დააკავეს ქართველები, რომლებიც მთელი ევროპის მასშტაბით უდიდესი ბიბლიოთეკებიდან უნიკალურ გამოცემებს იპარავდნენ

ფრანგული მედიის ცნობით, დააკავეს ქართველები, რომელიც პარიზის, ლიონს, ვილნიუსისა და ვარშავის ბიბლიოთეკებიდან უნიკალურ გამოცემებს იპარავდნენ. მედიის ცნობით, ძარცვის ერთ-ერთი ფაქტი რამდენიმე დღის წინ, ჟენევის ბიბლიოთეკაში მოხდა, საიდანაც წაღებულია მე-19 საუკუნეში გამოცემული პუშკინის და ლერმონტოვის 9 უიშვიათესი წიგნი. მათ ნაცვლად, თანამშრომლებს ადგილზე ორიგინალის ასლები დახვდათ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ბიბლიოთეკისთვის მიყენებული ზარალი 650 000 ევროს აჭარბებს. დაკავებულებს […]

ხარკოვში ძლიერი აფეთქებებია | რეგიონში განგაშია გამოცხადებული

ხარკოვში ძლიერი აფეთქებებია – ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, რუსები ტერიტორიას S-300 რაკეტებით ბომბავენ. “ხარკოვი სარაკეტო თავდასხმის ქვეშაა. ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის”, – წერს ტერეხოვი. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით,ხარკოვის სუმისა და პოლტავას რეგიონებში განგაშია გამოცხადებული.

“ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა“ საერთაშორისო აკრედიტაციის ასაღებად ემზადება

“ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა“ საერთაშორისო აკრედიტაციის ასაღებად ემზადება. ამაზე „ქალების ნარატივში“ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ ისაუბრა. „2024 წელს მთელს სამედიცინო სექტორს და მათ შორის ჩვენს კლინიკასაც ახალი გამოწვევები აქვს. 2025 წლის იანვრამდე უნდა მოხდეს საერთაშორისო აკრედიტაციის რომელიმე სახეობის აღება. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამაზე მუშაობა, რაც ძალიან დიდი და შრომატევადი სამუშაოა. ძალიან ბევრი დოკუმენტაცია გვაქვს […]

რომელ კონკრეტულ ქუჩებს შეუწყდებათ 2 დღის განმავლობაში წყალი ვაკისა და მთაწმინდის რაიონში – მისამართების ჩამონათვალი

17 იანვარს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, ასიათასი მოწამის ქუჩის მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. GWP-ის ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 17 იანვარს 01:00 საათიდან 18 იანვრის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკის რაიონში: ქობულეთის ქუჩის N22-42(ლუწები), ქობულეთის შესახვევს, შატბერაშვილი, მარაბდის, […]

აშშ-მ იემენელი ჰუსიტების ბალისტიკური რაკეტის გამშვები ოთხი პუნქტი გაანადგურა

ამერიკის შეერთებული შტატები იემენელ ჰუსიტებზე საჰაერო იერიშების მიტანას განაგრძობს. აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, 16 იანვარს, იემენის დროით დაახლოებით 13:45 საათზე, ირანის მარიონეტულმა ჰუსიტების დაჯგუფებამ, იემენში მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, წითელი ზღვის სამხრეთისკენ ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა ისროლეს. პასუხად, აშშ-ს სამხედრო ძალებმა ჰუსიტების ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტების გამშვებ ოთხ პუნქტს დაარტყეს და გაანადგურეს. მალტის დროშის ქვეშ […]

“უკრაინამ ორ წელიწადში დაამტკიცა, რომ ომის მოგება შეუძლია” | ერმაკი

“უკრაინამ ორ წელიწადში დაამტკიცა, რომ ომის მოგება შეუძლია”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ სადისკუსიო პანელის ფარგლებში ისაუბრა. მისივე თქმით, დემოკრატიული სამყარო გაერთიანდა და ეხმარება უკრაინას, რომელსაც ეს მხარდაჭერა რუსი აგრესორის წინააღმდეგ საბრძოლველად სჭირდება. “რა თქმა უნდა, ჩვენ ეს დახმარება დროულად გვჭირდება..ჩვენ პრაქტიკულად გავანადგურეთ რუსული ფლოტის […]

“რამშტეინის” მორიგი შეხვედრა 23 იანვარს ონლაინ რეჟიმში გაიმართება

უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 23 იანვარს, ონლაინ რეჟიმში გაიმართება – ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი, უკრაინის თავდაცვის მინისტრს, რუსტემ უმიეროვს ესუბრა, სადაც უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა დააანონსა. საუბრისას ოსტინმა გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები და დაახლოებით 50 ქვეყნის საერთაშორისო […]

უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ყველა გამშვებ პუნქტზე ბლოკადა მოიხსნა

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ყველა გამშვებ პუნქტზე ბლოკადა მოიხსნა. უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, პოლონელმა კოლეგებმა შეატყობინეს, რომ 16 იანვარს, კიევის დროით 20 საათზე, პოლონელი გადამზიდველების საპროტესტო აქცია “დოროჰუსკ – იაგოდინის” სასაზღვრო პუნქტზე დასრულდა. საზღვარზე სატვირთო ტრანსპორტის ორივე მიმართულებით გაფორმება და გაშვება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ უძრავი ქონების ფასი მინიმუმ 400%-ით გაიზრდება – თბილისის განვითარების ფონდი

თბილისის განვითარების ფონდმა რუსთაველის გამზირსა და კოსტავას ქუჩაზე შენობების იერსახის რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოაცხადა. ტენდერები მოიცავს ფასადების გაუმჯობესებას და დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციას რუსთაველის გამზირის მთელ გაყოლებაზე. ახალი ტენდერების მთლიანი ღირებულება 3.3 მილიონი ლარია და ის რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენს, რომლის მთლიანი ღირებულებაც 90 მილიონ ლარამდე იქნება. როგორც თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი “საქმის კურსთან” ინტერვიუში […]

უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ყველა გამშვებ პუნქტზე ბლოკადა მოიხსნა

უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ყველა გამშვებ პუნქტზე ბლოკადა მოიხსნა. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს. უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, მათ პოლონელმა კოლეგებმა შეატყობინეს, რომ 16 იანვარს კიევის დროით 20 საათზე პოლონელი გადამზიდველების საპროტესტო აქცია “დოროჰუსკ – იაგოდინის” სასაზღვრო პუნქტზე დასრულდა. საზღვარზე სატვირთო ტრანსპორტის ორივე მიმართულებით გაფორმება და გაშვება ჩვეულ რეჟიმში მიმდიანრეობს. ამგვარად, პოლონეთის მხარედან უკრაინის საზღვრის […]