გულიაშვილმა მეცხრე გოლი გაიტანა და ბოსნიის ჩემპიონატის ბომბარდირია [VIDEO]

ბოსნიის პრემიერლიგის მეათე ტურში “სარაევომ” სახლში “ველეჟი” 4:0 დაამარცხა, ერთი გოლი კი გიორგი გულიაშვილმა გაიტანა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. მან აგრეთვე ორი საგოლე პასი გააკეთა. გულიაშვილი გასულ სეზონში “ველეჟში” იჯარის წესით თამაშობდა.. ის 9 გოლით მიმდინარე ჩემპიონატის ბომბარდირია. “სარაევო” 21 ქულით მეორე ადგილზეა და 26 ოქტომბერს კონიჩში “იგმანს” დაუპირისპირდება.
სერიების გაგრძელება: “დინამო თბილისმა” “თელავს” მოუგო

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში კიდევ ორი მატჩი გაიმართა. “დინამო თბილისმა” “თელავს” ოთხბურთიანი სხვაობით მოუგო, ხოლო ფოთელთა და სამტრედიელთა დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა. დინამო თბ 5:1 თელავი “დინამო თბილისმა” აუტსაიდერ “თელავს” დამაჯერებლად მოუგო. დინამოელებმა ზედიზედ მერვე წაუგებელი მატჩი ჩაატარეს, “თელავს” კი ცუდი სერია აქვს: ზედიზედ ოთხჯერ წააგო და ზოგადად ბოლო 14 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა. პირველ ტაიმში ნიკა […]
,,რატომ იტყუებიან დიდი პარტიები, რომ თუ მათ არ მიეცით ხმა ეს ხმები დაიკარგება? მიეცით შანსი პატარა პარტიებს გადარჩნენ“ – მამუკა გამყრელიძე

დიპლომატი მამუკა გამყრელიძე: ,,ორიოდე სიტყვით გავრცელებულ ცრუ ლეგენდაზე – “ხმები დაიკარგება”. ეს არის აბსურდი და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. არაფერი არ იკარგება. 1. მარტივი არითმეტიკა გვკარნახობს, რომ ბარიერგადაულახავი პარტიების პროცენტების ჯამი იქნება მაქსიმუმ 7-8%-ის ფარგლებში. შეიძლება ნაკლებიც; 2. ბარიერ გადაულახავ პარტიებს შორის იქნებიან არა მხოლოდ პროდასავლური პარტიები, არამედ პრორუსულიც და პრომულღაზანზარულიც; 3. ბარიერგადაულახავი პარტიების პროცენტები […]
,,ვინც სარგებლის გამო გვერდით უდგახართ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, თქვენი ლუკმა გამწარდება“ – რამაზ გიგაური

ასტროლოგი რამაზ გიგაური: ,,23 ოქტომბრიდან ამ შემოდგომის მეორე ფაზა იწყება: „გამოსვლა“ (არ მინდა ამ სიტყვის მეტად გაშიფვრა). ასტროლოგიურად ეს არის: მზე-მარსი-პლუტონის ტაუკვადრატი, ანუ ურთულესი ასტროლოგიური კონფიგურაცია. თუ რა მოხდება ამას დავინახავთ 19-30 ოქტომბრის შუალედში. ეს პერიოდი სუფთა ღრიანკალის ენერგიით არის გაჯერებული. ეს არ არის ჩვენთვის უცხო, ამიტომაც ხშირად ვიტანჯებით, ზოგჯერ გამწარებულები საკუთარ თავს ან ახლობელ […]
,, რამე შემაკავებელი არსებობს, კოალიციური ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ეს ხალხი რამენაირად რომ დაოკდეს?” – ქეთევან ენუქიძე

,,შეაჩერე კორუფციის” თანადამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,ეხლა რაზე ვფიქრობ და, ორი დღეა, საკატლეტე ხორცივით დამბეგვეს, იმას რატომ არ აძლევ ხმას, ვინც ჩვენ მოგვწონს და ვისაც ვეთაყვანებითო… ძლივს ავუდივარ პასუხების გაცემას… არც არავის აინტერესებს პასუხები, რადგან ყველა ხაზგასმით ბრძენია და ისედაც ყველაფერი იციან. ხოდა, ჩემთვის ვფიქრობ: რამე შემაკავებელი არსებობს, კოალიციური ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში […]
კონფლიქტი რომ ავიცილეთ თავიდან, ვფიქრობ, ამ ხელისუფლების დამსახურებაა. დამსახურება ცარიელი სიტყვა კი არ არის, საუბარია ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლეზე და შეიძლება საერთოდ სახელმწიფოებრიობის დაკარგვაზე

კონფლიქტი რომ ავიცილეთ თავიდან, ვფიქრობ, ამ ხელისუფლების დამსახურებაა. დამსახურება ცარიელი სიტყვა კი არ არის, საუბარია ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლეზე და შეიძლება საერთოდ სახელმწიფოებრიობის დაკარგვაზე ჩვენ რომ თავიდან ავიცილეთ კონფლიქტი, ვფიქრობ, ამ ხელისუფლების დამსახურებაა, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფილოლოგმა, პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა. მისივე თქმით, დამსახურება ცარიელი სიტყვა არ არის, საუბარია ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლეზე და […]
კიტეიშვილის დუბლი სახალისო გრაცულ დერბიში – ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა [VIDEO]

ავსტრიის ბუნდესლიგის მეათე ტურში, გრაცულ დერბიში „შტურმმა“ აუტსაიდერი „გრაცერი“ 5:2 დაამარცხა. თამაში სახალისო გამოვიდა: „შტურმი“ იუსუფ გაზიბეგოვიჩმა დააწინაურა, შემდეგ მის მიერ საჯარიმოდან ჩაწოდებული ბურთი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა, თუმცა შეიძლება ავტოგოლიც იყო. ასეა თუ ისე, გოლი ქართველს ჩაეთვალა. მეორე ტაიმში მიკა ბიერეტმა ანგარიში გაზარდა. მეტოქემ მალე სხვაობის მინიმუმამდე შემცირება მოახერხა, თუმცა მერე თანაქალაქელთა კარი ჯერ სეედიუ […]
Le Monde: აშშ პრინციპულად აღარ ეწინააღმდეგება უკრაინის ნატოში მიწვევას

შეერთებულ შტატები პრინციპულად აღარ ეწინააღმდეგება უკრაინის ნატოში მიწვევას. ამის შესახებ Le Monde-ი წერს დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით, რომლებიც იცნობენ 18 ოქტომბერს ბერლინში შეერთებული შტატების, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების შეხვედრის შედეგებს. გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შესაძლოა გარდამავალ პერიოდში დაიწყოს უკრაინის მიწვევის პროცესი, თუ არჩევნებში დემოკრატი კანდიდატი და მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი […]
დადგმული სიმძლავრის ზრდა და გენერაციაში შესვლა – რას გეგმავს Helios Energy?

მზის ელექტროსადგურების კომპანია Helios Energy Georgia-სთვის მიმდინარე წელი წარმატებულია. ამის შესახებ bm.ge-ის კომპანიის დამფუძნებელმა, თორნიკე დარჯანიამ განუცხადა. მისი თქმით, კომპანია პროგნოზირებულ შედეგებზე გავიდა და ჯამური დადგმული სიმძლავრე 15 მეგავატამდე გაზარდა, მომდევნო წელს კი კიდევ უფრო მეტი ზრდაა დაგეგმილი. „შარშან 12 მგვტ დავდგით, წელს დაახლოებით 15 მგვტ სიმძლავრემდე ავედით უკვე. რაც გვქონდა პროგნოზი იმას ვაკეთებთ. მომავალ […]
პრობლემა ჩვენშია, ჩვენში – შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილს ეხმიანება
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ევროკავშირის ელჩი მხარს უჭერს ქარტიას, რომელიც დროებით მთავრობას და რიგგარეშე არჩევნებს ითვალისწინებს. „რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის კიევში, საიდანაც უშიშროების საბჭოს მდივანმა მეორე ფრონტისკენ მოგვიწოდა. უკრაინა ხომ ომშია და მერე რა, თუ ამას ქართველი ქალები და ბავშვებიც შეეწირება. რა თქმა უნდა, პრობლემა არ […]