შალვა პაპუაშვილი – „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უმუშევრობა განახევრდა და 26,7%-დან 13,7%-მდე შემცირდა – ოთხ წელიწადში კი უმუშევრობის დონე დამოუკიდებლობის პერიოდში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დავა და 4% იქნება

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უმუშევრობა განახევრდა და 26,7%-დან 13,7%-მდე შემცირდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი ამტკიცებს, ოთხ წელიწადში უმუშევრობის დონე დამოუკიდებლობის პერიოდში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დავა და 4% იქნება, რაც უფრო დაბალია, ვიდრე დღეს ევროკავშირში უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელია (6%). „ამით უმუშევრობა ჩვენთან უფრო დაბალი იქნება, ვიდრე დღეს ევროკავშირის […]

ნინო ლაცაბიძე – ჰამლეტ გონაშვილის სკვერი ქალაქს დაუბრუნდა ისეთი, როგორიც კიდევ უფრო მეტად ხაზს გაუსვამს ჩვენი ქართული ტრადიციების სიყვარულს

რუსთავში, ჰამლეტ გონაშვილის სახელობის ახლად რეაბილიტირებულ სკვერში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ ვარსკვლავი გაიხსნა. რუსთავის მერიის ცნობით, ანსამბლი „რუსთავი“ 1968 წელს, 55 წლის წინ სწორედ რუსთავში დაარსდა. ინფორმაციის თანახმად, ჰამლეტ გონაშვილის სახელობის განახლებული რეკრეაციული სივრცე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ანსამბლ „რუსთავის“ წევრებთან, სტუმრებთან და მოსახლეობასთან ერთად გახსნა. „ბედნიერები ვართ, რომ ჩვენმა […]

ასეთი ეკონომიკური აღზევებით ქვეყანა არ არის, რომ დაასახელო. პირველ ადგილზე ვართ მთელ მსოფლიოში, საოცრება ხდება საქართველოში – ბიძინა ივანიშვილი

ასეთი ეკონომიკური აღზევებით ქვეყანა არ არის, რომ დაასახელო. პირველ ადგილზე ვართ მთელ მსოფლიოში, საოცრება ხდება საქართველოში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა. „როდესაც ხაზარაძე და ჯაფარიძე შემოვიდნენ პოლიტიკაში, გამიხარდა, რომ ფინანსისტები არიან და რაღაცას გაუწევენ ანგარიშს. ყველაზე უარესები გამოდგნენ. გამოდის ხაზარაძე და ამბობს: სად არის ასი […]

„სტანდარტული მანდარინის ფერმერიდან შესასყიდი ფასი დაახლოებით 1.10 ლარი იქნება“- როგორია ნარინჯისფერი რთველის პროგნოზები

საქართველოში ნარინჯისფერი რთვლის სეზონი ახლოვდება. ექსპორტიორები წელს კარგ მოსავალს ელიან – გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით 30%-იან ზრდას, რის მიზეზადაც შესაბამის ამინდს ასახელებენ. თუმცა, პოზიტიური მოლოდინი მეტწილად იმითაცაა განპირობებული, რომ ჯერჯერობით ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის დათვლა შეუძლებელია. „თუ ამინდებმა ხელი შეგვიწყო, ამ ეტაპისთვის ცუდი ნაყოფი არ ჩანს. რაოდენობას რაც შეეხება, გასულ წლებთან შედარებით 20-30%-ით მეტ მოსავალს […]

ალექსანდრე თვალჭრელიძე – ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება – გადამწყვეტიც

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა. – ბატონო ალექსანდრე, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღეღაა დარჩენილი. ოპოზიციური სპექტრის უმეტესი ნაწილი ამტკიცებს, რომ მოახლოებულ არჩევნებზე გასაკეთებელია არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს, დასავლეთსა და რუსეთს შორის. პრაქტიკულად იმავეს გვეუბნებიან ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები. მმართველი […]

ჯო უილსონი – 26 ოქტომბერს ქართველი თავისუფლებისმოყვარე ხალხის ნება გაიმარჯვებს

26 ოქტომბერს ქართველი თავისუფლებისმოყვარე ხალხის ნება გაიმარჯვებს, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს. „მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო დამნაშავე პუტინი ქვეყნის ნაწილის უკანონო ოკუპაციას ახდენს, მოლდოვის მომავლის მოსაპარად სისხლიან ფულსა და ბანდიტებს გზავნის, მამაცმა მოლდოველებმა სუვერენიტეტი და კეთილდღეობა აირჩიეს. 26 ოქტომბერს ქართველი თავისუფლებისმოყვარე ხალხის ნება გაიმარჯვებს“, – წერს […]

გაერთიანებული სამეფო უკრაინას საჭირო იარაღის შესაძენად 2,26 მილიარდს გამოუყოფს

გაერთიანებული სამეფო უკრაინისთვის სესხის სახით 2,26 მილიარდი გირვანქა სტერლინგის (2,94 მილიარდი აშშ დოლარი) გამოყოფას გეგმავს, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით დაიფარება. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს. მათი განმარტებით, ეს თანხა არის ბრიტანეთის წილი უკრაინისთვის 50 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების პაკეტიდან, რომელზედაც „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ. უკრაინას ექნება შესაძლებლობა, აღნიშნული 2,26 მილიარდი საჰაერო […]

შეგვეხვეწებიან, ისე შევალთ ევროპაში – ბიძინა ივანიშვილი

მე უკრაინის დიდი მეგობარი ვარ, ძალიან განვიცდი, რაც იქ ხდება. ასეთი ევროპაში შესვლა მე დიდად არ მომინდებოდა, არც ის, რაც მოლდოვაში ხდება, ეგეთი შესვლა ჩემთვის საინტერესო არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. ივანიშვილის თქმით, საქართველო ევროკავშირში უნდა შევიდეს წელგამართული. „ევროპა, პირველ რიგში, არის ფასეულობები, მთავარია, საქართველომ […]

IRI საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისთვის მოკლევადიან სადამკვირვებლო მისიას აგზავნის

„საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ (IRI) გამოაცხადა, რომ საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ორგანიზაციის მოკლევადიანი დამკვირვებლები ქვეყანაში ჩამოვიდნენ, რაც IRI-ის მიმდინარე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ნაწილია. ინფორმაციას IRI ავრცელებს. „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ცნობით, მისიას ხელმძღვანელობენ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი, ჯონ შიმკუსი, შვედეთის პარლამენტის წევრი, მარგარეტა სედერფელდი და IRI-ის პრეზიდენტი დენ თვაინინგი. „28 მოკლევადიანი დამკვირვებელი შეუერთდება ქვეყანაში ივლისიდან […]

ქუთაისში 200-მდე დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე, 200-მდე დევნილ ოჯახს, ახალაშენებულ კორპუსებში, გარემონტებული ბინები გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი ხუთ 16-სართულიან კორპუსში, 800 ბინას აერთიანებს. „დევნილ ოჯახებს ახალმოსახლეობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მიულოცეს. მათ ახალაშენებული […]