„ჰეზბოლამ“ ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლზე იერიში მიიტანა – პრემიერის ოფისი

ისრაელის ზღვისპირა ქალაქ კესარიაში მდებარე კერძო სახლს, რომელიც ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ეკუთვნის, ლიბანიდან გაშვებული დრონი დაესხა თავს. დრონის აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა – ნეთანიაჰუ და მისი მეუღლე რეზიდენციაში არ იმყოფებოდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალების შემდეგ, ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა ნეთანიაჰუს ოფისმაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ “შენობას დაარტყეს”, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) თქმით, დრონი, რომელიც ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან აფეთქდა, […]

ჯოზეფ ბორელი – სინვარის მკვლელობის შემდეგ ახალი პერსპექტივა გაიხსნა და ჩვენ იგი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და მძევლების გასათავისუფლებლად უნდა გამოვიყენოთ

სინვარის მკვლელობის შემდეგ ახალი პერსპექტივა გაიხსნა და ჩვენ იგი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და მძევლების გასათავისუფლებლად უნდა გამოვიყენოთ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „სინვარის მკვლელობის შემდეგ ახალი პერსპექტივა გაიხსნა და ჩვენ იგი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებლად და პოლიტიკური პერსპექტივის მოსაძებნად უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა […]

ირაკლი კუპრაძე – გუშინ სუს-მა დაიწყო სპეცოპერაცია „ძლიერი საქართველოს“ წინააღმდეგ, დღეს უკვე ნათლად ვხედავთ, რომ ეს არის სისტემური დარტყმა დემოკრატიაზე

გუშინ სუს-მა დაიწყო სპეცოპერაცია „ძლიერი საქართველოს“ წინააღმდეგ, დღეს უკვე ნათლად ვხედავთ, რომ ეს არის სისტემური დარტყმა დემოკრატიაზე, – ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე ორი წევრის მიერ კოალიციის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც კუპრაძე აღნიშნავს, „ყველა არჩევნებზე „ოცნება“ და სუს-ი ახერხებს გარკვეული ადამიანების მოსყიდვას ან ჩანერგვას და გადაბირებას“, რითაც მისივე შეფასებით, „ბიძინას ამფსონები, […]

სოფო ჯაფარიძე – „ოცნების“ პროპაგანდა, თითქოს გაიგებენ ამომრჩეველმა ვის მისცა ხმა, არის დიდი ტყუილი! – არ შევშინდეთ, დავდგეთ ერთად და ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ

„ოცნების“ პროპაგანდა, თითქოს გაიგებენ ვინ ვის მისცა ხმა, არის დიდი ტყუილი! არ შევშინდეთ, დავდგეთ ერთად და ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ სამგორში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ხალხში გამარჯვების განწყობა ამაღლებულია. „ხალხს ვესაუბრებით იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი არჩევნებია 26 ოქტომბერს და რომ ამ დღეს ჩვენ, რეალურად, […]

პეტრე ცისკარიშვილი – წარმოუდგენელია არქივებზე დაშვება ნებადართული იყოს რუსეთში და „ოცნება“ ამას კრძალავდეს – მათ საკუთარი თავი მიაჩნიათ ბოლშევიკების გაგრძელებად, პრაქტიკულად, ერთი დნმ-ით ცხოვრობენ

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში“ მემორანდუმი გაფორმდა – მემორანდუმს შეუერთდა და ხელი „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწერა. მემორანდუმი ითვალისწინებს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობითა და პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტის მიერ ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის შექმნას ოთხი პრიორიტეტული ამოცანით. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მემორანდუმს ხელი პარტიის გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა მოაწერა. „ე.წ. „ქართული ოცნება“ […]

ირაკლი ნადირაძე – ერთ კვირაში ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება რუსულ ოლიგარქიაზე, იმ ჭაობზე და მავნებლობაზე, რაც ბოლო 12 წელი იყო და ძალიან სწრაფად უნდა წავიდეთ ევროპისკენ

ერთ კვირაში ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება რუსულ ოლიგარქიაზე, იმ ჭაობზე და მავნებლობაზე, რაც ბოლო 12 წელი იყო და ძალიან სწრაფად უნდა წავიდეთ ევროპისკენ, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. „ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს, ამჯერად სამგორის რაიონში. არაჩვეულებრივი განწყობაა და ერთ კვირაში ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება რუსულ ოლიგარქიაზე, იმ […]

ჰამასის მოკლული ლიდერის გვამი, შესაძლოა, ებრაელ ტყვეებზე გაცვალონ – CNN

ჰამასის მოკლული ლიდერის გვამი, შესაძლოა, ებრაელ ტყვეებზე გაცვალონ – CNN დაჯგუფება „ჰამასის“ მოკლული ლიდერის იაჰია სინვარის ცხედარი, შესაძლოა, 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებულ ებრაელ ტყვეებზე გაცვალონ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, დღესდღეობით „ჰამასის“ ტყვეობაში ასზე მეტი ადამიანი რჩება. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ისრაელის ოფიციალურმა პირებმა, შესაძლოა, „ჰამასს“ შესთავაზონ სინვარის ცხედარი, ხოლო ამის სანაცვლოდ ტყვეების გათავისუფლება მოითხოვონ. […]

მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გაიხსნა – საქმე 1 634 000 დოლარის მოტყუებით მიტაცებას ეხება

საქართველოს პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. საქმე ე.წ. თაღლითურ ქოლცენტრებს ეხება. ამის შესახებ პროკურორმა ბექა კვიციანმა პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განცხადებით, ამ საქმეზე დაკავებულია 4 პირი და ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები პირების კუთვნილ 1 634 000 აშშ დოლარს მოტყუებით დაეუფლნენ. ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა თბილისის ერთ-ერთ უბანში მოაწყვეს ე.წ. ქოლცენტრი, […]

„მაგთიმ“ 5G-ის დასანერგად საჭირო ლიცენზია იყიდა

სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიმ“, რომელსაც კონკურენტებზე მეტი აბონენტი ჰყავს, 5G ინტერნეტის დასანერგად საჭირო ლიცენზია იყიდა. კომუნიკაციების კომისიამ კომპანია გამარჯვებულად გუშინ, 18 ოქტომბერს გამოაცხადა. 5G უახლესი და უსწრაფესი მობილური ინტერნეტია, რომლის შესაძლებლობები საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის გამოყენებული. ის 10-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე მისი წინამორბედი 4G. თუ სატელეფონო კომპანიები სწორად დანერგავენ ამ სერვისს, არსებობს მოლოდინი, რომ ის […]

საშემოსავლო გადასახადის დაწევა 15%-მდე, მოგების გადასახადის შემცირება 15%-ით, დღგ-ის გაუქმება – კოალიცია ცვლილები

“ჩვენ არ ვთვლით საჭიროდ გავავრცელოთ იმგვარი დაპირებები, რომელიც არარეალისტურად გამოიყურებაეკონომიკის მიმართულებით, ჩვენ 4 დღეში ვაპირებთ შემდეგი ინიციატივების განხორციელებას და ეს, პირველ რიგში შეეხება გადასახადების შემცირებას,” – ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, განაცხადა. მისი თქმით, საშემოსავლო გადასახადის დაწევას 15%-მდე, მცირე ბიზნესისთვის, რომელიც ბრუნვით 400 ათას ლარზე ქვევითაა, დღგ-ს საერთოდ გაუქმებას და ასევე, მოგების […]