მიხეილ სარჯველაძე – არ ჩანს ჰორიზონტზე საფუძველი, რომ ოპოზიციას იმედიანად ყოფნის შესაძლებლობა ჰქონდეს

ეს ქაოსური და ცოტა ისტერიკული მდგომარეობაც კი, რომელიც ახლა ოპოზიციაში სუფევს, უკავშირდება მთავარ დილემას – გაუერთიანებლად ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ, გაერთიანების შემთხვევაში – საზოგადოებაში მეტი უარყოფითი განწყობის მოპოვების, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისივე შეფასებით, ოპოზიციაში უმძიმესი მდგომარეობაა. „რეალურად არ ჩანს ჰორიზონტზე არავითარი საფუძველი, რომ ოპოზიციას ჰქონდეს იმედიანად ყოფნის შესაძლებლობა. […]
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – ირანსა და პაკისტანს თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ

ჩინეთი ირანსა და პაკისტანს თავშეკავებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინგმა განაცხადა. „ჩვენ ორივე მხარეს მოვუწოდებთ, რომ თავშეკავება გამოიჩინონ, მოერიდონ ისეთ ქმედებებს, რომლებიც დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს და მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად ერთად იმუშაონ“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინგმა. „ჩვენ ორივეს, ირანსა და პაკისტანს, როგორც ახლო მეზობლებსა […]
2022 წლის მონაცემებით, ერთ მოსამართლეზე წლის განმავლობაში, საშუალოდ 737 საქმე მოდის | კვლევა საქმეთა გაჭიანურების პრობლემაზე

“დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს” და დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა კვლევის პრეზენტაცი – “საქმეთა გაჭიანურების პრობლემა საქართველოს საერთო სასამართლოებში”. 2021-22 წლებში განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, სასამართლოში საქმეთა გაჭიანურების საერთო სურათი არ შეცვლილა. კვლევაში ნათქვამია, რომ სასამართლოს მენეჯმენტის ერთიანი სისტემის შექმნამ საქმეთა გაჭიანურების პრობლემის დაძლევის მიმართულებით წინსვლა ვერ გამოიწვია. ორგანიზაციების თქმით, გამოიკვეთა, რომ არ არსებობს საქმეთა ნაკადის […]
წითელ ზღვაში ჰუსიტები თავს დაესხნენ ბერძნულ გემს, რომელზეც საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა | მედია

იემენელი ჰუსიტები წითელ ზღვაში ბერძნულ გემს დაესხნენ თავს, სადაც საქართველოს მოქალაქეც იმყოფებდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თავდასხმის დროს გემზე ეკიპაჟის 24 წევრი იმყოფებოდა, საქართველოს მოქალაქის გარდა, გემზე იყო უკრაინის 20 მოქალაქე და ფილიპინების სამი მოქალაქე. ყველა მათგანი ჯანმრთელი და უვნებელია. გავრცელებული ინფორმაციით, გემი ისრაელისკენ მიემართებოდა რა დროსაც იგი ჰუსიტების რაკეტის […]
გერმანიის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის წელს 7 მილიარდ ევროზე მეტი იქნება | შოლცი

გერმანიის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის წელს 7 მილიარდ ევროზე მეტი იქნება – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას გერმანიის მთავრობის ვებგვერდი ავრცელებს. შოლცსა და ბაიდენს შორის, სატელეფონო საუბრის თემა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება იყო. ლიდერებმა დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინაზე მიმდინარე თავდასხმა და ხაზი გაუსვეს […]
თბილისის მერია ვაკანსიებს აცხადებს – ხელფასი 1862-დან 3 325 ლარამდეა

დედაქალაქის მერია ვაკანსიებს აცხადებს. კახა კალაძემ დაინტერესებულ პირებს მოუწოდა მიმართონ თბილისის სატრანსპორტო და ურბანული განვითარების სააგენტოს – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “მოგეხსენებათ, სატრანსპორტო რეფორმა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა, რომელიც მრავალი კომპონენტისგან შედგება. მისი მნიშვნელოვანი ნაწილია აღსრულება. თბილისის სატრანსპორტო სამსახურის პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის სპეციალისტის პოზიციაზე ვაცხადებთ ვაკანსიებს. მათ, […]
რუსული კომპანიების თითქმის 90%-მა განაცხადა მუშახელის დეფიციტის შესახებ

რუსეთის ეკონომიკა მასობრივი მობილიზაციისა და ემიგრაციის 100-წლიანი რეკორდული ტალღის შემდეგ კადრების დეფიციტს განიცდის, რაც ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შედეგი იყო. რუსული კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა, განურჩევლად ზომისა და საქმიანობის ტიპისა, განიცდის პერსონალის ნაკლებობას. მსგავს პირობებში საწარმოთა 86% მუშაობს. ამის შესახებ ნათქვამია პორტალ Superjob-ის მიერ ჩატარებული კვლევაში. ყველაზე მეტად კადრების დეფიციტს მსხვილი ბიზნესი უჩივის: ამის […]
„სტუმარმასპინძლობა საქართველოში მთავარი კერძია“ – Madrid Fusión

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე Madrid Fusión-ის Facebook გვერდი საქართველოს შესახებ მორიგ პოსტს აქვეყნებს. „საქართველო Madrid Fusion-ის სტუმარი ქვეყანაა. ეს არის ტრადიციისა და შემოქმედების შერწყმა, საქართველო არის ქვეყანა, სადაც სტუმარმასპინძლობა მთავარი კერძია“. საქართველო Madrid Fusión 2024-ზე, 29-31 იანვარს სტუმრის სტატუსით წარდგება. საერთაშორისო კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის […]
„გამჭვირვალობა საქართველო“ ცრუობს- სიღნაღის სასტუმროს აუქციონზე 2007 წელს გადახდილ იქნა არა 1, არამედ 2 700 000 ლარი“ – ვანო ჩხარტიშვილი

„ახლახანს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გაავრცელა რელიზი, რომელშიც, ფაქტების აშკარა და გამიზნული მანიპულაციებით, კიდევ ერთხელ სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.” – ამ განცხადებას ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ავრცელებს. მისი თქმით რელიზში ეჭვებია გამოთქმული შპს „სომგოს კომპანიის “ მიმართ არსებული საინვესტიციო ვალდებულებების გადავადების თემაზე და ინტერპრეტაციებით მოსახლეობას ისეთ სურათს უხატავს, თითქოს აქ ადგილი ჰქონდეს რაიმე უკანონობას. „ეს რომ ასე […]
“კითხვები, რომ ოპოზიცია ებრძვის ქვეყნის მომავალს, სამწუხაროდ ქართველ ხალხში აღარ არსებობს” – გურამ მაჭარაშვილი მამუკა გამყრელიძის განცხადებაზე

პარტია “ევროპელი დემოკრატების” გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის განცხადებას, “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ ოპოზიცია ქვეყნის ევროპულ მომავალს მიზანმიმართულად ებრძვის. მისივე თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატების გარკვეული ნაწილის მხრიდან, ამ საკითხთან დაკავშირებით აღიარებები საჯაროდ ისმის. “ბატონი გამყრელიძის, საჯარო, მორიგი აღიარება, მტკიცებულებაა, იმ პარლამენტის ოპოზიციურ წევრებთან ერთად, რომელიც […]