თორნტონი: სამწუხაროდ საქართველო მივიდა იმ მომენტამდე, როცა წაგება არჩევანი არ არის

· 97 · · თითქმის ყველაფერი იმ ძველი პრობლემებიდან რაც წინასაარჩევნო ციკლებში გვინახავს, კვლავ ადგილზე რჩება. ესაა – ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, ამომრჩეველთა დაშინება, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე, ქართულ არჩევნებში ეს ყველაფერი დიდი ხნის პრობლემაა. ამას თან ერთვის შეშფოთების ახალი მიზეზები – ეს არჩევნები უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის კონტექსტში მიმდინარეობს. ეს არის კანონი, რომელიც ქართული სამოქალაქო […]

ლობჟანიძის ლამაზი კომბინაცია, გოლი, მოპოვებული პენალტი და საუკეთესოობა MLS-ის რეგურალურის ბოლო ტურში – საბამ თავისი გუნდის პლეი-ოფში გასვლაში ლომის წილი დაიდო [VIDEO]

ლობჟანიძის ლამაზი კომბინაცია, გოლი, მოპოვებული პენალტი და საუკეთესოობა MLS-ის რეგურალურის ბოლო ტურში – საბამ თავისი გუნდის პლეი-ოფში გასვლაში ლომის წილი დაიდო [VIDEO] MLS-ის რეგურალური ჩემპიონატის ბოლო ტურში საბა ლობჟანიძის “ატლანტა იუნაიტედმა” გასვლაზე “ორლანდოს” 2:1 სძლია და ქართველმა ფეხბურთელმა მე-7 წუთზე გატანილი გოლით თავისი გუნდის გამარჯვებაში და პლეი-ოფში გასვლაში დიდი წვლილი შეიტანა. მან 7,6 ქულის შეფასება […]

ფოთში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

ფოთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, ეზოები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები. ზიანი მიადგა საქალაქო ინფრასტრუქტურის ნაწილსაც. მერიის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები ქალაქის სხვადასხვა უბანში არსებულ ვითარებას ეცნობიან, აქტიურად მუშაობენ სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად და შემდგომი დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება სამუშაოები. “პარალელურად, შექმნილია ჯგუფი, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლის და უმოკლეს პერიოდში […]

„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ლოტკინისა და ძველი ნაძალადევის მოსახლეობას ხვდება

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე ლოტკინისა და ძველი ნაძალადევის მოსახლეობას ხვდება. ამჯერად, შეხვედრები გაიმართა ცოტნე დადიანის, გარეჯის, ლაითურის, ახტალისა და ბახმაროს ქუჩის მცხოვრებლებთან. ამის შესახებ ინფორამაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. „მშვიდობის შენარჩუნება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, ეკონომიკური განვითარება, განათლების სისტემის დახვეწა – ეს ის ძირითადი პრიორიტეტებია, […]

ლევან სანიკიძე – ჩვენ გვახსოვს არა მხოლოდ ე.წ. სპეცოპერაციების დროს, არამედ ადამიანებს სახლთან ხვდებოდნენ – ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა, დანაშაულის კასკადი, რომელიც აუცილებლად იქნება გამოძიებული,

ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა, ეს არის დანაშაულის კასკადი, – ასე გამოეხმაურა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერი, ლევან სანიკიძე “ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ ურევდნენ მხუთავ გაზს წყლის ჭავლს მომიტინგეების დაშლის დროს. სანიკიძის განცხადებით, ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა, რომელიც სამართლიანი სასამართლოს და დამოუკიდებელი პროკურატურის პირობებში, აუცილებლად იქნება გამოძიებული. „ბუნებრივია, […]

3 რამ, რასაც საქართველოს მოქალაქე EU-სთან დაშორებით დაკარგავს – მოსაზრება

3 რამ, რასაც საქართველოს მოქალაქე EU-სთან დაშორებით დაკარგავს – მოსაზრება რა შეიძლება იყოს საქართველოს რიგითი მოქალაქეებისთვის NATO/EU-სგან დაშორების ფასი? – ამ შეკითხვას გადაცემა “ანალიტიკაში” საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ უპასუხა. მისი თქმით, იმით, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, კიბერუსაფრთხოების პროგრამა კი შეაჩერა, ჩვენ ვკარგავთ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სახელმწიფოს დასავლურ სამყაროში, […]

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ჩოხატაურში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიაში გიორგი ურუშაძე, „ქართული ოცნების“ ჩოხატაურის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით შარაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა და საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები, ამჯერად სოფელ ზოტის მოსახლეობას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. პარტიის ინფორმაციით, მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრებზე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვების მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. […]

„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთში შეხვედრებს განაგრძობს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე – დავით დარჩია, ოზურგეთის მერი – ავთანდილ თალაკვაძე და მოადგილე – გიორგი ღურჯუმელიძე, საკრებულოს წევრებთან ერთად, ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელ საწარმოებში დასაქმებულებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორამციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. „ვისაუბრეთ მშვიდობის და უსაფრთხოების როლზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის; ჩვენი ხელისუფლების მიერ შესრულებულ სამუშაოზე და საინვესტიციო […]

ერეკლე დოლიძე – ვტოვებ პარტიას „გახარია – საქართველოსთვის“

ვტოვებ პარტიას „გახარია – საქართველოსთვის“, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულმა პარტიამ ვერ გაამართლა ჩემი მოლოდინები,- ამის შესახებ გახარიას პარტიის რუსთავის ორგანიზაციის წევრმა, ერეკლე დოლიძემ განაცხადა. მან ისაუბრა იმ გარემოებებსა და პარტიის მიერ გაცემულ დაპირებებზე, რის გამოც გადაწყვიტა, „გახარია – საქართველოსთვის“ დაეტოვებინა. „საპარლამენტო სიაში აღმოჩნდა ზვიად ძიძიგური, ადამიანი, რომელიც ერთხელ უკვე იყო მივლინებული დეპუტატად და ვერ განახორციელა […]

ირაკლი ნადარეიშვილი – თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფომ, ჯამში, ქართულ სტარტაპებში 40 მლნ ლარის ინვესტირება განახორციელა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო 150,000 ლარიანი თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის მეცამეტე რაუნდის დასკვნით ღონისძიებაში, რა დროსაც 20 გამარჯვებული სტარტაპი გამოვლინდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, პროგრამა სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ 2018 წლიდან ხორციელდება და 13 რაუნდის ფარგლებში, ჯამურად, 255 სტარტაპმა მიიღო დაფინანსება. მინისტრის მოადგილე მიესალმა […]