კობახიძისთვის EU-ის 13 ქვეყნის მინისტრის განცხადებასაც “არავითარი ფასი არ აქვს”

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას საქართველოზე “არავითარი ფასი არ აქვს”. ამ კონტექსტში მან ასევე ისაუბრა მოლდოვაში 20 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებზე და თქვა, რომ მოლდოვამ “ვერავითარი დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა” და “თუ სადმეა საჭირო ასეთი განცხადებები, საჭიროა მოლდოვასთან დაკავშირებით”. “მოლდოვაში ჩატარდა არჩევნები, თქვენ ხედავდით, რა მოხდა მოლდოვაში, […]

პრემიერმა თბილისის მერთან ერთად თავისუფლების მოედნის და თაბორის ქედის დამაკავშირებელი საბაგირო და თაბორზე მშენებარე სასტუმრო „პარაგრაფის“ კომპლექსი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად თავისუფლების მოედნის და თაბორის ქედის დამაკავშირებელი საბაგირო და თაბორზე მშენებარე სასტუმრო „პარაგრაფის“ კომპლექსი დაათვალიერა. მთავრობის მეთაურმა და დედაქალაქის მერმა საბაგიროთი იმგზავრეს და დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ ტურიზმის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორისგან, გიორგი ბაიდარაშვილისგან მიიღეს. „თაბორზე მშენებარე სასტუმრო „პარაგრაფის“ კომპლექსი არის ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც მთლიანად ქალაქის […]

პრემიერი – გახსოვთ, როცა გახარიამ არ გამოიყენა წყალი და გაზი, როგორ დამთავრდა ყველაფერი – რაც შეეხება შსს-ს, რომელსაც ხელმძღვანელობს ვახტანგ გომელაური, მან ყველა სპეცოპერაცია ჩაატარა ისე, რომ ყველას მიეღო მინიმალური ზიანი

გახსოვთ, როცა გახარიამ არ გამოიყენა წყალი და გაზი, მერე როგორ დამთავრდა ეს ყველაფერი. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელსაც ხელმძღვანელობს ვახტანგ გომელაური, მან ყველა სპეცოპერაცია ჩაატარა ისე, რომ ყველას მიეღო მინიმალური ზიანი, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ ქვეყნდება ბრძანებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა საჭირო იყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ […]

მამუკა მდინარაძე – რამდენად სწორია პრემიერ-მინისტრს რომ „სირცხვილიას“ წარმომადგენლები სახეში ლაზერს ანათებდნენ? – ეს არის ორმაგი სტანდარტის გამოვლინება

დიახ, გიდასტურებთ – ის ბავშვები, ახალგაზრდები, რამდენიმე, ჩვენი ახალგაზრდულის წევრია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გუშინ, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე, გარკვეული პირები ლაზერს ანათებდნენ. მდინარაძის თქმით, ის დეტალურად გაერკვია ამბავში, თუ ვინ ვის რა უთხრა, იმიტომ რომ საინტერესოა, „დიახ, გიდასტურებთ ის […]

დავით კირთაძე – მივმართავ საარჩევნო ადმინისტრაციას, ჩვენთვის, ჩართული მხარეებისთვის, უზრუნველყოს ინფორმაციის მოწოდება ცესკოდან პასუხისმგებელი პირების თაობაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ტექნოლოგიების გამართვას

მივმართავ საარჩევნო ადმინისტრაციას, ჩვენთვის, ჩართული მხარეებისთვის, უზრუნველყოს ინფორმაციის მოწოდება ცესკოდან პასუხისმგებელი პირების თაობაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ტექნოლოგიების გამართვას, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ცესკოში, დავით კირთაძემ განაცხადა. დავით კირთაძე ასევე, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ განუმარტავს, რომ ახალი ტექნოლოგიები ხმის მიცემის ფარულობას უზრუნველყოფს და საზოგადოებას მოუწოდებს, არ აჰყვნენ გავრცელებულ ცრუ ნარატივის, რომ არჩევნებზე საზოგადოების ნება ფარული […]

AZAL-მა ბაქოდან ბათუმის მიმართულებით ფრენების პროგრამა გაახანგრძლივა

აზერბაიჯანის ეროვნული ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ი (AZAL) ბაქოდან ბათუმის მიმართულებით ფრენების პროგრამას გაახანგრძლივებს. ავიაკომპანიის ცნობით, ბაქო-ბათუმი-ბაქოს საჰაერო ხაზზე AZAL ოპერირებას 2025 წლის 12 იანვრის ჩათვლით გაახანგრძლივებს. რეისები კი კვირაში ორი სიხშირით ყოველ პარასკევსა და კვირას შესრულდება. როგორც AZAL-ში აცხადებენ, ბათუმის მიმართულებით ფრენების გახანგრძლივება მგზავრებს საშუალებას მისცემს, პოპულარულ ქართულ კურორტზე ზამთრის მგზავრობები კომფორტულად დაგეგმონ. აღსანიშნავია, რომ AZAL-მა […]

პრემიერი – კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ 1 კვირით ადრე დაამთავრა არჩევნები – 100 000 გაყავით 6-ზე, 7-ზე და მიიღებთ იმ რიცხვს, რომელიც რეალობაა – რადიკალური ოპოზიცია აქამდე კამპანიას ჭკვიანურად ატარებდა, ასეთ შეკრებებს არ მართავდა

სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის თანახმად, ზეპარტიული უნდა იყოს. შესაბამისად მისი მონაწილეობა პარტიულ შეკრებაში კონსტიტუციის მორიგი უგულებელყოფაა, რაც მას შესაბამისად ახასიათებს, თუმცა, საბედნიეროდ, მას არანაირი რესურსი არ აქვს რაიმე ცვლილება შეიტანოს არჩევნების შედეგებში, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 20 ოქტომბერს ჩატარებულ აქცია/მსვლელობს, სახელწოდებით „მე ვირჩევ ევროპასა“ და აქციაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით მიმართვას. მისი […]

ირაკლი კობახიძე – თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე – იმისათვის, რომ ეს ჩავარდნა გადაეფარათ, ძველი აქციების კადრებს ავრცელებდნენ, მათ შორის, გაეპარათ ჩვენი აქციის კადრები

თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე. იმისათვის, რომ ეს ჩავარდნა გადაეფარათ, ძველი აქციების კადრებს ავრცელებდნენ, მათ შორის, გაეპარათ ჩვენი აქციის კადრები, – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ ჩატარებული მარში „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“. კობახიძის განმარტებით, „რადიკალურმა ოპოზიციამ გუშინდელი აქციით, არჩევნები მის ჩატარებამდე, ერთი კვირით ადრე წააგო“. „თქვენ ხედავთ, უმძიმეს მდგომარეობაშია ოპოზიცია, კამპანიებს არ ატარებენ, არც სოფლებში […]

პეტრე ცისკარიშვილი – ქართულმა საზოგადოებამ, ისევე როგორც ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, ერთად დავინახეთ, რომ „ოცნებას“ ვადა გაუვიდა – „ქართული ოცნება“ დასრულებულია, როგორც მმართველი ძალა

„ქართულმა საზოგადოებამ, ისევე როგორც ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, ერთად დავინახეთ, რომ „ოცნებას“ ვადა გაუვიდა. „ქართული ოცნება“ დასრულებულია, როგორც მმართველი ძალა,- ამის შესახებ „ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა მარშზე – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ საუბრისას განაცხადა. პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, „ივანიშვილის რეჟიმს მანიპულაციების და გაყალბების საშუალება არ უნდა ჰქონდეს“. „ქართულმა საზოგადოებამ, ისევე როგორც ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, ერთად […]

პეტრე ცისკარიშვილი – შსს-ს განცხადებაში საინტერესოა არა კონკრეტულ მუხლებზე აპელირება, არამედ კონტექსტი, თუ რა ვითარებაში მოხდა წყალში მხუთავი აირის გარევა

შსს-ს განცხადებაში საინტერესოა არა კონკრეტულ მუხლებზე აპელირება, არამედ კონტექსტი, თუ რა ვითარებაში მოხდა წყალში მხუთავი აირის გარევა, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა, გაზაფხულზე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, წყლის ჭავლში გაზის შერევასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებას დავალება ჰქონდა, რომ კრემლის მითითებები შეესრულებინა, რათა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუციები აღმოეფხვრათ. „შსს-ს […]