ევროპარლამენტმა დაამტკიცა უკრაინისთვის 35 მლრდ ევროს სესხის გამოყოფა

ევროპარლამენტმა სამშაბათს დაამტკიცა უკრაინისთვის 35 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფა. სესხი უზრუნველყოფილია იმ რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებით, რომლებიც დასავლეთშია გაყინული უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 518-მა დეპუტატმა – აშკარა უმრავლესობამ. წინააღმდეგი იყო 56, თავი შეიკავა 61-მა. საუბარია ნაწილზე 50 მილიარდ დოლარამდე სესხისა, რომელიც ადრე შეათანხმეს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა. […]

წითლიძემ ზუგდიდში პირადობის ჩამორთმევის სქემაში მონაწილე კიდევ ერთი პირის ვინაობა დაასახელა

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ, პირადობის მოწმობების ჩამორთმევის ახალ ფაქტებსა და ამ სქემაში ჩართულ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებზე ისაუბრა. მან ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ზუგდიდის განყოფილების უფროსის ვინაობა გაასაჯაროვა, რომელიც წითლიძის თქმით, პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში მონაწილეობს. ანა წითლიძის განცხადებით, ინფორმაცია ამ უწყების თანამშრომლებმა ანონიმურად აცნობეს. “ზუგდიდში რამდენიმე განყოფილებაა განსაკუთრებულ საქმეთა […]

ოცნების ღონისძიების გამო ხვალ თავისუფლება-რუსთაველზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება

ქართული ოცნების პარტიული დასკვნითი ღონისძიების გამო, ხვალ, 23 ოქტომბერს თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია აქვეყნებს და წერს, რომ შეზღუდვა 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე იმოქმედებს. “გადაადგილება შეიზღუდება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებითაც. თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ ბარათაშვილის ქუჩაზე არსებულ პანდუსამდე, ხოლო რუსთაველის […]

ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის პროექტის საინვესტიციო მოცულობა $700 მილიონია – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რომლის საინვესტიციო მოცულობა 700 მლნ დოლარია, ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. „მოხარული ვარ, რომ დღეს, თქვენთან ერთად ვმონაწილეობ ამ მასშტაბური პროექტის წარდგენაში. საქართველოში პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც „ბლექ სი პეტროლიუმი“ აშენებს, უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება ჩვენი […]

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ეროვნული გმირის ზაზა დამენიას საფლავი ყვავილებით შეამკო

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას 52 წელი შეუსრულდებოდა. გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, მოადგილეებთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან, სსიპ “სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო”-ს ოზურგეთის მუნიციპალური განყოფილების, აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობის წარმომადგენლებთან ერთად, ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო და საფლავი ყვავილებით შეამკო. ზაზა დამენია 2004 წლის 16 აგვისტოს, ცხინვალის […]

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ბირთვული იარაღის დაბრუნებას არ ითხოვს, მაგრამ სანაცვლოდ ნატო-ს წევრობა სჭირდება

უკრაინა ბირთვული იარაღის დაბრუნებას არ ითხოვს, მაგრამ სანაცვლოდ ნატოში წევრობას საჭიროებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. “ჩვენ ნამდვილად, თავის დროზე, მთელს ჩვენს ბირთვულ იარაღზე ვთქვით უარი. ეს ბევრი წლის წინ იყო. ნატოზე უნდა გავცვალოთ. ეს ჩემი მოსაზრებაა. ის ბაიდენსა და ტრამპს გავუზიარე”, – განაცხადა ზელენსკიმ. მან აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის უკრაინის […]

პრემიერი – ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებაში, პირველ ეტაპზე ქარხანაში 500 ადამიანი დასაქმდება

პროექტი მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. მნიშვნელოვნად გაიზრდება ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი, გაუმჯობესდება საგარეო სავაჭრო ბალანსი, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული ვალუტის მდგრადობას და სტაბილურობას, ზოგადად, ჩვენი ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საწარმოს სრული ციკლით ამოქმედება ხელს შეუწყობს იმპორტის ჩანაცვლებას და […]

მაია ბითაძე რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-გაშენების პროექტის პრეზენტაციას დაესწრო

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-გაშენების მასშტაბური პროექტის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხები გარემოსდაცვითი ფონდის ბიუჯეტიდან გამოიყო, რომელიც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხებით შეიქმნა. რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტი გარემოსდაცვითი ფონდიდან […]

ბიზნესის მიერ დენის, წყლის და გაზის უკანონო მოხმარებისთვის ჯარიმები შემცირდება – სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლომ იურიდიული პირების მიერ დენის, წყლისა და გაზის მოხმარების დარღვევაზე არსებული 15 000-ლარიანი ჯარიმა არაკონსტიტუციურად ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. სარჩელი “ახალგაზრდა ადვოკატებს” ეკუთვნოდათ და ის პარლამენტის წინააღმდეგ სასამართლოში 2018 წელს შეიტანეს. გადაწყვეტილების მიხედვით, ორგანიზაციები ამ დროისთვის განსაზღვრულ ჯარიმას 2025 წლის 1-ელ აპრილამდე. სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგან ფიზიკური პირების შემთხვევაში კომუნალურების უკანონო […]

კრემლი მინსკს „დესტაბილიზაციების“მცდელობებში დახმარებას ჰპირდება

ერთ წელში, 2025 წელს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, რუსეთი კი გამოთქვამს მზადყოფნას მოკავშირე ქვეყანას ყველა საჭირო დახმარება აღმოუჩინოს, თუ ამის სურვილს მინსკი გამოხატავს, მათ შორის რუსი სამხედროების ადგილზე ყოფნით, თუმცა მოსკოვი ამის აუცილებლობას დღეს ვერ ხედავს. ბელარუსში რუსეთის ელჩი ბორის გრიზლოვი ამბობს, რომ „დესტაბილიზაციის“ მცდელობების აღმოფხვრაში მოსკოვი მინსკს მხარს დაუჭერს, თუ ბელარუსის ხელისუფლებას დახმარების სურვილი […]