ბაჩიაშვილი ხსნის, რატომ არ დგას „კრედიტ სუისიდან“ ივანიშვილის ფულის მოპარვის უკან „გლობალური ომის პარტია“

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი და მასთან დაახლოებული პირი, გიორგი ბაჩიაშვილი ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში ხსნის, თუ რატომ არ დგას ე.წ. „გლობალური ომის პარტია“ ბანკ „კრედიტ სუისიდან“ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი თანხების გაფლანგვის უკან. როგორც ბაჩიაშვილი ამბობს, თანხის მოპარვის ფაქტები პირველმა სწორედ მან აღმოაჩინა და ხელმძღვანელობდა დავას შვეიცარიულ ბანკთან. „მე აღმოვაჩინე კრედიტ სუისში თანხის გაფლანგვა. შევკრიბე […]

26 ოქტომბრის არჩევნებს 28 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 56 წარმომადგენელი დააკვირდება

28 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 56 წარმომადგენელი, რომელიც 26 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნებს დააკვირდება, დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და ცესკოს მდივანს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცესკოში გამართულ შეხვედრაზე, გიორგი კალანდარიშვილმა მათ პირადად მიაწოდა ინფორმაცია არჩევნების მზადების პროცესზე, აღნიშნულ არჩევნებში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებისა და იმ მნიშვნელოვანი სიახლეების […]

პრემიერი – არჩევნების მთავარი შემფასებელი არის ქართველი ხალხი, ყველანაირი საკანონმდებლო საფუძველი შევქმენით იმისათვის, რომ საბაბიც კი არ დავტოვოთ არჩევნების ეჭვქვეშ დასაყენებლად

არჩევნების მთავარი შემფასებელი არის ქართველი ხალხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ადგილობრივ დამკვირვებლებს არ აქვთ „შესაბამისი რეპუტაცია“, რომ საზოგადოება მათი მხრიდან მიწოდებულ შეფასებას ენდოს. პრემიერის თქმით, რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლებს, შეუძლებელია, ვინმემ ისეთი არგუმენტირებული დასკვნა წარმოადგინოს, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას. „არჩევნების მთავარი შემფასებელი არის ქართველი ხალხი. რაც […]

ალეკო ელისაშვილი – მარტივ რამეს ითხოვს ჩვენგან საქართველო, რომ განსაცდელს გადავარჩინოთ – ვინც სახლში დარჩება და არ წავა არჩევნებზე, მას საქართველო არ უყვარს, რაც გინდა გადაგრეხილი ყანწებით სვით მერე სადღეგრძელოები

ვინც სახლში დარჩება და არ წავა არჩევნებზე, იმას საქართველო არ უყვარს, რაც გინდა გადაგრეხილი ყანწებით სვით მერე სადღეგრძელოები , – ასე მიმართა კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე გამართულ კოალიციის ერთობლივ ბრიფინგზე. ელისაშვილის თქმით, ქვეყანა განსაცდელისგან გადარჩენას ითხოვს. “სულ ვიბრძოდით, სულ მეომარი ხალხი ვიყავით და ყოველთვის გვწყუროდა გამარჯვება […]

ლევან ცუცქირიძე – ყველა ხმას დავიცავთ, ყველა მოქალაქის უფლებებს დავიცავთ – ძალაუფლება ხვალ ქართველ ხალხს გადაეცემა

გამარჯვება არის ჩვენს ხელში, რადგან ძალაუფლება ხვალ ქართველ ხალხს გადაეცემა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ცუცქირიძის თქმით, ხვალ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა. „ხვალ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. გახსოვდეთ, რომ თქვენს არჩევანს ვერავინ გაიგებს. ეს არის არჩევანი, რომელსაც თქვენ საკუთარი თავისა და შვილების მომავლის წინაშე […]

ანა დოლიძე – ჰაერში გამარჯვების სუნი ტრიალებს

ხვალ რუსებს ისეთი გოლი უნდა გავუტანოთ, რომ საქართველოს ისტორიას ახსოვდეს, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე საარჩევნო შტაბში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ანა დოლიძის თქმით, თითოეული ხმა დაცული იქნება და ამომრჩეველს არ უნდა შეეშინდეს ისტორიული არჩევანის გაკეთების. “სულ რამდენიმე საათი დარჩა ჩვენს გამარჯვებამდე. მადლობა ყველას უპრეცედენტო თავდადებისთვის […]

0:6. საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა

ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები სახლში ირლანდიასთან 0:6 დამარცხდა. სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას და შემოგვიტიეს. მსაჯმა ჩათვალა, რომ 37-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ხელზე დანელიას მოხვდა, პენალტი დანიშნა და თავისი გუნდი მაკეიბიმ დააწინაურა. თამაშის სურათი შესვენების შემდეგ არ შეიცვალა, მეტოქე აშკარად უკეთ გამოიყურებოდა და კარუსამ ქუსლით გაბუნიას ლამაზი გოლი გაუტანა. […]

ცესკოს თავმჯდომარემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დელეგაციის წევრებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დელეგაციის წევრებს 26 ოქტომბრის არჩევნების სამზადისი გააცნო. სესიის ფარგლებში, მან საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობებისა და პროექტების, ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე არსებული გამოწვევების თაობაზე დეტალურად ისაუბრა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. როგორც კალანდარიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების […]

საბერძნეთში ლითონის დეტექტორის შესაძენად ნებართვის აღება გახდება საჭირო

საბერძნეთი აწესებს მკაცრ წესებს ლითონის დეტექტორის მფლობელებისთვის ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. ახლა მათ, ვისაც სურს გამოიყენოს საძიებო მოწყობილობა, უნდა მიიღოს ნებართვა. ამ დოკუმენტის გარეშე გათხრებზე ლითონის დეტექტორის გამოყენებისთვის შეიძლება პირს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს. ახლა ლითონის დეტექტორების მფლობელებმა კულტურის სამინისტროს უნდა წარუდგინონ იმ ტერიტორიის რუკა, სადაც კვლევა ჩატარდება, ასევე აღწერონ […]

ივანიშვილი მართავს პროკურატურასაც და მოსამართლეებსაც – გიორგი ბაჩიაშვილი

ივანიშვილი მართავს პროკურატურასაც და მოსამართლეებსაც, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა “tv პირველთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. ბაჩიაშვილის თქმით, ივანიშვილმა საკუთარ ინტერესებს და კომპლექსს გადააყოლა ქვეყნის საგარეო არჩევანი. ივანიშვილის ყოფილი პარტნიორი ამბობს, რომ ახლა ამომრჩეველმა უნდა გაიაზროს, არ სჭირდება ლიდერი “ასეთი კომპლექსებით”. “მართლა რომ არსებობდეს „გლობალური ომის“ პარტია, როგორ შეიძლება ივანიშვილი იყოს ერთადერთი […]