სემეკის საქმიანობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დავით ნარმანიამ სემეკის თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დაარსების დღესთან დაკავშირებით, სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ კომისიის აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა. სემეკის ინფორმაციით, სემეკის საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცათ ნინო ლაშხიას, შორენა გარიშვილს, ნატო კოვზირიძეს, გიორგი წერეთელს, ქეთევან ტურაშვილს, ლაშა ფინცაკიას, გიორგი დიდებაშვილს, სოფიო ჩოქურს, ვანო მეჭურჭლიშვილს და ქეთევან ბერიკაშვილს. „სემეკი, როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო, „ელექტროენერგეტიკის შესახებ“ […]

ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრის მიმართ მუქარისა და გაუპატიურების ფაქტებზე ბრალდებულს, სააპელაციო სასამართლომ სასჯელი დაუმძიმა და შეფარდებული 2 წლის ნაცვლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრის მიმართ მუქარისა და გაუპატიურების ფაქტებზე ბრალდებულს, სააპელაციო სასამართლომ სასჯელი დაუმძიმა და თელავის რაიონული სასამართლოს მიერ შეფარდებული 2 წლის ნაცვლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და ოჯახის წევრის მიმართ მუქარისა და გაუპატიურების ფაქტებზე თელავის რაიონული სასამართლოს […]

„ქართული ოცნების“ აქციის გამო უპატრონო ძაღლები გაიყვანეს

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანაშრომლებმა თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც მმართველი პარტიის აქცია იმართება, მიუსაფარი ძაღლები გაიყვანა. ეს შენიშნა ერთ-ერთმა მოქალაქემ, მარიამ ცერცვაძემ და პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. ცხოველთა მონიტორინგის სამსახური ამ გადაწყვეტილებას ცხოველთა უფლებების დაცვით ხსნის. „ხალხმრავლობამ და ხმაურმა შესაძლოა გამოიწვიოს მათი დაბნეულობა, დააფრთხოს ისინი, ან შესაძლოა მოხდეს დაკბენა და სხვა. ამიტომ, მათსავე […]

ლეონარდო ბონუჩი იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი გახდა

იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი ლეონარდო ბონუჩი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრების (U20) მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა, – იტყობინება იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური. 37 წლის ბონუჩიმ, რომელმაც 2023-24 წლების სეზონის შემდეგ დაასრულა კარიერა, გაიარა სასწავლო კურსი უეფა-ს B კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიის მისაღებად. ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობა მისი პირველი გამოცდილება იქნება მწვრთნელის რანგში. კარიერის განმავლობაში ბონუჩიმ 121 მატჩი […]

ქვეყანაში შემოსული მეტწილად რუსული ვალუტით, სებ-მა დიდი რეზერვი დააგროვა, რითაც წინასაარჩევნოდ ლარს ასტაბილურებს – ეკონომისტი

აქამდე ზაფხულისა და გაზაფხულის პერიოდში ჭარბი სავალუტო ნაკადები შემოდიოდა ქვეყანაში, ძირითადად რუსეთიდან, მათი გამოსყიდვით ეროვნულმა ბანკმა დიდი სავალუტო რეზერვები დააგროვა, რაც საშუალებას აძლევს არჩევნების პერიოდში ლარის სტაბილურობა შეინარჩუნოს, – ამის შესახებ ეკონომისტმა ირაკლი მურცხვალაძემ „კომერსანტთან“ ეროვნული ბანკის რეკორდულად გაზრდილი ინტერვენციების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ეროვნული ბანკი მაქსიმალურად შეეცდება არჩევნებამდე ლარის კურსი არსებულ ნიშნულზე შეინარჩუნოს. „ეროვნული […]

რაჯა ნაინგოლანი აზერბაიჯანის რანგით მეორე ლიგაში გადადის

36 წლის ცნობილი ბელგიელი ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი დიდი ალბათობით, კარიერას აზერბაიჯანის პირველი ლიგის (რანგით მეორე დივიზიონი) ბინადარ “ქარვანში” განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავად აზერბაიჯანული გუნდის მწვრთნელმა კიანან ქერიმოვმა დაადასტურა და თქვა, რომ მხარეებს შორის მოალაპრაკება მიმდინარეობს. მისი თქმით, შეთავაზება თავად ფეხბურთელის აგენტისგან მოვიდა და რაჯა “ქარვანში” კარიერის გაგრძელებით ძალიან დაინტერესებულია. “არის გარკვეული პირობები, რაზეც უნდა […]

დავით ფაცაცია რეგიონებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია რუსთავში, მარტვილში, ბათუმსა და ქობულეთში მცხოვრებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს დევნილთა წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სოციალური, ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის, დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებებით უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე. მხარეებმა ასევე, ქვეყნის მდგრადობისთვის, სტაბილურობისა და განვითარებისთვის საჭირო […]

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი, რომელსაც „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ აქციაზე კახეთიდან თბილისში მოქალაქეები მიჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ აქციაზე კახეთიდან თბილისში მოქალაქეები მიჰყავდა, ავარიაში მოყვა. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები, რომლებიც თელავის კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. შეგახსენებთ, თავისუფლების მოედანზე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება.

ძიუდოში აფხაზეთის ღია პირველობა ჩატარდა

აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის ორგანიზებით, ტრადიციული ტურნირი – აფხაზეთის ღია პირველობა ძიუდოში გაიმართა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, ტურნირში 2010-2015 წლებში დაბადებული ძიუდოისტები მონაწილეობდნენ. „ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა – დავით მორგოშიამ აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ- ლევან თევზაიასთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარე – კობა კობალაძეს და ამავე სამსახურის თავმჯდომარის […]

საქართველოს ნაკრების მოსწავლეებმა საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებით იასპარეზეს

საქართველოს ნაკრების მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს ახალგაზრდა ნატურალისტთა მე-12 საერთაშორისო (IYNT 2024) და ახალგაზრდა ფიზიკოსთა 37-ე საერთაშორისო (IYPT 2024) ტურნირებზე. ახალგაზრდა ნატურალისტთა მე-12 საერთაშორისო ტურნირი (IYNT 2024) ქალაქ ბათუმში გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა აბსოლუტური პირველი ადგილი მოიპოვა. გუნდის შემადგენლობა: ალექსანდრე გვარამია (კაპიტანი) და ლილე ჭელიძე – ვეკუას სკოლა. თამარ ჯინჭარაძე, მარიამ ბექაური, კონსტანტინე ჩუბინიძე და ნიკოლოზ ტყებუჩავა […]