პოლონეთი რუსეთის ელჩის ქვეყნიდან გაძევებას არ გამორიცხავს

პოლონეთი რუსეთის ელჩის ქვეყნიდან გაძევებას არ გამორიცხავს. შესაბამისი განცხადება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ რუსეთი პოლონეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, რომელიც ითვალისწინებს დეზინფორმაციის გავრცელებას, დაწესებულებებსა და კომპანიებზე კიბერთავდასხმებს, პოლონური საზღვრის უკანონო კვეთას და მთელი ქვეყნის მასშტაბით დივერსიულ აქციებს. სიკორსკის თქმით, ვარშავამ უკვე შემოიღო გადაადგილებაზე შეზღუდვები რუსი “დიპლომატებისთვის”, რათა მათთვის “რთული […]

ქართველი ხალხის აქტის კანონპროექტს 10 მხარდამჭერი სენატორი დაემატა

საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღების საპასუხოდ ამერიკელი სენატორების – ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ სენატში დარეგისტრირებულ “ქართველი ხალხის აქტს” მხარდამჭერები ემატებიან. ფორმულას ვაშინგტონის ბიუროს ჯინ შაჰინის ოფისიდან მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კანონპროექტს კიდევ 10 სენატორი უჭერს მხარს. “მოხარული ვარ, რომ ჩემი კოლეგები სენატში იაზრებენ საქართველოში არსებული სიტუაციის გადაუდებლობას და დათანხმდნენ, რომ გახდნენ აშშ-ის […]

აშშ შემდეგ კვირაში ახალ სანქციებს დააწესებს – რუსეთისა და შუამავლების წინააღმდეგ

ამერიკის შეერთებული შტატები შემდეგ კვირას ახალ სანქციებს დააწესებს, განაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, ჯანეტ იელენმა. „გამოვაცხადებთ, ახალი და ძლიერი სანქციების დაწესების შესახებ კრემლის სამხედრო მანქანის წინააღმდეგ, მათ შორის მესამე ქვეყნებში მყოფი შუამავლების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სამხედრო ინდუსტრიისთვის აუცილებელ საქონელს აწვდიან“, – ციტირებს მას „რადიო თავისუფლება“. ეს, სავარაუდოდ, ბოლო, ან ერთ-ერთი ბოლო სანქციები იქნება, რომლებსაც ბაიდენის […]

ISW – რუსეთი სავარაუდოდ ეცდება “ქართული ოცნების” მზარდად პრორუსული ნარატივების გამოყენებას, რათა გაამართლოს ძალადობა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის წინააღმდეგ

რუსეთი სავარაუდოდ ეცდება “ქართული ოცნების” მზარდად პრორუსული ნარატივების გამოყენებას, რათა გაამართლოს ძალადობა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) წერს. ინფორმაციის თანახმად, „ქართული ოცნება“ წინ წევს გაფართოებულ რუსეთ-საქართველოს ორმხრივ კავშირებს, როდესაც მზარდად აშორებს ქვეყანას მისი გრძელვადიანი პროდასავლური ტრაექტორიისგან. “კრემლის სავარაუდოდ ეცდება “ქართული ოცნების” მზარდად პრორუსული ნარატივების გამოყენებას, რათა გაამართლოს რუსეთის ძალადობა […]

შსს-ში აცხადებენ, რომ ნატა ტალიკაშვილის მიმართ ძალადობის საქმეზე ერთი პირია დაკავებული

თბილისში ტრანსგენდერ ქალ ნატა ტალიკაშვილზე ძალადობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. როგორც “ინტერპრესსნიუს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ მოხდა და თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს. შს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. როგორც ტრანსგენდერი ქალი, ნატა ტალიკიშვილი მედაიასთან ინტერვიუში აცხადებდა, შემთხვევა თბილისში, 20 ოქტომბრის ღამით მოხდა. მისი თქმით, მას კაცმა […]

ამერიკაში, ცხოვრების გაძვირების ფონზე, ალკოჰოლის მოხმარება შემცირდა

აშშ-ში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვები 2024 წლის შვიდი თვის განმავლობაში 3%-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით, ამასთან, არაყს, რომს და შოტლანდიურ ვისკის ალკოჰოლის სხვა კატეგორიებს შორის ყველაზე უარესი შედეგები ჰქონდა. მოხმარების შემცირების მთავარი მიზეზი ინფლაცია და ცხოვრების გაძვირებაა. ამის შესახებ Financial Times იუწყება. კვლევითი კომპანია IWSR–ის თანახმად, აშშ-ში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვები სტაბილურად იზრდებოდა დაახლოებით 2.6%-ით ორი ათწლეულის […]

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საპატრულო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 23 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილია პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო დასკვნით ღონისძიება. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისში, ცალკეულ ქუჩებზე ავტომობილების მოძრაობა გარკვეული პერიოდით შეიზღუდა. პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაგეგმილი შეკრება იქნება მასშტაბური, ვინაიდან გარდა დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეებისა, ღონისძიებას რეგიონებიდან ჩამოსული […]

ბოლო 7 თვის განმავლობაში მაგისტრალური გზების განვითარების 6 მნიშვნელოვანი პროექტის წარმატება აღვნიშნეთ – ირაკლი ქარსელაძე

,,ბოლო 7 თვის განმავლობაში საქართველოს საერთაშორისო მაგისტრალური გზების განვითარების 6 წარმატება და 6 მნიშვნელოვანი პროექტის დასრულება თუ გარდამტეხი ეტაპის გადალახვა აღვნიშნეთ“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კმ-იანი მონაკვეთის ავტოტრანსპორტისთვის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მინისტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, გაიხსნა ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა, გაიჭრა საქართველოში ყველაზე […]

UBS-ის 50%-იანი წილი Swisscard-ში AmEx-მა შეიძინა

შვეიცარიის უდიდესი საბანკო-საფინანსო ინსტიტუტი ბოლო წლებში შეძენილი აქტივების გასხვისებას აგრძელებს. იმ დროს, როცა UBS-მა ფინანსურ გასაჭირში ჩავარდნილი Credit Suisse-ი შეიძინა, შესყიდულ აქტივებში საკრედიტო ბარათების გამომშვები Swisscard-იც მოხვდა, რომელიც American Express-ის და Credit Suisse-ის ერთობლივი საწარმო იყო. ახლა კი, როგორც ჩანს, UBS-მა ამ ბიზნესიდან გასვლა გადაწყვიტა და კომპანიაში 50%-იანი წილი, სწორედ ამერიკულ კორპორაციას მიჰყიდა. გარიგების კონკრეტული […]

დავით კოდუა ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო კანონდარღვევის შესაძლო ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ დელეგატი ზუგდიდის საარჩევნო ოლქში, დავით კოდუა ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო კანონდარღვევის შესაძლო ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს. „ესეც მორიგი საარჩევნო კანონდარღვევის უხეში ფაქტები ოპოზიციის მხრიდან! პირველ ფოტოზე ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, „ძლიერი საქართველოდან“ – დავით ჩქოტუაა, ის მონაწილეობას იღებდა 20 ოქტომბერს თბილისში გამართულ ოპოზიციური პარტიების აქციაში. ასევე ხაზარაძის კოალიციიდან აქციაში მონაწილეობდა ზედა ეწერის 63-ე […]