ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართველი მწერლის მარიამ წიკლაურის წიგნის წარდგენა გაიმართა

18 ოქტომბერს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რუმინულ სტენდზე მარიამ წიკლაურის წიგნის „რა ჰქვია შენს მეგობარს“ გერმანულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი მწერალთა სახლის ხელშეწყობით გერმანულმა გამომცემლობა Pop-Verlag-მა გამოსცა. პრეზენტაციას მთარგმნელი ირმა შიოლაშვილი წარუძღვა. წიგნის ანოტაცია: ერთ უცნაურ ქალაქში, ქალაქის მერი ახალ დღესასწაულს, „მეგობრობის დღეს“ დააარსებს. ირგვლივ „მეგობრობის მეჯლისის“ სამზადისია გაჩაღებული, მაგრამ ადამიანებიც და საგნებიც აღმოაჩენენ, რომ მეგობრები […]

ფოთში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, ეზოები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები. ზიანი მიადგა საქალაქო ინფრასტრუქტურის ნაწილსაც. მერიის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები ქალაქის სხვადასხვა უბანში არსებულ ვითარებას ეცნობიან, აქტიურად მუშაობენ სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად და შემდგომი დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება სამუშაოები. “პარალელურად, შექმნილია ჯგუფი, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლის და უმოკლეს პერიოდში გაიცემა კომპენსაციები”, – აცხადებენ მერიაში.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ბეირუთში „ჰეზბოლას“ დაზვერვის შტაბს დაარტყეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში „ჰეზბოლას” სამეთაურო ცენტრსა და იარაღის მიწისქვეშა ობიექტზე დარტყმა მიაყენეს. „დღეს დილით ისრაელის საჰაერო ძალებმა დაზვერვის მონაცემებზე დაფუძნებული დარტყმა განახორციელა „ჰეზბოლას” დაზვერვის შტაბის სამეთაურო ცენტრსა და ბეირუთში იარაღის მიწისქვეშა სახელოსნოზე”, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში. ისრაელის არმიის ინფორმაციით, მოიერიშე თვითმფრინავებმა „ჰეზბოლას” სამხრეთ ფრონტის სარდლობის მაღალჩინოსანი, ალჰაჯ აბას სალამა და […]

„გახარია საქართველოსთვის“ დიდუბის ორგანიზაციის წევრები თინათინ ნახუცრიშვილი, ნათია კუპრავა და ირაკლი ბაღათურია აცხადებენ, რომ პარტიას ტოვებენ

„გახარია საქართველოსთვის“ დიდუბის ორგანიზაციის წევრი თინათინ ნახუცრიშვილი აცხადებს, რომ პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. „2021 წლის არჩევნებზე შემთხვევით მოვხვდი მუშტაედში გახარიას პარტიის შეკრებაზე. მომეჩვენა, რომ ადამიანური იყო და მაგის გამო გადავწყვიტე მასთან დამეწყო მუშაობა, დავხმარებოდი. ბევრი ვიწვალეთ, ქუჩა-ქუჩა ვიარეთ. კიდევ გვქონდა იმედი, რაღაც იქნება, მაგრამ დღეს უკვე გადავწყვიტეთ, არაფერი გამოვა მაგ ადამიანისგან და თავის სახე […]

ყველა დროის რეკორდი მოხსნილია – მოდრიჩი “რეალის” ისტორიაში შევიდა

ლა ლიგის მე-10 ტურის გასვლით შეხვედრაში “რეალმა” “სელტა” 2:1 დაამარცხა. მატჩის 63-ე წუთზე მოედანზე გამოჩნდა სტუმართა ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი, რომელმაც ამით მადრიდული გუნდის ისტორია გადაწერა. ხორვატი 39 წლისა და 40 დღის ასაკში გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, ვისაც “სამეფო გუნდის” მაისურით უასპარეზია. აქამდე “რეალის” რიგებში ეს რეკორდი ლეგენდარულ უნგრელ ფერენც პუშკაშს ეკუთვნოდა, რომელმაც 1966 წელს “რეალის” […]

“ემპოლისთან” მატჩში “ნაპოლის” სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

სერია A-ს მერვე ტურში “ნაპოლი” გასვლაზე “ემპოლის” დაუპირისპირდება. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: კაპრილე, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, სპინაცოლა, ანგისა, გილმორი, მაკტომინეი, პოლიტანო, კვარაცხელია, ლუკაკუ. მასპინძელთა გუნდის სასტარტოშია საბა გოგლიჩიძე. მატჩი “კარლო კასტელანიზე” თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.

რუსეთში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის დარღვევისთვის, ფრანგ მკვლევარს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მოსკოვის სასამართლომ ფრანგი მკვლევარი დამნაშავედ ცნო „უცხოური აგენტების შესახებ” რუსეთის კანონმდებლობის დარღვევაში და ორშაბათს, 14 ოქტომბერს, მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ლორან ვინატიე, რომელიც შვეიცარიულ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა, ივნისში დააკავეს და ბრალად რუსეთში უცხოურ აგენტად არდარეგისტრირება წაუყენეს. ვინატიემ დანაშაული აღიარა და ორშაბათს მოსკოვის სასამართლოში კანონის დარღვევისთვის ბოდიში მოიხადა. გავრცელებული ინფორმაციით, განაჩენის გამოტანისას, მან ცნობილი […]

რუსული არმია კურსკის ოლქის დასაბრუნებლად მეტ დროს ითხოვს – ესტონეთის სამხედრო დაზვერვის პოლკოვნიკი

უკრაინის მიერ კურსკის ოლქში დაკავებული ტერიტორიის ნაწილის გასათავისუფლებლად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ამ რეგიონში დაახლოებით 50 000 ჯარისკაცის მობილიზება მოახდინა. თუმცა, ესტონეთის თავდაცვის ძალების სადაზვერვო ცენტრის ხელმძღვანელის, პოლკოვნიკ ანტს კივისელგის თქმით, რუსული ჯარები ქვეყნის ხელმძღვანელობას ოპერაციის დასასრულებლად მეტ დროს სთხოვენ. „იმ ფონზე, როდესაც უკრაინა კურსკის ოლქში რუსეთის ჯარებზე მცირე დარტყმებს აგრძელებს, მოსკოვმა ჯერჯერობით უკრაინის მიერ დაკავებული […]

იუწყებიან, რომ უკრაინის დრონების სამიზნე იყო მოსკოვი, რუსეთის იარაღის საწარმო

ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინამ დრონები გაუშვა მოსკოვის და რუსეთის დასავლეთში მდებარე რეგიონების მიმართულებით, არის ინფორმაცია დარტყმაზე ინდუსტრიულ ზონაში, სადაც განთავსებულია იარაღის მწარმოებელი კომპანია. ერთი დღით ადრე იუწყებოდნენ უკრაინის დრონებით განხორციელებულ დარტყმაზე მიკროელექტრონულ საწარმოზე, რომელიც მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს რუსეთის არმიისთვის. უკრაინის მხრიდან დრონებით განხორციელებული შეტევის შესახებ ცნობების ფონია დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების თავდაცვის მინისტრების მიერ გამოცხადებული […]

არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების შანსი უკვე მიზერულია – რა პროგნზებია არჩევნებისშემდგომ ეკონომიკაში

არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი, პრაქტიკულად, ეჭვქვეშ აღარ დგას, თუმცა არავინ დავობს, რომ გარკვეული დაძაბულობა მოსალოდნელია, რამაც შეიძლება საქართველოს ეკონომიკაში უარყოფითი პროცესებიც წარმოშვას. ასეთ ვითარებაში ფინანსური ნაკადები შეიძლება შემცირდეს, მაგრამ ეს დიდ პრობლემებს არ გამოიწვევს. სპეციალისტები მთავრობას ექსპორტის ხელშეწყობასა და ზრდისკენ მოუწოდებენ, რაც ეკონომიკას მეტ სტაბილურობას მოუტანს. რაც უფრო ახლოვდება 26 ოქტომბერი, არჩევნების არალეგიტიმურობაზე საუბარი სულ უფრო […]