ბაქო და ერევანი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მუშაობის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ

18 ოქტომბერს, სტამბოლში, რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის “3+3” ფარგლებში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება. “მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ მოლაპარაკებები მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმებაზე, ასევე კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა დაუთმონ მისი (შეთანხმების) სწრაფად დასრულებასა და ხელმოწერას”, – […]

სასტუმრო „სანსეტ შოვი“ – სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის

მოგეხსენებათ, რომ შოვში დატრიალებული ტრაგედიიდან გავიდა 14 თვე. ტრაგედიის ადგილზე განუსაზღვრელი დროით აკრძალულია ნებისმიერი სახის სამუშაოების ჩატარება, აზრს მოკლებულია საუბარი რაიმე სახის ფუნქციონირებაზე. სწორედ, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს შეფასების დოკუმენტში ვხვდებით რეკომენდაციას, რომ კურორტ შოვში რაიმე სახით ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება/მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციონირება შეუძლებელია. შენობები რომლებიც ჯერ კიდევ დგას ფაქტიურად განადგურებულია, შეუძლებელია მათთვის რაიმე […]

ფიროსმანის ქუჩაზე, 27 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც თვითმხილველები „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ჰყვებიან, შემთხვევა წუხელ, დაახლოებით, 20:00-21:00 საათზე მოხდა. მოკლულია 27 წლის ტატო ფირცხალაიშვილი. ასევე, დაჭრილია მისი თანმხლები პირი, რომელიც ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. თვითმხილველის განმარტებით, შავი ფერის მანქანა მოძრაობის წესების დარღვევით გზის მეორე მხარეს გადავიდა და ახალგაზრდა ბიჭს გამიზნულად დაეჯახა. „გიჟივით შემოიჭრა წრეზე, ისეთი […]

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ამომრჩევლის უფლებები და საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის ცალკეული ასპექტების შესახებ რეკომენდაცია შეიმუშავა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ამომრჩევლის უფლებები და საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის ცალკეული ასპექტების შესახებ რეკომენდაცია შეიმუშავა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, სამსახურმა მოამზადა ამომრჩევლისთვის განკუთვნილი საინფორმაციო ბიულეტენი, რომელიც ნორმატიული ხასიათის ინფორმაციის გარდა, ასევე შეიცავს სარეკომენდაციო ხასიათის მოსაზრებებს. „საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, 2024 წელს, სახელმწიფოს ისტორიაში პირველად, მორიგი საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული საშუალებებით ჩატარდება. პოლიტიკური […]

სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ – აქტიურ პრობლემად იკვეთება მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლების პერსონალური მონაცემების უკანონოდ შეგროვებისა და გამოყენების ფაქტები – იკვეთება ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შემთხვევები

სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ სპიკერის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურ პრობლემად იკვეთება მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლების პერსონალური მონაცემების, მათ შორის განსაკუთრებული პერსონალური მონაცემების, უკანონოდ შეგროვებისა და გამოყენების ფაქტები. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ლონდა თოლორაიას თქმით, ასევე პრობლემად იკვეთება ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა. „სადამკვირვებლო მისიამ „ჩემი ხმა“ დაასრულა დამკვირვებელთა რეგისტრაცია. რეგისტრაცია […]

კომერციულ ფართებზე მოთხოვნა დაახლოებით 10%-ით შემცირდა

დედაქალაქში კომერციულ ფართებზე მოთხოვნა შემცირდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კლება დაახლოებით 10%-ია. დღეს კომერციული ფართების მფლობელები სივრცის გაქირავებას ცდილობენ, თუმცა კლიენტს ვერ პოულობენ. მოთხოვნის გაჩერების მიზეზად უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის საბჭოს წევრი ნინო გედევანიშვილი წინასაარჩევნო პერიოდს ასახელებს. ,,კომერციულ ფართებზე მოთხოვნა ჯერჯერობით შეჩერებულია. ისეთი აქტიური არ არის, როგორიც იყო ზაფხულის პერიოდში. დღეის მდგომარეობით, ბევრი კომერციული […]

შსს ადასტურებს, რომ წყლის ჭავლში გაზს ურევს, თუმცა ირწმუნება, რომ ეს კანონიერია

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტების მიერ, “ნოდარ მელაძის შაბათში” გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გაზაფხულზე რუსული კანონის მიღების დროს გამოსული ახალგაზრდების წინააღმდეგ წყლის ჭვავში ცრემლსადენ გაზს ურევდნენ. თუმცა შსს ირწმუნება, რომ ეს კანონდარღვევა არ არის. “საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული ტელეკომპანიის მიერ სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია თითქოსდა სამინისტრომ დაარღვია „პოლიციის შესახებ“ კანონი, […]

“თუ ვისმეს ჩემს გადაწყვეტილებაზე რაიმე სტკივა და აწუხებს…” – იტალიური მედია წერს, რომ ეს ფრაზა კონტემ ცვლილებით განაწყენებულ კვარაცხელიაზე გამოიყენა

იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში “ნაპოლიმ” გასვლაზე “ემპოლი” ხვიჩა კვარაცხელიას ზუსტად შესრულებული პენალტით დაამარცხა და მორიგი 3 ქულა ჩაიწერა. “პარტენოპეის” მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ქართველი კვლავ, ამჯერად 76-ე წუთზე შეცვლა და CORRIERE DELLA SERA წერს, რომ ჩვენებური ამის გამო განაწყენებული იყო. “კონტე ხვიჩას მეორე ტაიმის ნახევარი საათის შემდეგ ცვლის და მოედნიდან გასვლის დროს კვარაცხელიას სახეზე კარგი […]

საქსტატი – იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3.7 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16 777.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტით მეტია. აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 4 786.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 4.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 11 991.0 მლნ. აშშ დოლარს – ზრდამ 3.6 პროცენტი […]

ბორჯომში მანქანა მდინარეში გადავარდა

ბორჯომში, არდაგნის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „ბორჯომი“ ავრცელებს. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი მდინარეში გადავარდა. სავარაუდოდ, არიან დაშავებულები. მომხდარის შესახებ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკვევთ.