ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმსა და ინტერნეტ მაღაზიას ახალი ვებგვერდი აქვს

ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ახალი პლატფორმით სარგებლობა უკვე შესაძლებელია. სრულად განახლებული ფუნქციონალით, დიზაინითა და ფორმატით შექმნილი ვებგვერდი განახლებულ ინტერნეტ მაღაზიასაც მოიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათი ცნობით, ინტერნეტ მაღაზიის ახალი ვერსია თანამედროვე ციფრულ მოთხოვნებს პასუხობს და მომხმარებელზე მაქსიმალურად არის მორგებული – აქვს მარტივი ნავიგაცია, გაუმჯობესებული საძიებო სისტემა და რაც მთავარია, საიტის დიზაინი თავსებადია […]

მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თიბისისა და EBRD-ს შორის 25 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა

თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად – განსაკუთრებული ფოკუსით მწვანე ინვესტიციების დაფინანსებაზე. EBRD-თან აღნიშნული თანამშრომლობა პირდაპირ თანხვედრაშია თიბისის, როგორც წამყვანი საბანკო ჯგუფის, სტრატეგიულ პრიორიტეტებთან, მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესების მდგრად განვითარებას და ხელი […]

IWSC-ის ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია

IWSC-ის ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მესამე კონკურს ჩაატარებს. IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, 2024 წლის 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე თბილისში გაიმართება. ტრადიციისამებრ, IWSC-ი საქართველოში საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავურ გუნდით წარდგება, რომელთა გამოცდილებითა და ცოდნით, კონკურსი […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს, ასევე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ და მწვანე და აგრო სტიპენდიების პროგრამის შესახებ, ასევე, ანაზღაურებად სტაჟირებაზე ესაუბრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრა, რომლის ორგანიზატორი სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილებაა, ასოცირებულმა პროფესორმა ნატო […]

პიტერ სტანო – მოლდოვაში რეფერენდუმი რუსეთისა და მისი მარიონეტების უპრეცედენტო ჩარევისა და დაშინების ქვეშ ჩატარდა

მოლდოვას რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რუსეთისა და მისი მარიონეტების უპრეცედენტო ჩარევის ფონზე ჩატარდა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა. „ეს კენჭისყრა ჩატარდა რუსეთისა და მისი მარიონეტების უპრეცედენტო ჩარევისა და დაშინების ქვეშ, რომლის მიზანი იყო მოლდოვას რესპუბლიკაში დემოკრატიული პროცესების დესტაბილიზაცია. ეს არის რუსეთისა და მისი მარიონეტების მუდმივი ძალისხმევა – არა მხოლოდ […]

საქართველოს ბიზნესასოციაცია წევრ კომპანია „საქკაბელს“ მათ მიერ წარმოებული სოლარ კაბელისთვის TÜV NORD-ის ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატის მინიჭებას ულოცავს

საქართველოს ბიზნესასოციაცია წევრ კომპანია „საქკაბელს“ მათ მიერ წარმოებული სოლარ კაბელისთვის TÜV NORD-ის ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატის მინიჭებას ულოცავს. როგორც ბიზნესასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „საქკაბელის“ მიერ წარმოებულ სოლარ კაბელს „ტუვ ნორდის“ უსაფრთხოებისა და ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი მიენიჭა. მათივე თქმით, საქართველოში საერთაშორისო სტანდარტებით წარმოებული სოლარ კაბელი „საქკაბელმა“ მომხმარებელს რამდენიმე თვის წინ წარუდგინა. 7 თვიანი ინტენსიური ტესტირების […]

საია – უცნობია, რაზე დაყრდნობით აცხადებს შსს, რომ აქტიური სპეციალური საშუალებების ერთდროულად გამოყენების ამკრძალავი ნორმა არ არსებობს – თუ ასეა, ნიშნავს, რომ შსს-მ აქციების დაშლის ოპერაციების ინსტრუქცია გააუარესა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მონაწილეთა მიმართ მათი ქმედებები იყო კანონიერი და პროპორციული, რაც საიას შეფასებით, სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, უცნობია, რაზე დაყრდნობით აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ აქტიური სპეციალური საშუალებების ერთდროულად გამოყენების ამკრძალავი ნორმა არ არსებობს და „თუ ასეა, ეს ნიშნავს […]

ლევან ზალკალიანი იმერეთში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ტყიბული-სოჩხეთის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 9 კილომეტრიანი მონაკვეთის ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის შესაბამისად, გზის სავალ ნაწილზე ორი ფენა ასფალტო-ბეტონის საფარი და სანიაღვრე არხები მოეწყო. „სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით განხორციელდა და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარს აჭარბებს. […]

დავით ნარმანია ენერგეტიკულ სისტემათა ინჟინერიის პირველ საერთაშორისო კონგრესზე მოხსენებით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ ენერგეტიკულ სისტემათა ინჟინერიის პირველ საერთაშორისო კონგრესში. კონგრესში მონაწილეობდნენ ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების, საქართველოს, ჩეხეთის, თურქეთის უნივერსიტეტების სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და ენერგეტიკის სექტორის ექსპერტები. სემეკის თავმჯდომარემ, კონგრესზე წარდგენილ მოხსენებაში ისაუბრა საქართველოში ენერგეტიკული რეფორმების მენეჯმენტის შესახებ. დავით […]

რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ ქართველ ქალ მოხალისეს 13-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისე, რუსუდან ივანეიშვილს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა 13-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები სასამართლომ საკმარისად ცნო საქართველოს მოქალაქისთვის დაუსწრებლად განაჩენის გამოსატანად. როგორც რუსული მედია წერს, 1995 წელს დაბადებული რუსუდან ივანეიშვილი იმერეთიდან, ტყიბულის მუნიციპალიტეტიდანაა. ის საქართველოს თავდაცვის ძალებში ირიცხებოდა და 2016 წელს ავღანეთში NATO-ს ოპერაცია “გადამწყვეტ მხარდაჭერაში” მონაწილეობდა. ქართველი […]