“საქართველო ირჩევს ევროკავშირს” – თბილისში სახალხო მარში 5-ივე ლოკაციიდან დაიწყო

“საქართველო ირჩევს ევროკავშირს” – სახალხო მარში თბილისში, 5-ივე ლოკაციიდან დაიწყო. მოქალაქეები მარჯანიშვილის მოედანზე, ამაღლების ქუჩაზე, 300 არაგველის ობელისკთან, გმირთა მოედანსა და რესბუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ახლა მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან. მსვლელობას, მოქალაქეებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, მათ შორის კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის, ძლიერი საქართველოსა და ფედერალისტების წევრები. მარშის ინიციატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები […]
ხაზარაძე: 6 დღეში ჩვენ ამ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილის თამადობით რუსეთისკენ გავუშვებთ

თავისუფლებას და ხალხის არჩევანს ვერაფერი ვერ გააჩერებს. რუსული კანონებით და ყველა იმ ქმედებებით, რომლითაც ქართულმა ოცნებამ, რუსულმა ხელისუფლებამ საქართველოში გზა ქართველი ხალხის ნებას გადაუკეტა, ეს არ გაუვა. სულ 6 დღე დარჩა და 6 დღეში ჩვენ ამ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილის თამადობით გავუშვებთ იქ, სადაც მათი ადგილია, რუსეთისკენ. ეს ქვეყანა, იმ გზას დაადგება, რაც ჩვენი ეროვნული არჩევანია […]
“ეს ხალხი ბიძინას კონკურენტი არ არის, ეს ხალხი ბიძინას განაჩენია” – ცოტნე კობერიძე

აკრძალვას რომ გვიპირებენ, ეს ასაკრძალი ხალხი რამდენი ვართ დავანახებთ. ჩემი მთავარი სიმდიდრე ეს ხალხია. ამ ქვეყნის მთავარი ფასეულობაა ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, აქვეა ბიძინას სახლი, ფაშას ჩვენ თავზე არ დავისვამთ. ეს ის ხალხია, ვინც საკუთარ უსაფრთხოებას რისკავდა ცრემლსადეი გაზის პირობებში და სხვებს ეხმარებოდა და ბიძინა, საკუთარ უსაფრთხოებას გარისკავს კი არა, ფეხებზე კიდია მისი პირველი და […]
ნინო ლომჯარია – ოფიციალურად ვიცით, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია – დასავლური ცივილიზაცია თვალს გვადევნებს და ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქართველი ხალხის სათქმელსა და არჩევანს

მთელი საქართველო იდგა აპრილი-მაისის აქციებზე, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდოდა მიგვეღო ის სამწუხარო შედეგი, რაც დღეს დადგა – ოფიციალურად ვიცით, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, – ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან მარშის სახელწოდებით – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ეს ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე ამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის […]
გიორგი ვაშაძე – ქართველი ხალხი არც ბოდიშს მოიხდის, არც დაიჩოქებს და არც იზოლაციაში მოექცევა, არასდროს! ეს ხომ ღირსების მქონე ერია?! – უღირსები ხელისუფლებაში მოექცნენ და ისინი უნდა გავისტუმროთ, გავუშვათ

მთავარია, ჩვენ ერთმანეთი დავინახოთ, რათა ვირწმუნოთ, რომ ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ – ამ არჩევნებს ვიგებთ, იმიტომ, რომ ეს არის რეფერენდუმი, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გმირთა მოედანზე, მარშზე სახელწოდებით – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, არასდროს ქართველი ხალხი, არც ბოდიშს მოიხდის, არც დაიჩოქებს და არც იზოლაციაში […]
ირაკლი კობახიძე – 2012 წელს 800-ზე ნაკლები სასტუმრო იყო ჩვენს ქვეყანაში და უკვე წელს სასტუმროების რაოდენობა დაახლოებით 2 400-ს შეადგენს

800-ზე ნაკლები სასტუმრო იყო ჩვენს ქვეყანაში 2012 წელს და უკვე წელს სასტუმროების რაოდენობა დაახლოებით 2400-ს შეადგენს. 23 000 სასტუმრო ადგილიდან რაოდენობა გაიზარდა 108 000 ადგილამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სიღნაღში, სასტუმრო „ბოდბეს” გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, სასტუმროების რაოდენობა 12 წელიწადში სამჯერ, სასტუმრო ადგილების რაოდენობა 4,5-ჯერ არის გაზრდილი. „მნიშვნელოვანია, რომ […]
დათო გორგილაძე – გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვართ – დღევანდელ დღეს დავარქმევდი გამარჯვებაში ვარჯიშს

მე ამას დავარქმევდი გამარჯვებაში ვარჯიშს, – ამის შესახებ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა, დავით გორგილაძემ მარშზე “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” განაცხადა. მისი განმარტებით, არჩევნები არის გადამწყვეტი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობამ სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს. “მგონია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ის კურსი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ამ ქვეყანას აქვს არჩეული, შეუნარჩუნდება. 26 […]
სოფო ჯაფარიძე – ხალხი ისე ერთსულოვანია, როგორც არასდროს, “ოცნება” უნდა შეეგუოს, რომ ჩვენ არასდროს დავთმობთ ევროპულ მომავალს

დღეს ძალიან ბევრნი ვიქნებით და ხალხი ისე ერთსულოვანია, როგორც არასდროს, “ოცნება” უნდა შეეგუოს, რომ ჩვენ არასდროს დავთმობთ ევროპულ მომავალს ,- ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ გმირთა მოედანზე, “ევროპული მარშის” დაწყების წინ განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლება „ირჩევს რუსეთს, მაგრამ ქართველი ხალხი ირჩევს ევროპას“. “მთელი საქართველოს მასშტაბით ქართველი ხალხი დგას ფეხზე. საქართველო […]
ალექსანდრე წულაძემ გურიის რეგიონში წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის კულტურის სახლში გურიის რეგიონის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შარაშიძემ და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს […]
ბუდუს “კარლსრუემ” გაიმარჯვა და მეორე ადგილზე გადავიდა

მეორე ბუნდესლიგის მეცხრე ტურში „კარლსრუემ“ გასვლაზე „ულმი“ 1:0 ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ ცენტრალური მცველის მარცელ ფრანკეს გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა. სტუმართა გუნდის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე სასტარტოში იყო, 83-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 87-ე წუთზე კი შეცვალეს. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა დადებითად შეაფასეს: flashscore 7.4, sofascore 7.3, whoscored 7.1. „კარლსრუე“ 19 ქულით მეორე ადგილზეა და […]