ჯინ შაჰინი: ქართველ ხალხსა და სამოქალაქო საზოგადოებას უფლება აქვს, პატივი სცენ მათ ხმას

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი The Hill-თან ინტერვიუში ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლების ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ჩხრეკას გამოეხმაურა და თქვა, რომ ამ ქმედებამ გამოიწვია შეშფოთება “საქართველოს შესაძლებლობაზე, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები”. “ქართველ ხალხსა და სამოქალაქო საზოგადოებას უფლება აქვთ, რომ მათი ხმა გაიგონონ და პატივი სცენ – [ეს] არის ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის ცენტრალური პრინციპი. […]

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – ამ ადამიანებს ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეს ხელში, ზუსტად იმას განახორციელებენ, რაც გულში უდევთ – დაერევიან, სათითაოდ გაჟუჟავენ ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება!

ამ ადამიანებს ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეს ხელში, ზუსტად იმას განახორციელებენ, რაც გულში უდევთ – დაერევიან, სათითაოდ გაჟუჟავენ ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება! – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია გამარჯვების შემთხვევაში,“საჯარო სექტორს დაერევა და რეპრესიებს ჩაატარებს“. „ხელები ეფხანებათ, რომ ოღონდ რაიმე ძალაუფლება მიიღონ. სათითაოდ გაჟუჟავენ ყველას, ვინც მათ არ […]

შალვა პაპუაშვილი – მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია, არასამთავრობოების ნაწილი და ზოგიერთი უცხოელი ქვეყნის ნგრევისკენ გვექაჩებოდა, ერთი სანტიმეტრი არ დავთმეთ ამ მხრივ, ამიტომაც შევინარჩუნეთ მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და ზოგიერთი უცხოელი ქვეყნის ნგრევისკენ გვექაჩებოდა, ერთი სანტიმეტრი არ დავთმეთ ამ მხრივ. ამიტომაც შევინარჩუნეთ, როგორც მშვიდობა, ისე ის ეკონომიკური ზრდა, რომლითაც დღეს ვართ ნომერ პირველი მთელ ევროპაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან არის მზადება, რომ არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადონ. „ვხედავთ ნიშნებს, […]

ალეკო ელისაშვილი – ქართველს, რომელიც არჩევნებზე არ წავა და სახლში დარჩება, იმას საქართველო არ უყვარს, ის ლახვარს ურტყამს ზურგში საქართველოს – 26-ში ყველა უნდა მივიდეთ საარჩევნო უბნებზე, გავაფერადოთ ოპოზიცია

დღეს მე აქ, „ძლიერ საქართველოში“ ვდგავარ და მჯერა, აქ დგომით ვემსახურები საქართველოს. ჩვენ სწორედ სამშობლოს სიყვარულმა და ქვეყნის გადარჩენის სურვილმა გაგვაერთიანა. ამ არჩევნებზე ერთ მუშტად შეკრულები გავდივართ, ამათ აუცილებლად დავამარცხებთ და ქვეყანას წინ წავიყვანთ, – ამ სიტყვებით მიმართა ალეკო ელისაშვილმა მოქალაქეებს ,,ძლიერი საქართველოს“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მისივე განცხადებით, „ძლიერი საქართველო“ ერთადერთი პოლიტიკური კოალიციაა, რომელსაც […]

თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორი – გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაში იკვეთება პოლიტიკური ნიშნები – თუ მისთვის ცნობილი იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტი, რატომ აცხადებს ამას მხოლოდ ახლა?

თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორი დავით გალუაშვილი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ, ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ „ბაჩიაშვილის მხრიდან ხდება თემის პოლიტიზირება და აშკარად იკვეთება პოლიტიკური ნიშნები“. როგორც გალუაშვილი განმარტავს, ჩნდება კითხვა, თუ ბაჩიაშვილისთვის ცნობილი იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტი, რატომ აცხადებს აღნიშნულის შესახებ […]

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება თავისუფლების აღკვეთით დაისჯება – მთავრობის დადგენილება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. მთავრობის შესაბამის დადგენილებას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი 23 ოქტომბერს მოაწერა. დოკუმენტით ზუსტდება ის სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები, რომელთა ხელში ჩაგდება ან ბლოკირება თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. ობიექტების ჩამონათვალშია მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაც. დოკუმენტის მიხედვით სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებს განეკუთვნება: ა) საქართველოს […]

შალვა პაპუაშვილი „ნაცმოძრაობის“ ბილბორდებზე მათივე საწინააღმდეგო ბანერების გადაკვრაზე – კარგია, რომ საქართველოს პატრიოტები ფაშისტურ გამოვლინებებზე სათანადო პასუხს სცემენ

კარგია, რომ საქართველოს პატრიოტები ასეთ ფაშისტურ გამოვლინებებზე სათანადო პასუხს სცემენ, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ის ფაქტი, რომ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბილბორდებზე, ამავე გაერთიანების საწინააღმდეგო ბანერები გადააკრეს. პაპუაშვილის თქმით, ეს არის ქართველების პასუხი „უსამშობლოების“ მიმართ, რომლებმაც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მოსახლეობა მტრად გამოაცხადა. „ეს, როგორც ჩანს, არის […]

ბაზისბანკის მხარდაჭერით, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, ვორქშოფების სერია გაიმართა

ბაზისბანკის მხარდაჭერით და USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის ვორქშოფების სერია გაიმართა. USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ვორქშოფების სერიას კრეატივის სკოლის დამფუძნებელი, კოტე იანტბელიძე გაუძღვა. ტრენინგების სერია მიზნად ისახავდა სასკოლო საგნებით მოსწავლეების დაინტერესებას კრეატიული იდეებისა და სამაგიდო თამაშების შექმნის დახმარებით. ვორქშოფის ,,როგორ გამოვიყენოთ სასკოლო საგნები კრეატიული იდეების მოსაფიქრებლად” ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ იდეების გენერირების მეთოდებს, სახალისო სავარჯიშოებს […]

პრემიერი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრაზე – ადმინისტრაციულ რესურსზე კითხვა არ ყოფილა, არც პირადობებზე – ძალიან კარგი და პოზიტიური შეხვედრა იყო

ძალიან კარგი და პოზიტიური შეხვედრა იყო, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე ყველა დასმულ კითხვას უპასუხეს. „სხვადასხვა კითხვა იყო და ყველაფერზე გავეცით პასუხი. ადმინისტრაციულ რესურსზე კითხვა არ ყოფილა, არც პირადობებზე…ძალიან კარგი და ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო, – აღნიშნა პრემიერმა. „საუბარი იყო საარჩევნო […]

უკრაინელებმა 12 ოლქში რუსეთის მიერ გაშვებული 36 დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა წუხელ უკრაინას 63 დრონით შეუტიეს, საჰაერო თავდაცვამ მტრის 36 დრონი გაანადგურა, 16 უპილოტო საფრენი აპარატი კი დაიკარგა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსებმა Shahed-ისა და დაუდგენელი ტიპის დრონები დრონები რუსეთის ფედერაციის ორიოლის, კურსკისა პრიმორსკო-ახტარსკის მიმართულებიდან გაუშვეს. „მტრის 36 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება დადასტურდა ოდესის, კიევის, ნიკოლაევის, […]