ზელენსკიმ არ ისურვა გაეროს გენერალური მდივნის კიევში ჩასვლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის კიევში ვიზიტზე. ამის შესახებ France Presse და RBC-Ukraine იუწყებიან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წყაროებზე დაყრდნობით. ვიზიტზე უარის მიზეზი გახდა გუტერეშის მონაწილეობა “ბრიქსის” სამიტში, რომელიც რუსეთში, ყაზანში გაიმართა. 24 ოქტომბერს გამართულ სამიტზე გუტერეშმა საერთაშორისო ლიდერებს, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, მოუწოდა უკრაინაში „სამართლიანი მშვიდობის“ დამყარებისკენ. […]

ცენტრალური საარჩევნო კომისია 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს ბრიფინგების განრიგს ავრცელებს

24 ოქტომბერს 08:30 საათიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება და ცესკოს პრესსპიკერი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ასევე შეგახსენებთ, რომ 06:45 საათიდან იმუშავებს ცესკოს კონტაქტ – ჰაბი 2 51-00-51. საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი: 08:30 სთ 10:30 სთ 12:30 სთ 15:30 სთ 17:30 სთ 20:30 სთ 22:00 სთ ბრიფინგების განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება […]

ნიდერლანდებში მძიმე ფიზიკურ სამუშაოებზე დასაქმებულებისთვის საპენსიო ასაკს შეამცირებენ

ნიდერლანდებში გადაწყვიტეს შეამცირონ საპენსიო ასაკი მათთვის, ვინც სამსახურში მძიმე ფიზიკურ შრომას ახორციელებს. „ევროპულსის“ ინფორმაციით, ამ საკითხზე პროფკავშირები, დამსაქმებლები და მთავრობა შეთანხმდნენ. ნიდერლანდებში საპენსიო ასაკი 66 წელია – ის ერთნაირი მამაკაცებისთვის და ქალებისთვის. მოსალოდნელია, რომ ფიზიკურად რთული სამუშაოს მქონე მუშები პენსიაზე გასვლას სამი წლით ადრე შეძლებენ. კონკრეტულად ვინ მოხვდება „მძიმე ფიზიკური შრომის მუშაკების“ კატეგორიაში, მოლაპარაკებების დროს […]

იყიდება “პატარა უფლისწულის” ავტორის ხელით შესწორებული ნაბეჭდი ტექსტი

ლონდონის წიგნის მაღაზია მყიდველს სთავაზობს ფრანგი მწერლის ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის “პატარა უფლისწულის” მანქანაზე აკრეფილი, ავტორის მიერ ხელით გასწორებული იშვიათ ეგზემპლარს. პოპულარული რომანის ამ ეგზემპლარს 1,16 მილიონ ევროდ შესთავაზებენ მსურველებს აბუ დაბის ხელოვნების ბაზრობაზე. ამის შესახებ ცნობა გაავრცელა წიგნის მაღაზია “პიტერ ჰარტინგტონმა,” რომელიც სკრიპტს აფასებს როგორც “იშვიათ და მნიშვნელოვან ლიტერატურულ განძს.” ბრიტანელი წიგნით მოვაჭრე ასევე იტყობინება, […]

ლაშა ჟვანია – ჩემს მიერ “ისრაელში არჩევნების ჩაშლის, საქართველოს დემოკრატიული მომავლის წინააღმდეგ სპეცოპერაციის ხელმძღვანელობასთან” დაკავშირებით სალომე სამადაშვილის საფუძველს მოკლებული განცხადება ცილისწამებაა

სალომე სამადაშვილის საფუძველს მოკლებული განცხადება ცილისწამებაა , – ასე პასუხობს საქართველოს ყოფილი ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად ისრაელში, სადაც ერთადერთი უბანი გაიხსნა, ცდილობენ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება საქართველოს 2 000-ზე მეტ მოქალაქეს წაართვან – ამ სპეცოპერაციას კი ხელმძღვანელობს ყოფილი ელჩი, ლაშა ჟვანია. როგორც ჟვანია სოციალურ […]

სალომე ზურაბიშვილი არის გაშიფრული აგენტი და ყველაფერს აკეთებს ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ

პარლამენტის წევრი, დეპუტატი სოზარ სუბარი არჩევნების შემდეგ რადიკალური ოპოზიციის, სალომე ზურაბიშვილის და მათი უცხოელი პატრონების გეგმებს ეხმიანება. „აგენტურას და ქვეყნის მოღალატეებს პარლამენტში არაფერი ესაქმებათ და, თუკი ისინი გაიმეორებენ 2020 წლის არჩევნების შემდგომ ხრიკებს, ამით დასრულდება მათი პოლიტიკური დემარშები“- აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ 2020 წლის მოვლენების განმეორების შემთხვევაში, თუ ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვის, საკანონმდებლო […]

„თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი, ვიზალიბერალიზაცია შეჩერდება“ – იოზვიაკი

ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი და „რადიო თავისუფლების“ ევროპის რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი თავის წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ თუ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი არ იქნება და ხელისუფლება დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს, ბრიუსელი ვიზალიბერალიზაციას შეაჩერებს. ამის შესახებ მან „ტვ პირველთან“ საუბარში განაცხადა. „საპარლამენტო არჩევნებზე ხშირად საუბრობენ. ბოლო დღეებში ვესაუბრებოდი დიპლომატებს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. მითხრეს, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის […]

ანა კობახიძე – მივმართავ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომიისიის წევრებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს, კეთილსინდისიერად შეასრულეთ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის ფუნქციები და უზრუნველყავით ამომრჩევლის ნება

თუ არჩევნები სართო საქმეა, მაშინ ყველა მოხელემ ხელი უნდა შეუწყოს ყველა ჩართულ მხარეს შეუფერხებლად შეასრულონ თავისი უფლებამოსილებები , – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლიდან” “ცენტრალური საარჩევნო კომისიის” წევრმა ანა კობახიძემ განაცხადა. კობახიძე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს კეთილსინდისიერებისკენ მოუწოდებს. “მივმართავ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს და ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს, კეთილსინდისიერად […]

“ჰელსინკის კომისია” “ატლანტიკური საბჭოს” ქართველ თანამშრომელთა ჩხრეკას ეხმაურება

შეერთებული შტატების “ჰელსინკის კომისიამ” საქართველოში “ატლანტიკური საბჭოს” თანამშრომელთა ბინების ჩხრეკასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა. განცხადება სოციალურ ქსელ X-ზე, კომისიის ოფიციალურ გვერდზე 25 ოქტომბერს გამოქვეყნდა. განცხადებას ხელს აწერს კონგრესის ორპარტიული კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კანონმდებელი ჯონ უილსონი. ის წარმომადგენელთა პალატაში საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრიც არის. კონგრესმენი “შემაშფოთებელს” უწოდებს საქართველოში სამართალდამცავების მხრიდან ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას მიმართ განხორციელებულ […]

“ბორჯღალოსნები” | რიჩარდ ქოქრილი: საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაში სულ სხვა შეგრძნებაა

ნოემბრის სანაკრებო სეზონის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება და ბორჯღალოსნებიც აქტიურ მზადებას იწყებენ. 27 ოქტომბრიდან საქართველოს ნაკრები პარიზში შეიკრიბება და მსოფლიო რაგბის მე-9 დებულების თანახმად, სამდღიან შეკრებას გაივლის. შემოდგომის ტესტების წინ რიჩარდ ქოქრილის გაფართოებულ შემადგენლობაში 36 მოთამაშეა – 21 მორკინალი და 15 ხაზის. მათგან ხუთს ბორჯღალოსნების კვართით ჯერ არ უთამაშია – ნიკოლოზ სუთიძე, დემურ ეფრემიძე, […]