დღეიდან ამინდი გაუმჯობესდება

დღეიდან, ამინდი გაუმჯობესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-16 და 18 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, ყინვა ღამის საათებში შესუსტდება, დღის ტემპერატურაც მოიმატებს. 17 იანვარს კი ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი. „თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 17 […]
მიხეილ სარჯველაძე – საქართველოს სტრატეგიული მიზანი – დერეფნის ფუნქცია – იკარგება, თუკი არ იქნება სტრატეგიული თანამშრომლობა ჩინეთთან – ჩინეთი განიხილება, როგორც მთავარი აქტორი

საქართველოს სტრატეგიული მიზანი – დერეფნის ფუნქცია – იკარგება, თუკი არ იქნება სტრატეგიული თანამშრომლობა ჩინეთთან – ჩინეთი განიხილება, როგორც მთავარი აქტორი, – ამის შესახებ მედიასთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. რაც შეეხება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხს, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ჩინურ კომპანიებს ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარებამდეც ჰქონდა შანსი იმისა, რომ პორტის მშენებლობის პროცესში ჩართულიყვნენ […]
გია ხუხაშვილი – ივანიშვილის ბიჭებს ამბიციები გაუჩნდათ, გარკვეულწილად ბიძინაც თვალში ეპატარავებათ – ისინი რომ მიუშვას და არჩევნების მოგებას მათი სახელი დაერქვას, ამას ბიძინა როგორ გადაიტანს

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არჩევნებზე „ქართული ოცნების“ დასახმარებლად კი არ მოვიდა, არამედ საკუთარი პოზიციების შენარჩუნების მიზნით, რათა თავისი ძალაუფლება შეინარჩუნოს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. მისი თქმით, ახლა ოპოზიციას და ხელისუფლებას სერიოზული გადაჯგუფება მოუწევს იმისათვის, რომ საარჩევნო წელს ახალ პოლიტიკურ ციკლში შევიდეთ. როგორც მან აღნიშნა, პირველ ეტაპზე, ბიძინა ივანიშვილმა […]
ბადრი ჯაფარიძე – ბიძინა ივანიშვილი აცდენილია ქვეყნის მიზნებიდან – მას მხოლოდ პირადი კეთილდღეობა ამოძრავებს, ჩვენ გვინდა, რომ ეს შევცვალოთ და ქვეყანა ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე იმართებოდეს

ბიძინა ივანიშვილი აცდენილია ქვეყნის მიზნებიდან – მას მხოლოდ პირადი კეთილდღეობა ამოძრავებს, ჩვენ გვინდა, რომ ეს შევცვალოთ და ქვეყანა ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე იმართებოდეს, – ამის შესახებ პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, “ლელო” უახლოეს პერიოდში საკუთარ გეგმებზე მოსახლეობის ინფორმირებას გააგრძელებს. “მას [ბიძინა ივანიშვილს] ამოძრავებს ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ მისი პირადი […]
„ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონი 2024 წლიდან სრულად ამოქმედდა

2024 წლიდან, “ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონი სრულად ამოქმედდა. ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მომხმარებლის (მომსახურების მიმღები) უფლებების დაცვას, დარღვევის პრევენციასა და დარღვეული უფლებების აღდგენას, ფაქტების გამოვლენასა და დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირებას ახორციელებს. შესაბამისად, კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, როგორც იურიდიულ ასევე ფიზიკურ პირს უფლება აქვს, […]
მიხეილ სარჯველაძე – ოპოზიციაში მიმდინარე კონსულტაციებსა და გადაჯგუფებებს კეთილსინდისიერ და პრინციპულ პოლიტიკასთან არაფერი აქვს საერთო

ოპოზიციაში მიმდინარე კონსულტაციებს და გადაჯგუფებებს კეთილსინდისიერ და პრინციპულ პოლიტიკასთან არაფერი აქვს საერთო – ეს ყველაფერი ნაკარნახებია მხოლოდ მერკანტილური მიზნებით, რომ საკუთარი ვიწროპარტიული გადმოსახედიდან შესაძლებლობა ნახონ და საარჩევნო ბარიერი გადალახონ, – აღნიშნული შეფასება დღეს პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა. სარჯველაძის აზრით, გასაკვირია, როცა სტრატეგიას იმდაგვარად სახავენ, რომ თითქოს ვიღაც თანამშრომლობას აპირებს ნიკა მელიასთან, მაგრამ […]
მითია, რომ ელექტრომობილის მოვლა ძვირი ჯდება – საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად „ავტო გალერის“ კამპანია გრძელდება

ელექტრომობილს „მომავლის მანქანა“ გამოგონებიდან მალევე უწოდეს. მაშინ ავტოექსპერტების პროგნოზი კონკრეტულ ფაქტებს დაეყრდნო: ელექტრომობილი ეკომეგობრული ტრანსპორტია და არ აქვს გამონაბოლქვი; ელექტრომობილს, შიგაწვის ძრავიან ავტომობილთან შედარებით, არ გააჩნია ძალიან ბევრი ისეთი ნაწილი, რომლებიც ხშირად ფუჭდება. მაგალითისთვის, ელექტრომობილს არ აქვს ძრავა, შესაბამისად, არ გააჩნია საწვავის მიწოდებისა და ძრავის გაგრილების სისტემა. ასევე, მცირე რაოდენობით საჭიროებს ისეთ დამაბინძურებელ სითხეებს, როგორებიცაა […]
დღეიდან აია-სოფიაში უცხოელი ტურისტების შესვლა ფასიანი გახდა

დღეიდან, 15 იანვრიდან აია-სოფიაში უცხოელი ტურისტების შესვლა ფასიანი გახდა. აია სოფიაში შესვლის საფასური იქნება 25 ევროს ექვივალენტი. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. თურქეთის კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია „იუნესკოს“ რეკომენდაციით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მართვის გეგმის რეალიზაციის ფარგლებში. გარდა ამისა, 15 იანვრიდან აია-სოფიაში უცხოელი ტურისტებისა და თურქეთის მოქალაქეებისთვის ცალკე შესასვლელები მოეწყობა. 2020 წლიდან, მას […]
2023 წელს ფულადი გზავნილების მოცულობამ 4 მლრდ დოლარს გადააჭარბა – საიდან გადმოირიცხა ყველაზე მეტი თანხა

2023 წლის განმავლობაში საქართველოში 4,1 მლრდ დოლარის ფულადი გზავნილი განხორციელდა, საიდანაც 37% რუსეთიდან გადმოირიცხა. რაც შეეხება 2023 წლის დეკემბრის მონაცემებს, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 308.3 მლნ აშშ დოლარი (828.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 42.4%-ით (227.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. დეკემბერში, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.8% იმ 25 უმსხვილეს […]
საქართველო გასტრო კონგრესზე Madrid Fusión 2024 სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას

29-31 იანვარს, ესპანეთში, მადრიდში, საქართველო მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესზე Madrid Fusión 2024 იქნება წარმოდგენილი. ღონისძიებაზე საქართველო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. საერთაშორისო კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს სტენდზე ინტეგრირებული იქნება ეგრეთწოდებული Show Kitchen. სტუმრის სტატუსის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ […]