მერია თემქის პარკზე: დაზიანდა წყლის მილი, წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა ბილიკზე

თბილისის მერია თემქის ახლად გახსნილ პარკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ზღვისუბნის პარკში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე. “შემთხვევის შესახებ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ აცნობეს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (GWP) და წყალი რამდენიმე წუთში გადაიკეტა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წყლის მილის […]

“კვარაცხელიაზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია…” – რას ამბობს ხვიჩას კონკურენტი ნერეში ქართველის შესახებ

“ნაპოლის” ახალწვეულმა დავიდ ნერეშმა რადიო CRC-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საუბარი ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო. მოგეხსენებათ, 27 წლის ბრაზილიელი “პარტენოპეიში” ქართველის ერთ-ერთი კონკურენტია და შესაძლოა, “ლეჩესთან” შეხვედრაში ის სატარტოში სწორედ ჩვენებურის ნაცვლად იყოს. “ჩემი სიჩქარის საიდუმო ისაა, რომ სპრინტის გასაუმჯობესებლად ყოველდღიურად სირბილთან დაკავშირებულ სპეციალურ ვარჯიშებს ვაკეთებთ. მინდორზე დიდ დროს არ ვატარებ და ამ პერიოდში შემიძლია ჩემს მაქსიმალურ […]

ენტონი ბლინკენი – მნიშვნელოვანია, ისრაელმა ირანს ისე უპასუხოს, რომ ამან უფრო დიდი ესკალაცია არ გამოიწვიოს

მნიშვნელოვანია, ისრაელმა ირანს ისე უპასუხოს, რომ ამან უფრო დიდი ესკალაცია არ გამოიწვიოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის დატოვებისას განაცხადა. „ახლა დროა, რომ მიღწეული წარმატებები ხანგრძლივ სტრატეგიულ წარმატებად იქცეს. ორი რამ რჩება გასაკეთებელი: მძევლების სახლში დაბრუნება და ომის დასრულება იმის გაგებით, თუ რა მოჰყვება მას. ასევე, მნიშვნელოვანია, ისრაელმა (ირანს) ისე უპასუხოს, რომ […]

სისტემური რეგისტრაციის პროექტით მიწის ნაკვეთი 5 464 ოჯახს დაურეგისტრირდება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერია 12 გეოგრაფიულ არეალში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კალაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტსა და იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ჩართულობისთვის. „2023 წლის ივნისში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და […]

შალვა პაპუაშვილი – დღეს სახლში დარჩენის დრო და ფუფუნება არავის აქვს – უნდა გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ არ დავუშვებთ საქართველოს მარიონეტულ რეჟიმის ჩამოყალიბებას – დღეს ვაჩვენოთ სად დგას საქართველო

26 ოქტომბერს ვემზადებით გამარჯვებისთვის. ეს უნდა იყოს ისტორიული გამარჯვება იმ სიბნელეზე, რომელიც მეორე მხარეს არის – დღეს სახლში დარჩენის დრო და ფუფუნება არავის აქვს – უნდა გამოვიდეთ და ვუთხრათ, რომ არ დავუშვებთ საქართველოს მარიონეტულ რეჟიმის ჩამოყალიბებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მმართველი გუნდის წინასაარჩევნო დასკვნით ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, დღეს „ვაჩვენოთ სად […]

BTU-ს რექტორმა ნინო ენუქიძემ ახალგაზრდა გლობალურ ლიდერთა სამიტზე სინგაპურში განათლების მომავლის ხედვა წარადგინა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერთა ყოველწლიურ სამიტზე, რომელიც წელს სინგაპურში გაიმართა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო ენუქიძემ პროექტი AI4Globe წარადგინა და საგანმანათლებლო სექტორში მომავლის ტექნოლოგიების ინტეგრირების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. AI4Globe BTU-ში ინიცირებული პროექტია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების გავრცელებას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისახავს მიზნად. მისი მიზნობრივი ჯგუფია აკადემიური სექტორი, ბიზნესი, ქალები, ბავშვები და მოზარდები. […]

კახა კალაძე – უსამშობლო ადამიანები გახარებულები იყვნენ, ზღვისუბნის პარკში რამდენიმე დღის წინ გახსნილი პროექტი რა მდგომარეობაშიაო – არაფერი მომხდარა, წყლის მილი დაზიანდა, რაც შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს

უსამშობლო ადამიანები გახარებულები და ბედნიერები იყვნენ: „აი, ზღვისუბნის პარკში რამდენიმე დღის წინ გახსნილი პროექტი რა მდგომარეობაშიაო“ – არაფერი მომხდარა, წყლის მილი დაზიანდა და გამოიწვია პატარა პრობლემა, რაც შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს. კიდევ ერთხელ ნახეთ, როგორ არ უხარიათ ქვეყნის წარმატება, ქალაქის განვითარება, წინსვლა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ განმარტა, […]

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი სტაჟიორ-გამომძიებლებს შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, კოკა კაციტაძე ღია კონკურსით შერჩეულ სტაჟიორ-გამომძიებლებს შეხვდა, კონკურსში გამარჯვება მიულოცა და შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სამსახური ყოველ წელს სტაჟირების კონკურს ატარებს, რომლის მიზანი ახალი, კვალიფიციური კადრების მოზიდვა და მათ პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობაა. „წელს სტაჟიორთა მისაღებ კონკურსში განაცხადი სულ 153-მა კანდიდატმა წარადგინა. […]

შალვა პაპუაშვილი – ყველა ნიშანი აჩვენებს იმას, რომ არის ჯგუფი, რომელიც ემზადება გადატრიალებისთვის – ათასობით ე.წ. დამკვირვებლის ფუნქცია საარჩევნო უბნებზე პანიკის ატეხა და ისტერიის შექმნა იქნება

ფაქტია და ყველა ნიშანი აჩვენებს იმას, რომ არის ჯგუფი, რომელიც ემზადება გადატრიალებისთვის. არანაირი რევოლუცია და ამის რომანტიზება არ შეიძლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, გადატრიალებისთვის ამზადებენ საბაბს არასამთავრობო ორგანიზაციების გამოყენებით, რომლებმაც 2020 წლის მსგავსად, ახლაც არასწორი ანგარიშები უნდა შეადგინონ. „ემზადებიან გადატრიალებისთვის, რასაც 2020 წელს აპირებდნენ და მაშინ […]

„სააკაშვილი უნდა დავამხო“ – „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ზუგდიდიდან თბილისში წავიდნენ

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე დასასწრებად პარტიის მხარდამჭერები ზუგდიდიდან თბილისში ავტობუსებითა და მსუბუქი ავტომობილებით გაემგზავრნენ. პარტიის შტაბის და ახალგაზრდული ორგანიზაციის წინ შეკრება მათ დილით, 9 საათიდან დაიწყეს. დედაქალაქში გაემგზავრნენ პარტიის ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, აქტივისტები და საჯარო მოხელეები. მათი თქმით, მხარს უჭერენ მმართველ გუნდს, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა. „მხარს ვუჭერ იმიტომ, რომ ინარჩუნებს მშვიდობას. კურსი არის […]