს მისული, ხალხი გარბის აქედან. ჩვენი მთავარი ამოცანა და დავალება არის სამუშაო ადგილების შექმნა, – ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა. როგორც დოლიძემ აღნიშნა, საქსტატის მონაცემებით, 30-წლამდე ახალგაზრდების 26% უმუშევარია. „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც გამოარჩევს ჩვენს კოალიციას არის ის, რომ ჩვენ ვართ საქმიანი პოლიტიკური ორგანიზაცია. ჩვენ საქმიანები ვართ იქიდან […]
რამდენი მილიონის მაჯის საათებს ყიდულობს საქართველო?

როგორც გახსოვთ, პანდემიის დროს ბევრმა ქვეყანამ ლოკდაუნი გამოაცხადა და ეკონომიკა ჩაკეტა, რამაც წარმოება შეაჩერა და მიწოდების ჯაჭვები ჩამოშალა. შედეგად, გარკვეულ სექტორებში ხელოვნური დეფიციტი შეიქმნა, რამაც პროდუქტებზე არსებული მოთხოვნა და ფასები გაზარდა. ამ პერიოდში რეკორდულად გაძვირებულ საქონელს შორის მაჯის საათები მოხვდა, მაგრამ მოგვიანებით, ამ ბაზარზე ფასები დასტაბილურდა. საქართველოში მაჯის საათების იმპორტმა რეკორდულ ნიშნულს 2018 წელს მიაღწია, […]
სალომე სამადაშვილი – მგონია, ისეთი დამაჯერებელი მარცხი ექნება „ქართულ ოცნებას“, იმდენად გარკვეულია, რა ელოდება ივანიშვილს თუ შეეცდება ჩარევას, რომ ვფიქრობ, ძალიან მშვიდად გადაიბარებს კოალიციური მმართველობა ხელისუფლებას

უნდა შევიდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომ დასავლეთის მიერ დასანქცირებულ სახელმწიფო კომპანიებს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, სახელმწიფო შესყიდვებში მიიღოს მონაწილეობა ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. სამადაშვილმა კოალიციის იმ სამ ნაბიჯზე ისაუბრა, რომელიც მამუკა ხაზარაძემ დღეს ამომრჩეველს გააცნო. მათ შორის, ერთ-ერთი იყო ანაკლიის პორტის პროექტი. […]
პროპაგანდაც ასეთი უნდა, გებელსსაც კი შეშურდებოდა – რატი ბრეგაძე ოპოზიციაზე
პროპაგანდაც ასეთი უნდა, გებელსსაც კი შეშურდებოდა მათი და დღეს, ალბათ საფლავში ბრუნავს. მაგრამ მათ ერთი რამ ავიწყდებათ, რომ დეზინფორმაცია ბოროტებაა და მარცხისთვისაა განწირული. ესეც ჩაივლის, მშვიდობაც იქნება და ერთიანი საქართველო ევროკავშირის ღირსეული წევრი იქნება“, – წერს სოციალურ ქსელში რადიკალურ ოპოზიციაზე იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე. „1. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებში ოფიციალურად […]
გიგი წერეთელი – საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მთავარი დაბრკოლება მისი ხელისუფლებაა – რუსეთის ამ გეგმას ჩვენი მოსახლეობა 26 ოქტომბერს დაასრულებს

საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მთავარი დაბრკოლება მისი ხელისუფლებაა. რუსეთის ამ გეგმას ჩვენი მოსახლეობა 26 ოქტომბერს დაასრულებს, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა, რითაც ევროპის საბჭოს განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ქვეყანა პრაქტიკულად იზოლირებულია, რადგან ხელისუფლებასთან წამყვანი დემოკრატიული ქვეყნების ლიდერები აღარ ურთიერთობენ და დასავლური ინსტიტუტები ყოველდღიურად „უაღრესად კრიტიკულ და შემაშფოთებელ გზავნილებს […]
მამუკა ხაზარაძემ, ის სამი ნაბიჯი დაასახელა, რასაც „ძლიერი საქართველო“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სამი კვირის განმავლობაში გადადგამს

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, ის სამი ნაბიჯი დაასახელა, რასაც „ძლიერი საქართველო“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სამი კვირის განმავლობაში გადადგამს. ხაზარაძემ პირველი სამი კვირის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ნაბიჯად „რუსული კანონის“ გაუქმება დაასახელა. მისივე განმარტებით, „ძლიერი საქართველოს“ ხელისუფლება ამ პერიოდის განმავლობაში ასევე დაიწყებს 9-პუნქტიანი გეგმის განხორციელებას იმისათვის, რომ შესრულდეს ევროკომისიის მოთხოვნები. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ასევე პირველი სამი კვირის […]
თინა ხიდაშელი – იქნებ სწრაფად ხდება კოალიციური შეთანხმების მიღწევა, მაშინ რაში გვჭირდება ტექნიკური მთავრობა? არ ჯობია, გვყავდეს პარტიების პასუხისმგებლობა აღებული მთავრობა? ის მაინც გვეცოდინება, ვის მოვთხოვოთ პასუხი

ამოცანა, რომელიც პრეზიდენტმა წარმოაჩინა, როგორც უპირველესი და უმნიშვნელოვანესი, რომ მთავრობა იყოს ნეიტრალური, ძალიან გაუგებარია – იქნებ საერთოდ არ გვაქვს არავითარი პრობლემა და ძალიან სწრაფად ხდება კოალიციური შეთანხმების მიღწევა, მაშინ რაში გვჭირდება ტექნიკური მთავრობა? – ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” ლიდერმა, თინა ხიდაშელმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანა ისეთ პროცესში შედის, რომ წარმოუდგენელია ეს […]
Volvo-მ მესამე კვარტალში შემოსავალი 12%-ით შეამცირა

შვედურმა კონცერნმა Volvo AB-მ, რომელიც მსოფლიოში მეორე ადგილზეა სატვირთო მანქანების წარმოებით, მესამე კვარტალში, წმინდა მოგება და შემოსავალი შეამცირა: ორივე მაჩვენებელი ბაზრის პროგნოზებზე უარესი იყო. კომპანიის პრესრელიზის თანახმად, წმინდა მოგებამ ივლის-სექტემბერში შეადგინა 10,02 მილიარდი შვედური კრონი (950 მილიონი აშშ დოლარი), წინა წლის ანალოგიური პერიოდის 14,09 მილიარდი შვედური კრონისგან განსხვავებით. Volvo-ს კვარტალური შემოსავალი 12%-ით შემცირდა 116,98 მილიარდ […]