ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში აფეთქების შედეგად გაერო-ს მშვიდობისმყოფელი დაიღუპა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში აფეთქების შედეგად გაერო-ს მშვიდობისმყოფელი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს ძალები ავრცელებს. „კამერუნის კონტინგენტის პატრული მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გუნდს ახლდა თან. აფეთქების შედეგად კიდევ ხუთი მშვიდობისმყოფელი დაშავდა, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა“, – ნათქვამია გაერო-ს ძალების განცხადებაში. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაერო-ს მრავალგანზომილებიანი ინტეგრირებული სტაბილიზაციის მისიის ხელმძღვანელმა, ვალენტინა რუგვაბიზამ ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენება დაგმო.

ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს დავოსის ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი და […]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ირანის უგუნური სარაკეტო დარტყმები ერაყის სტაბილურობას ძირს უთხრის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ირანის მიერ ერაყის ჩრდილოეთ ქალაქ ერბილთან განხორციელებული თავდასხმა ძირს უთხრის ერაყის სტაბილურობას. „ჩვენ ვეწინააღმდეგებით ირანის უგუნურ სარაკეტო დარტყმებს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა და დასძინა, რომ აშშ მხარს უჭერს „ერაყის მთავრობისა და ქურთისტანის რეგიონული მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ერაყელი ხალხის მისწრაფებების დაკმაყოფილებისკენ“. შეგახსენებთ, ერაყის ქალაქ ერბილში, აშშ-ის […]

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვა დადასტურდა

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვა დადასტურდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან. „დადასტურდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ბინაგადის რაიონში ერთ-ერთ სახელოსნოში ძლიერი აფეთქება მოხდა. შედეგად 7 ადამიანი […]

პარტია „საქართველოსთვის“ გენერალურ პროკურატურას „ჯორჯიან მანგანეზში“ შესაძლო კორუფციული დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს

პარტია „საქართველოსთვის“ გენერალურ პროკურატურას “ჯორჯიან მანგანეზში” შესაძლო კორუფციული დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს. აღნიშნულის შესახებ მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც დაუშვილი აცხადებს, კომპანიას თითქმის 7 წლის განმავლობაში სახელმწიფოს დანიშნული პირი მართავს, რომელსაც უფლებამოსილება ორჯერ გაუხანგრძლივდა იმის მიუხედავად, რომ ვერც გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორება და ვერც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვა ვერ შეძლო. დაუშვილის განცხადებით, არსებობს […]

შალვა პაპუაშვილი – ქართულ ეკლესიას და პატრიარქს შეუძლიათ თქვან, რომ, დიდ წილად, სწორედ მათი დამსახურება იყო, რომ ქართველი ხალხი საბჭოთა კავშირის დანგრევამდე აღმოჩნდა მზად დამოუკიდებლობისათვის – ალბათ, ძალიან მტკივნეულია, როდესაც მათ ბრალად პრორუსულობას სდებენ

დამოუკიდებლობის შემდეგ ქართული ეკლესია არასოდეს ჩარეულა არც პოლიტიკაში და არც არჩევნებში, რაც, სხვა მიზეზებთან ერთად, ჩვენს საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური წინააღმდეგობების მიუხედავად, მის მაღალ ავტორიტეტსა და პოპულარობას განაპირობებს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რასაკვირველია, ისაა, რომ ქართულ ეკლესიას „პრორუსულ“ პოლიტიკურ სენტიმენტებს აბრალებენ. „საქართველოში სახელმწიფო და […]

რევაზ ლომინაძე – დავოსის წლევანდელ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში პრემიერი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში და ექნება უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები

დავოსის წლევანდელ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში საქართველოს დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შვეიცარიის კონფედერაციაში რევაზ ლომინაძემ განაცხადა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში და ექნება უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები. „დელეგაციაც წარმომადგენლობითია, მასში იქნებიან საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი, ბატონი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი […]

საქართველოს დაზღვევის სისტემაში ამ ზომის გარიგება ჯერ არ ყოფილა – „არდის” გენდირექტორი

საქართველოს დაზღვევის სისტემაში ამ ზომის გარიგება ჯერ არ ყოფილა, – ასე აფასებს სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე, კომპანიის განვითარების მეოთხე ეტაპზე გადასვლას და მისი გაყოფის შემდეგ „არდი დაზღვევის“ „საქართველოს კაპიტალის“ მიერ მართვასა და ინვესტირების დაწყებას. სადაზღვევო კომპანია „არდის“ ინსტიტუციური ტრანსფორმაციის ახალი საფეხურზე გადასვლის შესახებ და მულტიპროფილური რისკების მზღვეველი კომპანია სს „არდი დაზღვევა“ საქართველოს […]

წყალი 31 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

17 იანვარს, დიდ დიღომში, ასიათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ქუჩების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს აუცილებელი გადაერთებითი სამუშოები ჩატარდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მაგისტრალური ქსელის ახლად შეცვლილ მონაკვეთზე გადაერთებით სამუშაოებს 17 იანვარს, ღამის 01:00 […]

ერთ წელიწადში გადაყვანილი 6 მილიონზე მეტი მგზავრი და ახალი რეკორდული მაჩვენებელი – რომელი ავიაკომპანია ლიდერობს საქართველოს საავიაციო ბაზარზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შეჯამებული მონაცემების მიხედვით, 2023 წელს, საქართველოს აეროპორტები, რეგულარული და არარეგულარული რეისებით, 6 013 995 მგზავრს მოემსახურა, რაც მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელია ქვეყნისთვის. 2023 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობა 35%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე და 15%-ით აღემატება 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრთნაკადის მაჩვენებელს. გასულ წელს, […]