გივი მიქანაძე „ოცნების“ საარჩევნო კლიპში მონაწილეებზე – იმ ადამიანებს, ვინც ბულინგის ადრესატია, არაფერი აკლდებათ, ისინი ღირსეული ადამიანები არიან, მათ აქვთ თავისი სიტყვის, აზრის, პოზიციის გამოხატვის თავისუფალი შესაძლებლობა

იმ ადამიანებს, ვინც ბულინგის ადრესატია, არაფერი აკლდებათ, ისინი ღირსეული ადამიანები არიან, მათ აქვთ თავისი სიტყვის, აზრის, პოზიციის გამოხატვის თავისუფალი შესაძლებლობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპის მიმართ საზოგადოების ნაწილის კრიტიკას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ბულინგის განმახორციელებლები არიან ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ არიან „რადიკალური ფრთის წარმომადგენლები ან მათთან დაკავშირებული […]
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უმუშევრობა განახევრდა. ოთხ წელიწადში კი უმუშევრობის დონე 4% იქნება – შალვა პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უმუშევრობა განახევრდა და 26,7%-დან 13,7%-მდე შემცირდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი ამბობს, ოთხ წელიწადში უმუშევრობის დონე დამოუკიდებლობის პერიოდში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დავა და 4% იქნება, რაც უფრო დაბალია, ვიდრე დღეს ევროკავშირში უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელია (6%). „ამით უმუშევრობა ჩვენთან უფრო დაბალი იქნება, ვიდრე დღეს ევროკავშირის […]
“საქართველოში ყოფნა საფრთხის შემცველია” – ლიზა იასკომ უკრაინელებს მიმართა: რას ამბობს რადას დეპუტატი

ცოტა ხნის წინ, საქართველოს შესახებ განცხადება გააკეთა, უკრაინის “ხალხის პარტიის” წევრმა, რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ და აღნიშნა, რომ ამჟამად უკრაინელებისთვის საქართველოში ყოფნა საფრთხის შემცველია. ამის მიზეზად მან შესაძლო პროვოკაციები დაასახელა. განცხადებას იასკომ 21 ოქტომბერს, “Ранок.LIVE”-ის ეთერში გააკეთა. იასკომ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებული პროვოკაციები მუდმივად ხდება. მისი თქმით, იქ ყოფნა საფრთხის შემცველია, მათ შორის, […]
წლის ბოლომდე, ბაზარზე ინოვაციური პლატფორმა Bookinghub გამოჩნდება

წლის ბოლომდე, ბაზარზე ინოვაციური პლატფორმა Bookinghub უნდა გამოჩნდეს, – ამის შესახებ სტარტაპის დამფუძნებელმა, ლევან მესხიშვილმა BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა. Bookinghub არის დაჯავშნის პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ასობით ბიზნესსა და 800,000-ზე მეტ მომხმარებელს, დაჯავშნოს ონლაინ, ჩაეწერონ სასურველ პროცედურაზე ერთი ფანჯრის პრინციპით. მისივე ცნობით, პლატფორმა მიზნად ისახავს რესტორნების დატვირთულობის ოპტიმიზაციას და მოგების მაქსიმალიზაციას ციფრული მენიუების საშუალებით, სადაც ფასები […]
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცავებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი თურქეთის რესპუბლიკიდან გადმოკვეთეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ჭარალის“ დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 2004 წელს დაბადებული ე.გ. და […]
გივი მიქანაძე – ცესკო-ში დარეგისტრირებული 102 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 53 „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო საქმიანობას ეწევა, მათგან 37 პირდაპირ აფილირებულია პარტიებთან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ცესკო-ში დარეგისტრირებული 102 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 53 „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო საქმიანობას ეწევა. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, მიქანაძის განმარტებით, დარეგისტრირებული ორგანიზაციებიდან, 37 ორგანიზაცია „პირდაპირ აფილირებულია პოლიტიკურ პარტიებთან“. ასევე, მიქანაძემ მოუწოდა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, რომ ეს ინფორმაცია „სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე თავის ანგარიშებში ასახოს და მათგან მიღებული სუბიექტური […]
გივი მიქანაძე – ბიძინა ივანიშვილის გუშინდელმა ინტერვიუმ ბევრ კითხვას გასცა პასუხი – კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს, რაც გახარიას უშუალო კავშირებს და მის მოღალატეობრივ ქმედებას ადასტურებს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის გუშინდელმა ინტერვიუმ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან კითხვას გასცა პასუხი. კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს, რაც გახარიას უშუალო კავშირებს და მის მოღალატეობრივ ქმედებას ადასტურებს, როცა ის პრემიერ-მინისტრობიდან გადადგა, თუ რა მიზნებს ემსახურებოდა ეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, ოპოზიცია 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, დესტაბილიზაციისა და არეულობისთვის ემზადება. „რაც […]
გვყავს ორი დელეგატი, რომელთაც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ტანჯვა-წამება საკუთარ თავზე გამოცადეს – ასეთმა ადამიანებმა ის ცხრა წელი როგორ უნდა დაივიწყონ?
„მე რა უნდა ვისაუბრო წინა ხელისუფლების დროს არსებულ სასტიკ რეჟიმზე, როცა გვყავს დელეგატი ცოტნე ანანიძე, რომელმაც საკუთარ თავზე გადაიტანა იმდროინდელი ციხის უბედურება, მხოლოდ იმიტომ, რომ მართალ სიტყვას ამბობდა“, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ორი დელეგატი, რომელთაც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ტანჯვა-წამება საკუთარ თავზე გამოცადეს და შეუძლებელია ასეთმა […]
IRI-ის მოკლევადიანი დამკვირვებლების ჯგუფი საქართველოში ჩამოვიდა

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ იუწყება, რომ ორგანიზაციის მოკლევადიანი დამკვირვებლების ჯგუფი საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდება. მისიას ხელმძღვანელობენ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი ჯონ შიმკუსი, შვედეთის პარლამენტის წევრი მარგარეტა სედერფელდი და IRI-ის პრეზიდენტი დენ თვაინინგი. „მოკლევადიანი დამკვირვებლები დააკვირდებიან არჩევნების დღეს, მათ შორის საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათი მუშაობა გააძლიერებს […]
აზიაში, მიმდინარე კვირაში, IPO – ების მოცულობა ბოლო 2,5 წელიწადში ყველაზე დიდი იქნება – მედია

აზია-წყნარი ოკეანის საფონდო ბირჟები ემზადებიან ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში ყველაზე დატვირთული ლისტინგის კვირისთვის, რადგან კომპანიები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ფულადი სახსრების მიზიდვას ჩქარობენ – იტყობინება Bloomberg. დაახლოებით 20 აზიური კომპანია დაასრულებს IPO-ს ამ კვირაში. ამ ტრანზაქციების მთლიანმა მოცულობამ შეიძლება მიაღწიოს $8,3 მილიარდს, რაც იქნება ყველაზე დიდი მაჩვენებელი კვირის განმავლობაში 2022 წლის აპრილის შემდეგ. IPO-ს გამართვას გეგმავენ […]