ლევან დავითაშვილი – ანაკლიის ნავსადგურის პროექტის განხორციელებას წინ არაფერი უდგას, ჩვენ დაპირებებს ვასრულებთ – მაქსიმუმ 2029 წლისთვის შევძლებთ პირველი გემების მიღებას

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებაში პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი გრძელვადიანი ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია – ეს არ არის მხოლოდ სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის, არამედ მთლიანად ქვეყნის სივრცითი განვითარების მნიშვნელოვანი […]

წყნეთში ნოდარ მათიაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა

წყნეთში აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ნოდარ მათიაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა. დედაქალაქის საკრებულოს ინფორმაციით, ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაატა პატიაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარე კობა კობალაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, […]

გიორგი გახარია – ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ თავისი ფულის, მილიარდების დასაცავად ვაჭრობდა ქვეყნის ინტერესებით

ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ თავისი ფულის, მილიარდების დასაცავად ის ვაჭრობდა ქვეყნის ინტერესებით, – ასე შეაფასა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ქართულ ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია, ასევე, მოახერხა და გადაიკიდა აშშ, ევროკავშირი. „ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ თავისი ფულის, მილიარდების დასაცავად ის ვაჭრობდა ქვეყნის ინტერესებით. ამას […]

თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია

თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და საქართველოს მასშტაბით არაერთი შეჯიბრის მონაწილეები, მათ შორის ურეკის საერთაშორისო ტურნირის, გორის საერთაშორისო ტურნირის, იმერეთის ჩემპიონატისა და სხვების. თორელების ახალი თაობა, ბორჯომის საფეხბურთო ისტორიას აგრძელებენ. განახლებული ფორმებით, აღჭურვილობითა და სავარჯიშო ინვენტარით მათ მეტი განვითარების საშუალება მიეცემათ რათა […]

გაერო-ს წარმომადგენელი – ღაზაში ყველგან სიკვდილის სუნია, ცხედრები ნანგრევების ქვეშ რჩებიან ან გზებზე ასვენია

გაერო-ს პალესტინელთა დახმარების სააგენტოს გენერალური კომისრის, ფილიპ ლაზარინის განცხადებით, ისრაელის მიერ ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილის სამი კვირის განმავლობაში უწყვეტი დაბომბვის შედეგად ყველგან სიკვდილის სუნია. ლაზარინის ინფორმაციით, მისი თანამშრომლები იუწყებიან ღაზაში წყლის, საკვების და სამედიცინო დახმარების დეფიციტის შესახებ. „ყველგან სიკვდილის სუნია, რადგან ცხედრები ნანგრევების ქვეშ რჩებიან ან გზებზე ასვენია. ჩრდილოეთ ღაზაში ხალხი მხოლოდ სიკვდილს ელოდება. ისინი […]

დაბა წაღვერის პარკის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერის პარკის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტი ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა, ოთარ არბოლიშვილმა აღნიშნა, ტერიტორიაზე მოეწყობა სარწყავი სისტემები, განათების ქსელი. „დაბა წაღვერში პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ასევე დაბაში ჩამოსული ტურისტებისთვის. აქაურობა ცუდ მდგომარეობაში იყო, […]

პრემიერი – რუსეთის ფედერაციას ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს და ამაში ლომის წილი დადო მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც 2008 წლის ომი დაიწყო, ამას უნდა ჩახედოთ თქვენ თვალებში

რუსეთის ფედერაციას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს და ამაში ლომის წილი დადო თქვენი პარტიის ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც 2008 წლის ომი დაიწყო, ამას უნდა ჩახედოთ თქვენ თვალებში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ანა ნაცვლიშვილი და ანა დოლიძე უჩიოდნენ საქართველოს სახელმწიფოს ამ თემასთან დაკავშირებით. „სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი, ამ რეალობას […]

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი – რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტში ჩვენ მშვიდობისა და სტაბილურობის სწრაფად აღდგენას სრულად მხარს ვუჭერთ

რაც შეეხება რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტს, ჩვენ მშვიდობისა და სტაბილურობის სწრაფად აღდგენას სრულად მხარს ვუჭერთ, – ამის შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ ვლადიმერ პუტინს BRICS-ის სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა. „რაც შეეხება რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტს: ჩვენ რეგულარული კონტაქტი გვაქვს. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ გვჯერა, რომ პრობლემები მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს […]

რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-გაშენების მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება

ქალაქ რუსთავის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტის, რუსთავის ჭალის ეკოსისტემის აღდგენა დავიწყეთ. პროექტი გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შედეგად აკუმულირებული თანხებიდან დაფინანსდება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არის პირველი პრეცედენტი მას შემდეგ, რაც ამოქმედდა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ახალი კანონი, რომელმაც მოგვცა […]

შალვა პაპუაშვილი – ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის და დიპლომატის რომ დაგვეჯერებინა, არ იქნებოდა ბიუჯეტის ზრდა, არ ვიქნებოდით ევროპაში პირველი ქვეყანა ეკონომიკური განვითარებით, არ გვექნებოდა განახევრებული უმუშევრობა და სამჯერ გაზრდილი ხელფასი

ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის და დიპლომატის რომ დაგვეჯერებინა, არ იქნებოდა ბიუჯეტის ზრდა, არ ვიქნებოდით ევროპაში ნომერ პირველი ქვეყანა ეკონომიკური განვითარების ტემპით, არ გვექნებოდა განახევრებული უმუშევრობა და სამჯერ გაზრდილი საშუალო ხელფასი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, სამაგიეროდ გვეყოლებოდა კმაყოფილი ოპოზიცია და ვიქნებოდით ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, რომლიდან გამოსვლასაც წლები […]