მოვუწოდებთ მოქალაქეებს თავი შეიკავონ პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან – შსს

შსს 23 ოქტომბერს ,,ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შეხვედრასთან დაკავშირებით, განცხადებას აქვეყნებს: ,,როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია 23 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილია პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო დასკვნით ღონისძიება. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისში, ცალკეულ ქუჩებზე ავტომობილების მოძრაობა გარკვეული პერიოდით შეიზღუდა. პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაგეგმილი შეკრება იქნება მასშტაბური, ვინაიდან გარდა დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეებისა, ღონისძიებას […]
,, შეიძლება ხვალინდელ მიტინგზე მოაწყოს თავისზე თავდასხმის იმიტაცია. შეიძლება გაწიროს მაღალი რანგის პოლიტიკური ან რელიგიური ლიდერი” – თენგო გოგოტიშვილი

ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი: ,,არ მოდუნდეთ. ელოდეთ, რომ ბორინკა რამეს ჩაიდენს. თუ ხვდება, რომ აგებს, აუცილებლად გამოაგდებს რამეს. შეიძლება ხვალინდელ მიტინგზე მოაწყოს თავისზე თავდასხმის იმიტაცია. შეიძლება გაწიროს მაღალი რანგის პოლიტიკური ან რელიგიური ლიდერი. მერე, რა თქმა უნდა, კოლექტიურ ნაცებს დააბრალებს. ეგ ყველაფერი ამომრევლის დაშინების მეთოდია. გაიხსენეთ 9 თვის ბარბარე რაფალიანცი – თვითონ თუ არ ქნა, დიდებულად […]
,, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ჭკვიანი და წარმატებულია, არასდროს დაუკარგავს ქართული უბრალოება” – ნაცვლიშვილი ივანიშვილზე

ყოფილი მაღალჩინოსანი ლაშა ნაცვლიშვილი ბიძინა ივანიშვილზე: ,,ბიძინა ივანიშვილი არის ნამდვილი ქართველი, პატრიოტი, თავისი სამშობლოს უზომოდ მოყვარული, ისეთივე, როგორიც არის ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა – ქართულად ფიქრობს, ქართულად ლაპარაკობს, ქართულად განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ჭკვიანი და წარმატებულია, არასდროს დაუკარგავს ქართული უბრალოება, გულწრფელობა და ადამიანურობა. მესმის, რომ უცხო და არაორგანულია ყველაფერი ეს ჩვენი ფსევდოლიბერალებისათვის, რომლებიც მუდამ ზემოდან […]
პრეზიდენტი – პარტნიორებისთვის მთავარია მშვიდობიანი, დემოკრატიული ტრანზიცია, ამიტომ მითხრა ზოგიერთმა, თუ საჭიროა ივანიშვილისთვის რაღაც სახის გარანტიები, ამაზე საუბარიც შეიძლებაო, რაც, როგორც ჩანს, მან ცუდად გაიგო და ფიქრობს, რომ დალაგებას ნიშნავს

პარტნიორებისთვის მთავარია მშვიდობიანი, დემოკრატიული ტრანზიცია და სწორედ ამიტომ მითხრა ზოგიერთმა, რომ თუ საჭიროა ბიძინა ივანიშვილისთვის რაღაც სახის გარანტიები, ამაზე საუბარიც შეიძლებაო, რაც, როგორც ჩანს, ივანიშვილმა ცუდად გაიგო – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ფორმულას” ეთერში, ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, როცა არჩევნების მერე ქვეყანაში რაიმე ტიპის წყობა იცვლება, გარკვეული გარანტიების მიღებაც შესაძლებელია. “პრემიერობის კანდიდატსა და […]
რიკოთის 12 კმ-იანი მონაკვეთის გზა გაიხსნა (ვიდეო)

მინდა, მოგილოცოთ ამ არაჩვეულებრივი ავტომაგისტრალის მორიგი მონაკვეთის გახსნა. ეს არის 12 კმ-იანი მონაკვეთი და ამით, ჯამში, გახსნილი იქნება 4-ზოლიანი 48 კმ-იანი მონაკვეთი, დარჩენილია რიკოთის ისტორიული პროექტის მხოლოდ 4 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რიკოთის გზის, დამატებითი, 12 კმ-იანი მონაკვეთის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება დაუთმო იმ […]
ვინ ააშენებს სტეფანწმინდა-ლარსის მაგისტრალის სტეფანწმინდა – გველეთის მონაკვეთს?

სტეფანწმინდა-ლარსის მაგისტრალის სტეფანწმინდა-გველეთის 4.5-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ხელშეკრულებიდან ირკვევა. ცნობის თანახმად, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულია China Railway Tunnel Group Co რომელიც პროექტს 212,548,323 ლარად ააშენებს, რაც გზის სატენდერო სავარაუდო ღირებულებაზე 12.5 მილიონი ლარით ნაკლებია. ამავე კომპანიამ შეასრულა ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის სამშენებლო სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 900 მილიონ ლარს […]
რუსეთიდან „იაფი“ საწვავი გაუტოლდა ევროპულ ფასებს, თუმცა მაინც ცოტათი შეღავათიანი გამოდის ტრანსპორტირების გამო – ვახტანგ იობაშვილი

არჩევნების წინ საწვავის ბაზარზე სტაბილურობაა. როგორც საგარეო ფაქტორი, ასევე ქვეყნის შიგნით ლარის კურსი ფასებზე ადეკვატურად აისახება და იმპორტის მხრივაც არანაირი შეფერხება არ არის. როგორც ბოლოდროინდელი საფასო დინამიკა აჩვენებს, ფასები კლებისკენ წამოვიდა და ეს ტენდენცია გაგრძელდება. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვახტანგ იობაშვილის განცხადებით, ფასებზე სავალუტო ბაზარზე შექმნილი ვითარება მოქმედებს, რასაც მოუსწრო საერთაშორისო სანავთობო ბაზარზე საფასო ცვლილებამ […]
პრეზიდენტი: ივანიშვილმა არია საგარეო პოლიტიკა, ეს დალაგდება, როცა მოვა ახალი მთავრობა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების პირობებში საქართველოს საგარეო პოლიტიკა ვერ დალაგდება. ამის შესახებ მან ფორმულასთან ინტერვიუში ისაუბრა. პრეზიდენტმა ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუზეც და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ირგვლივ შეკრებილი ადამიანები, რომლებსაც სანქციების ეშინიათ, დააწყნაროს, თუმცა სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ “ბიძინა ივანიშვილზე არაფერი არ არის დამოკიდებული’. “მან [ბიძინა […]
პრეზიდენტი კოალიციურ მმართველობაზე: უდიდესი წინსვლა იქნება, დავემშვიდობებით ერთპარტიულობას

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფორმულასთან ინტერვიუში კოალიციურ მმართველობაზე ისაუბრა და თქვა, რომ კოალიციურ მმართველობაზე გადასვლა ქვეყნისთვის იქნება “უდიდესი წინსვლა, რადგან დავემშვიდობებით ერთპარტიულ მმართველობას, რომელშიც პრაქტიკულად, 30 წელზე მეტია ქვეყანა ჩაძირული”. “გადავდივართ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, როცა უნდა ვისწავლოთ რას ნიშნავს კოალიციური მმართველობა. კოალიციური იქნება თუ ტექნიკური მთავრობა, მთავარია, რომ იქნება კოალიციური მმართველობა. გვყავს ოთხი პროდასავლური პარტია, საზოგადოება […]
აშშ სამხედრო სფეროში რუსეთის დახმარებისთვის სანქციებს დაუწესებს შუამავლებს მესამე ქვეყნებში

შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა სამშაბათს განაცხადა, რომ აშშ შემოიღებს ახალ მკაცრ სანქციებს, რომელთა მიზანია უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების შეჩერება. მათ შორისაა დასჯა „შუამავლებისა მესამე ქვეყნებში, რომლებიც რუსეთს აწვდიან მისი შეიარაღებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მასალებს“. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე იელენმა განაცხადა, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო „განუწყვეტლივ მუშაობს იმაზე, […]