BofA-ს ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Nvidia-ს აქციების ფასი შესაძლოა კიდევ 40%-ით გაიზარდოს

გრაფიკული პროცესორების მწარმოებელი Nvidia Corp–ის აქციების ფასი შესაძლოა გაიზარდოს კიდევ 40%-ით ხელოვნური ინტელექტის სფეროში გადაწყვეტილებებისადმი მზარდი ინტერესის ფონზე – ამ პროგნოზს Bank of America-ს ანალიტიკოსები აკეთებენ. მათ კომპანიის აქციების საპროგნოზო ფასი 165 დოლარიდან 190 დოლარამდე გაზარდეს. interfax

ბარიატრიული ოპერაციის ღირებულება 12 500-დან 13 000 ლარამდე მერყეობს – ექიმი

2019 წლიდან სახელმწიფო ბარიატრიულ („კუჭის დაპატარავების“) ოპერაციას აღარ აფინანსებს. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ამის მთავარ არგუმენტად წლების წინ დასახელდა ის, რომ კუჭის დაპატარავების ოპერაციები ხშირ შემთხვევაში პირველი-მეორე ხარისხის სიმსუქნის შემთხვევებში კეთდებოდა, რაც კოსმეტიკურ და ესთეტიკურ მიზნებს ემსახურებოდა, რაც სახელმწიფოსთვის გაუმართლებელი ხარჯი იყო. ამ არგუმენტს დღესაც არ იზიარებს ბარიატრიული ქირურგი, ქართულ-იტალიური კლინიკის ხელმძღვანელი, დავით აბულაძე. რედაქტ2-თან ინტერვიუში […]

„ყველაზე მეტი ადგილი უკავია შეთანხმებას“ – „კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს“ თავმჯდომარე

„მას შემდეგ, რაც მომხმარებელი მოგვმართავს, ვიღებთ რამდენიმე ტიპის გადაწყვეტილებას,“ – ამის შესახებ როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს“ თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. „უკვე მეორე წელია კონკურენციის სააგენტო მომხმარებელთა დაცვის შესახებ კანონს აღასრულებს, რომელიც საუკეთესო ევროპულ კანონმდებლობასთან 85%-ით თავსებადია. 2023 წელს შემოსულ განცხადებებთან შედარებით, 2024 წელს ამ დრომდე უკვე 60%-ით […]

დონალდ ტრამპი „მაკდონალდს“ ეწვია, „ფრი“ შეწვა და მომხმარებლებს მოემსახურა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური“ პარტიიდან, დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პენსილვანიაში, „მაკდონალდსს“ ეწვია, ე.წ. „დრაივზე“ მომხმარებელს მომსახურება გაუწია და „ფრის“ მომზადებაში მიიღო მონაწილეობა. მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ვიზიტის სამიზნე მისი ოპონენტი „დემოკრატი“ კამალა ჰარისი იყო, რომელიც კოლეჯში სწავლის დროს სწრაფი კვების ქსელში მუშაობდა. ტრამპს არაერთხელ განუცხადებია, რომ ამასთან დაკავშირებით კამალა ჰარისი ცრუობს. „მაკდონალდში“ მყოფმა ტრამპმა […]

“დიდ კომპანიებს დიზაინის შექმნაში ვეხმარებით” – რას სთავაზობს მომხმარებელს “ფუნდუკი”?

დიზაინერული კომპანია “ფუნდუკი”, რომელიც ბაზარზე 2012 წლიდან გამოჩნდა, ეკომეგობრულ ავეჯისა და ტანსაცმლის წარმოებითაა დაკავებული, რაც მდგრადობასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. კომპანიის დამფუძნებელი, მარიკა ჭახრაკია BM.GE-სთან ამბობს, რომ “ფუნდუკი” ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს, დიზაინერული ტანსაცმლის, ავეჯის წარმოების და კორპორაციული მომსახურების. მისი ინფორმაციით, კომპანია აქტიურად მუშაობს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე და თანამშრომლობენ გერმანიის, ესპანეთისა და […]

თბილისში მკვლელობა მოხდა

არსებული ინფორმაციით, თბილისში, ე.წ. მალაკნების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა. მედიაში გავრცელებული ცნობით, მოკლულია მამაკაცი. მომხდარს წინ, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. „ინტერპრესნიუსი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ისტორიაში პირველად, ქართველ მსაჯთა ბრიგადა ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მატჩს განსჯის

უეფა-ს გადაწყვეტილებით, ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მატჩს გრაცის „შტურმსა“ და ლისაბონის „სპორტინგს“ შორის ქართველ მსაჯთა ბრიგადა გაუძღვება. შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილია, მას დახმარებას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი გიორგი ავაზაშვილი იქნება. VAR-ის ოთახში იმუშავებენ ალესანდრო დი პაოლო და ლუკა პაირეტო იტალიიდან. ქართველ მსაჯებს აქამდე მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უმუშავიათ, […]

ეთნო სახლი „ედის დაჩა“ რესტორნის გახსნას გეგმავს – ინვესტიცია ₾50 000

დაშბაშის კანიონთან მდებარე ეთნო სახლი „ედის დაჩა“, რომელიც რამდენიმე თვეა ბაზარზე გამოჩნდა, ტურისტულ ობიექტთან რესტორნის გახსნას გეგმავს. ობიექტის დამფუძნებელი, ედვარდ მკრტიჩიანი BM.GE-სთან აცხადებს, რომ ისინი ეკომეგობრული პროდუქციის შექმნით არიან დაკავებული. აქვთ საკუთარი სათბური და სამზარეულოში, მხოლოდ ეკომეგობრულ პროდუქტებს იყენებენ. მისივე ინფორმაციით, ტურისტულ ობიექტთან, რესტორნის დამატება იგეგმება, რომლის ინვესტიცია 50 000 ლარი იქნება. “გვაქვს ქართული, ტრადიციული […]

რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს, დედაქალაქში საჰაერო განგაში 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა

რუსებმა წუხელ უკრაინის დედაქალაქ კიევზე დრონებით დარტყმა სცადეს, უკრაინელებმა ყველა დრონი, მოწინააღმდეგის ათამდე დრონი გაანადგურეს, დაშავდა ერთი ადამიანი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსული უპილოტო საფრენი აპარატები დედაქალაქს სხვადასხვა მიმართულებით მიუახლოვდნენ და კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები დაფიქსირდა ქალაქის დნეპრის, გოლოსევსკის და სოლომენსკის […]

სანდუმ „დანაშაულებრივ დაჯგუფებებს“ ბრალი დასდო „დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმაში“

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, პირველივე ტურში გამარჯვება ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო. ევროკავშირში გაწევრების კურსის კონსტიტუციაში ასახვის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის მონაწილეთა უმეტესობამ უარყოფითი პოზიცია გამოხატა, თუმცა, მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს შორის სხვაობა მინიმალურია. ხმების დათვლა ჯერ კიდევ გრძელდება. 20 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის პირველი წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მოლდოვის პროევროპელმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ „დაშაულებრივ […]