ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით – თიბისი დაზღვევა

ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით – თიბისი დაზღვევა (R)
ბიძინა ივანიშვილის სათბურის კორპორაციას შემოსავალი შეუმცირდა

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთმა მსხვილმა კომპანიამ “საქართველოს სათბურის კორპორაციამ” 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიის შემოსავალი საქონლის რეალიზაციიდან 1.8 მილიონი ლარით, 14.2 მილიონ ლარამდე შემცირდა. თუმცა, სხვა შემოსავლების 2.3 მილიონ ლარამდე ზრდის გათვალისწინებით გაუმჯობესდა კომპანიის წმინდა მოგება და მან 1.2 მილიონი ლარი შეადგინა. ანგარიშის მიხედვით კომპანიამ გასულ წელს 7.9 მილიონი ლარის ღირებულების […]
რა სამუშაოები მიმდინარეობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მოწყობისთვის? – ზურაბ სიჭინავა

შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა, ზურაბ სიჭინავამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებაზე ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ წარადგინა. მისი თქმით, ბელგიურმა კომპანიამ „იან დე ნული“, რომელმაც ანაკლიის ღრმა წყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება – მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, ანაკლიაში მუშაობა 16 სექტემბრიდან დაიწყო. ზურაბ სიჭინავას ინფორმაციით, უკვე გაწეულმა ინტენსიურმა სამუშაოებმა მნიშვნელოვანი […]
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია – პრემიერი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, დააკავშირებს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება – მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ […]
ანაკლიის პორტი დაახლოებით 8 მლნ ტონა ტვირთის გატარებას შეძლებს – მინისტრი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებაში პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა. „ანაკლიიის ღმაწყლოვანი პორტი ჩვენი გრძელვადიანი ხედის მნიშვნელოვანი ნაწილია – ეს არ არის მხოლოდ სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის, არამედ მთლიანად ქვეყნის სივრცითი განვითარების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი ცენტრი მთლიანად ქვეყნისთვის და […]
ემანუელ მაკრონი ვიქტორ ორბანს შეხვდება

ემანუელ მაკრონი ვიქტორ ორბანს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ელისეის სასახლე ავრცელებს. საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს ელისეის სასახლეში დღეს საღამოს უმასპინძლებს. შეხვედრაზე მხარეები ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტისა და ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის შესახებ ისაუბრებენ, რომელიც 7-8 ნოემბერს ბუდაპეშტში გაიმართება. „ეს ვიზიტი, რომელიც ევროკავშირის საბჭოს როტაციული თავმჯდომარეობის ფარგლებში იმართება, რომელსაც ამჟამად უნგრეთი ხელმძღვანელობს, […]
“მაქსიმუმ 2029 წლისთვის შევძლებთ პირველი გემების მიღებას” – დავითაშვილი ანაკლიის პორტზე

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სექტემბრის თვეში კომპანიამ, კომპანია Jan de Nul V.M, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობას, კერძოდ ნავსადგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის დაღრმავებას და ,,ტალღმტეხელის“ მოწყობის სამუშაოებს ასრულებს, დაიწყო გეოლოგიური შესწავლის სამუშაოები. მისივე თქმით, პარალელურად მიმდინარეობს დეტალური პროექტირება და მალე დაღრმავებითი სამუშაოების, მნიშვნელოვანი საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო ეტაპი დაიწყება. “ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი გრძელვადიანი […]
“შახტარის” ფეხბურთელის ტრანსფერით “სიტი” ინტერესდება

დონეცკის “შახტარის” გენერალურმა დირექტორმა სერგეი პალკინმა Spox-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გუნდის 22 წლის შემტევის გეორგი სუდაკოვის შეძენით მანჩესტერ “სიტია” დაინტერესებული. “რამდენიმე საინტერესო მოთამაშე გვყავს, მაგალითად, ბრაზილიელები კევინი და მარლონი. ამ დროისთვის ყველაზე ცნობილი გეორგი სუდაკოვია, მისით “მანჩესტერ სიტია” დაინტერესებულია, სხვა ინგლისური კლუბები კი ასევე ინტერესით აკვირდებიან. ექვსი თვის წინ “ნაპოლისთან” ტრანსფერზე მოლაპარაკება გვქონდა, მაგრამ ეს […]
ასპარეზობაში პირველ დღეს საქართველოს ნაკრების 5️ წევრი ჩაერთო და ხუთივე მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს

ტირანაში მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელები კიდევ ხუთ წონით კატეგორიაში – 55;63;77;87 და 130 კილოგრამებში გამოავლენენ ფინალისტებს. საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყო. ნახევარფინალები – 18:45 საათიდან დაიწყება. საქართველოს ნაკრების წევრთაგან დღეს ასპარეზობაში ჩაერთვებიან: თამაზ ღლონტი(55კგ); რომეო ბერიძე(63კგ); თემურ ორჯონიკიძე(77კგ); აჩიკო ბოლქვაძე(87კგ) და გიორგი ცოფურაშვილი(130კგ). ასპარეზობაში პირველ დღეს საქართველოს ნაკრების […]
საპატრიარქო არჩევნებში “ხანგრძლივი მშვიდობისა” და “ოჯახური ტრადიციების” მხარდაჭერაზე აკეთებს განცხადებას

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტების ფონზე, რომ “პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩინდება” მიუთითებს, რომ “ერთმნიშვნელოვნად იქნება მხარდამჭერი ისეთი არჩევანისა, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას და საზოგადოებაში იმ ღირებულებების განმტკიცებას, რომლებიც ქრისტიანული და ოჯახური ტრადიციების გამყარებას შეუწყობს ხელს”. მშვიდობა და მშვიდობის უზრუნველყოფა “ქართული ოცნების” წინაასაარჩევნო კამპანიის მთავარი ლოზუნგია, […]