როდესაც ხაზარაძე-ჯაფარიძე პოლიტიკაში მოვიდნენ გამიხარდა, მაგრამ ყველაზე უარესები გამოდგნენ… ჭაობი დატოვა ანაკლიის სახით – ივანიშვილი

როდესაც ხაზარაძე-ჯაფარიძე პოლიტიკაში მოვიდნენ გამიხარდა, მაგრამ ყველაზე უარესები გამოდგნენ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, “იმედის” ეთერში განაცხადა. ივანიშვილის თქმით, მამუკა ხაზარაძე მის გაკრიტიკებას 100 საწარმოს გამო ბედავს, როცა მან “ანაკლიის სახით ჭაობი დატოვა”. „როდესაც ხაზარაძე და ჯაფარიძე პოლიტიკაში შემოვიდნენ, გამიხარდა, რომ ფინანსისტები არიან რაღაცას ანგარიშს გაუწევენ თქო, მაგრამ ყველაზე უარესები გამოდგნენ. […]

პეპელუს გაძევება და სამი გოლი მამარდაშვილის კარში – “ვალენსია” სახლში აუტსაიდერთან დამარცხდა

ლა ლიგის მეათე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ლას-პალმასთან“ 2:3 დამარცხდა. „ვალენსიას“ გულშემატკივრები იმედოვნებდნენ, რომ რთული მატჩები უკან მოიტოვეს და ქულების მოპოვებას დაიწყებდნენ, მაგრამ აუტსაიდერთან მარცხი განიცადეს. მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო, კამპანიამ საჯარიმოში ბარენეჩეა წააქცია და პეპელუმ პენალტით თავისი გუნდი დააწინაურა. სტუმრებმა იერიშებით უპასუხეს, მამარდაშვილმა ფაბიუ სილვას არ გაატანინა. პირველი ტაიმის დასასრულს გიორგიმ იანუზაის დარტყმული ბურთი […]

BRICS-ის სამიტის ბოლო დღეს პუტინი გაეროს ხელმძღვანელს შეხვდება

ყაზანში დაგეგმილი BRICS-ის სამიტის პარალელურად რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გეგმავს შეხვედრას გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიუ გუტერეშთან – იუწყება რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი 21 ოქტომბერს. სამიტი 22-24 ოქტომბერსაა დაგეგმილი და მასში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის, ბრაზილიის, ინდოეთის, ჩინეთის, სამხრეთ აფრიკის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ლიდერები. რუსეთი ამ სამიტს განიხილავს შესაძლებლობად აჩვენოს, რომ დასავლეთის მცდელობამ, რუსეთი იზოლაციაში […]

ივანიშვილი: კოლექტიური ნაციონალური მოძრაობიდან უფრო სახიფათოა ლელო და გახარია

ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი TV იმედთან ინტერვიუში ოპოზიციას კვლავ “კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობად” მოიხსენიებს, თუმცა ამბობს, რომ მათგან ყველაზე “სახიფათო ლელო და გახარიაა”. ივანიშვილი ომთან დაკავშირებით დასავლელ პარტნიორებზე კვლავ ოცნების ნარატივს იმეორებს და ირწმუნება, რომ გახარიას გუნდს და ლელოს “კარგად აქვს გაცნობიერებული, რას ითხოვენ მათგან”. “კიდევ შევახსენებ საზოგადოებას, როგორი განცხადებები კეთდება დღეს დასავლეთიდან. ოღონდ, არცერთ შემთხვევაში NATO-ს […]

ბიძინა ივანიშვილი – ირაკლი ღარიბაშვილთან ერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი ასეთი ტიპის საუბარს აწარმოებდა: 3 მილიონი ხართ და 3-4 დღეში ყველას ვერ ამოგხოცავენ, შეგიძლიათ პარტიზანული მოძრაობით ტყეში გახვიდეთ, ჩვენ დაგეხმარებით და იქიდან იომეთო

გარწმუნებთ, რომ თუნდაც ის, რომ ევროპარლამენტმა გაბედა და რეზოლუციაში ჩაწერა, რომ რუსეთის სანქციებს უნდა შევუერთდეთ, ოპოზიციის ნაწილი ბედავდა ამის თქმას, ნაწილი ვერ ბედავდა, კაბინეტებში ამაზე იყო ძალიან დიდი ზეწოლა, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში. ივანიშვილის თქმით, “ქართული ოცნების” ამჟამინდელმა თავმჯდომარემ და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოუყვა, რომ ერთ-ერთი […]

მამუკა მდინარაძე – ახლა სტარტს ჩვენი გმირი ფეხბურთელების ბულინგის კამპანიას აღებინებენ, მხოლოდ იმის გამო, რომ „ქართული ოცნების” კლიპში მიიღეს მონაწილეობა – სადაც უნდათ, იქ მიიღებენ მონაწილეობას და არავის კითხავენ

ახლა სტარტს ჩვენი გმირი ფეხბურთელების ბულინგის კამპანიას აღებინებენ. აქაც მხოლოდ იმის გამო, რომ „ქართული ოცნების” კლიპში მიიღეს მონაწილეობა – სადაც უნდათ, იქ მიიღებენ მონაწილეობას და არავის კითხავენ , – ამის შესახებ “ქართული ოცნები” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც გამოეხმაურა, რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის პარტიის საარჩევნო კლიპში მონაწილეობას. მისი თქმით, უნდა დამთავრდეს ქვეყანაში “გოიმების […]

უნდა აიკრძალოს ის, ვინც ხალხისა და ქვეყნის მტერია, ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ავკრძალოთ და მოვიშოროთ

უნდა აიკრძალოს ის ვინც, ხალხის მტერია და ქვეყნის მტერია, ამისი მაგალითები უამრავია მსოფლიოში, ოპოზიციური პარტიები, მხოლოდ დღეს 13 თუ 18-ია დაფიქსირებული. ამ ძალას აქვს რესურსი – „ქართული ოცნება“ არის გასაგები, გამჭვირვალე, პატრიოტული ძალა, თუ რაიმე პოზიტიურია და ვინმეს სურვილი აქვს მყისიერად ხდება „ქართული ოცნების“ წევრი, ვისაც ქვეყანა უყვარს და პატრიოტია, ამის მსგავსი ძალა მეორე გარეთ […]

ბიძინა ივანიშვილი – ადამიანმა არ უნდა იცოდეს, ვინ არის, ეს არის დამონების უახლესი იარაღი – 5 წუთის წინ კაცი ხარ და შეგიძლია თქვა: არა, მე უკვე ქალი ვარ, შენ უკვე არ იცი ვინ ხარ და სამართავად იოლი ხარ

ადამიანმა არ უნდა იცოდეს, ვინ არის, ეს არის დამონების უახლესი იარაღი – 5 წუთის წინ კაცი ხარ და შეგიძლია თქვა: არა, მე უკვე ქალი ვარ, შენ უკვე არ იცი ვინ ხარ და სამართავად იოლი ხარ , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ,,იმედის’’ ეთერში განაცხადა, როდესაც ისაუბრა ე.წ. ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებულ კითხვაზე. […]

ბიძინა ივანიშვილი – მიმაჩნია, რომ დღევანდელი დღე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე 2012, როცა 29 სექტემბერს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი იყო, ამან მოიგო სიტუაცია – რა მშვიდობით წამსვლელები, სად წამსვლელები იყვნენ?

მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ 2012 წელს ძალიან აქტიური ვიყავი, ამაზე აქტიური, რაც დღეს; უფრო ახალგაზრდა ვიყავი შეიძლება და გუნდი არ მყავდა, ეს არის მიზეზი და არა ის, რომ დღეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე 2012. მე მიმაჩნია, რომ დღევანდელი დღე უფრო მნიშვნელოვანია, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, […]

სექტემბერში LPG-ის იმპორტი 77,3%-ით გაიზარდა – რა ტენდენციებია თხევადი გაზის ბაზარზე?

თხევადი გაზის ბაზარზე ვითარება დასტაბილურდა. ზაფხულის კრიზისული პერიოდის შემდეგ, რაც მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში, რუსეთში ომიდან გამომდინარე ქარხნების შეფერხებით მუშაობამ განაპირობა, საქართველოში LPG-ის მოწოდება აღდგა. წინა თვეებში იმპორტის შეფერხების შემდეგ, სექტემბერში საქართველოში თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტი 77,3%-ით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში იმპორტის 97,6% სწორედ რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა. “თხევადი გაზის ასოციაციის” ხელმძღვანელი სექტემბერში იმპორტის ასეთ რადიკალურ ზრდას სწორედ […]