თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შემთხვევა რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, ე.წ. მალაკნების ბაზართან მოხდა. “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ახალგაზრდების ჯგუფს შორის იყო დაპირისპირება, რასაც სროლა მოჰყვა. ინციდენტში 10-ზე მეტი პირი მონაწილეობდა. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. ვცდილობთ დამატებითი დეტალების გაგებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან. ინფორმაციას უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე განვაახლებთ.
ფერმერები „აგრარული რევოლუციის მეორე აქტს“ აანონსებენ

„ფინანსური ნაკადები სუსტია, ამინდის პირობები ცუდია და საბიუჯეტო ცვლილებები ჯერ არ მიგვიღია“, – აღიარა საფრანგეთის სოფლის მეურნეობის ახალმა მინისტრმა, ენი ჟენევერმა, ფერმერული სექტორის მზარდი უკმაყოფილების ფონზე. სერიოზული გამაფრთხილებელი გასროლიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, ფერმერები კვლავ მოვლენების წინა პლანზე გადმოდიან. ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, სამხრეთ საფრანგეთის რამდენიმე დეპარტამენტსა და ნორმანდიაში მათ მუშტი-კრივი გააჩაღეს, რათა საზოგადოების ყურადღება გაემახვილებინათ […]
“აქ არის საზოგადოება, რომელიც მშვიდობიანად, ღირსეულად შედის ევროპაში” – პრეზიდენტი პროევროპულ მარშს შეუერთდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თავისუფლების მოედანზე შეუერთდა მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. მისი თქმით, 20 ოქტომბრის მარში და აქცია ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი დღე იქნება. “დღეს არის ერთ-ერთი ისეთი დღე საქართველოს ისტორიაში, რომელიც იქნება დასამახსოვრებელი ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა. ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა, გაბრიელი, და ალბათ, ყველაფერი არის ნიშანი […]
როგორ უნდა შეიძინოს ბინა საქართველოში, ემიგრაციაში მყოფმა პირმა? – რჩევები

ბინის შეძენა, დისტანციურად, სულ რამდენიმე წლის წინ, წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, თუმცა ეს ხდება, თანაც საკმაოდ ხშირად. ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის კი მხოლოდ ერთი საკომუნიკაციო საშუალებაა საჭირო – ინტერნეტ კავშირი. როგორც ემიგრანტმა, ყველაზე კარგად იცი, რომ ხელშესახები შედეგის მიღებამდე გრძელი და რთული გზის გავლაა საჭირო – დაწყებული მანამდე არსებული ფინანსური ვალდებულებების გასტუმრებით და დამთავრებული პირველადი თანხის შეგროვებით. თუმცა […]
ორმაგი თამაში ხვიჩას მიმართ – რას ნიშნავდა მის მიერ გოლის ორიგინალურად აღნიშვნა?

რბილად რომ ვთქვათ, მთლად თვალსასეიროდ ვერ თამაშობს ანტონიო კონტეს „ნაპოლი“, მაგრამ ჯერჯერობით წინ მიიწევს – დაწყებული 25 აგვისტოდან 8 მატჩიდან 7 საერთო ანგარიშით 20:2 მოიგო და ერთადერთი მარცხი სერია A-ს პირველ ტურში „ვერონასთან“ განიცადა (0:3). როგორც იტყვიან, მიზანი ამართლებს საშუალებას. ნეპოლური გუნდი „ემპოლისთან“ დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას ოსტატურად შესრულებული პენალტით 1:0 გაიმარჯვა. იმ […]
კახა კალაძე – ყველამ უნდა გაიგოს, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და ხელისუფლების წყარო ქართველი ხალხია და არავინ სხვა

ყველამ უნდა გაიგოს, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და ხელისუფლების წყარო ქართველი ხალხია და არავინ სხვა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის შიგნით ოპოზიციური პარტიების რესურსი ნულია, მათი წარმომადგენლები ცდილობენ, პოზიცია ქვეყნის გარედან გაკეთებული განცხადებებით გაიმყარონ. „ეს ადამიანები არიან გაკოტრებული პოლიტიკურად, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ მხარდაჭერის და […]
ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილებს უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწიათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილებს „დიომედი აფხაზეთის“ პოლიკლინიკაში უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწიათ. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. 100-ზე მეტ ბენეფიციარს 10-ამდე სხვადასხვა პროფილის, თბილისის წამყვანი კლინიკების, მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტის კონსულტაცია და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები უფასოდ ჩაუტარდათ, ასევე ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ […]
სოფიო ხორგუანი პრემიერ-მინისტრს მიმართავს

პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენელი სოფიო ხორგუანი საქართველოს მთავრობის მეთაურს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მიმართავს. მისი თქმით, რეგიონში მცხოვრებთა დასახმარებლად, თუ დაუყოვნებლივ რაიმე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ადგილობრივების შრომა წყალში ჩაიყრება და მათი ყოფა კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდება. „მოგეხსენებათ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კარტოფილის რეალიზაცია მოსახლეობისათვის თავის რჩენის ერთ-ერთ ძირითადი საშუალებაა. იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონიდან ისედაც იძულების […]
თავისუფლების მოედანზე დასრულდა ევროპული არჩევანის მხარდამჭერი აქცია

თბილისში, თავისუფლების მოედანზე დასრულდა ევროპული არჩევანის მხარდამჭერი აქცია, რომელიც მარშით დაიწყო და კონცერტით დამთავრდა. ათასობით შეკრებილ მოქალაქეს მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა,სალომე ზურაბიშვილმა. მასშტაბური გამოსვლა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ დაგეგმა. მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ იმის საჩვენებლად, რომ კვლავ მყარია მათი მხარდაჭერა ცვლილებებისა და დასავლური ვექტორის მიმართ. თავისუფლების მოედანზე, სცენაზე გამომსვლელებს ლაზერით ანათებდნენ სასტუმრო მონოგრაფის […]
დაბა ურეკის კულტურის სახლში გურიის რეგიონის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის კულტურის სახლში გურიის რეგიონის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ, რომლებმაც წარჩინებულ მოსწავლეებს საჩუქრად კომპიუტერები გადასცეს.