თბილისში წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას ოთხი კომპანია გააგრძელებს

თბილისში წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესს ოთხი კომპანია გადაიბარებს. ამის შესახებ აცხადებს თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ბენდელიანი. “მიმდინარეობდა ბაზრის კვლევის ეტაპი, ეს დოკუმენტაცია გადაეგზავნა რამდენიმე კომპანიას, აქედან ოთხმა კომპანიამ გამოთქვა მზაობა, რომ წერეთლის სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობა მიეღო. გავიარეთ ამ ოთხი კომპანიის დოკუმენტაცია და ამ წუთის მონაცემებით, უკვე ამ 4 კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია”, – თქვა ვიცე-მერმა. მან დაასახელა […]
წერეთელზე ძირითადი ნაწილი იანვრის ბოლოს, სრულად კი მარტში დასრულდება – მერის მოადგილე

თბილისის მერის, კახა კალაძის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, წერეთლის გამზირზე ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები იანვრის ბოლოს დასრულდება, სრულად ქუჩის განახლება კი მარტის შუა რიცხვებში დამთავრდება. “იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები დასრულდება და მოძრაობა ორმხრივად აღდგება. ამის შემდეგ, დარჩენილი იქნება ტროტუარის გარკვეულ მონაკვეთებში სამუშაოები. ასევე, შეიძლება, დარჩენილი იყოს ავტობუსის რამდენიმე მოსაცდელისა და კონკრეტული გარე განათების ბოძის დამონტაჟება. მცირე […]
ღარიბაშვილი Mærsk-ის ხელმძღვანელს შეხვდა – განხილვის მთავარი საკითხი APM Terminals იყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Mærsk-ის ხელმძღვანელ Რობერტ მაერსკ უგლას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, დავოსში გამართული შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოში APM Terminals-ის საქმიანობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები იყო. ირაკლი ღარიბაშვილმა რობერტ მაერსკ უგლასთან საქართველოში კომპანიის მუშაობის დინამიკა განიხილა. მხარეებმა სამომავლოდ გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ალტერნატიული მარშრუტის, […]
ორი ქვეყნის თანამშრომლობა არ გამოიხატება მხოლოდ იმ ფორმატში, როდესაც ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე არის საუბარი. ეს გლობალური მასშტაბის თანამშრომლობის თემაა – გიორგი ვოლსკი

“დღევანდელი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. საგანგებოდ ხაზი გაესვა შუა დერეფნის მნიშვნელობას არა მარტო ორმხრივი ურთიერთობების განვითარების, არამედ კონტინენტების ურთიერთობის რაკურსით, აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი რგოლის მნიშვნელობაზე და ამ რგოლში, საქართველოში სტაბილურობის აუცილებლობაზე, რაც ეკონომიკური წინსვლის წინაპირობაა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჩინეთში, სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობისა და კომერციის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს […]
ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ბულვარი, რომლის ფართობიც ორი ჰექტარია, მძიმე მდგომარეობაშია და სრულად გასაახლებელია. „თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაციას იწყებს. აღნიშნული ბულვარი, რომლის ფართობიც […]
მიმდინარე სეზონზე საქართველოდან 36.2 ათასი ტ მანდარინია ექსპორტირებული

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ექსპორტირებული მანდარინის მოცულობა 21.4 ათასი ტონით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან 2024 წლის 16 იანვრის ჩათვლით, საქართველოდან 36.2 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 23.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მანდარინის მოცულობა 21.4 ათასი […]
10 კომპანია, რომლებმაც 2023 წელს გამარტივებული შესყიდვებიდან ყველაზე მეტი თანხა მიიღეს | 4 “ოცნების” შემწირველია

“ქართული ოცნების” შემომწირველმა კომპანიამ შპს “ჯი-თი გრუპმა” 2023 წელს გამარტივებული შესყიდვების გზით ყველაზე მაღალი შემოსავალი, 30,3 მილიონი ლარი მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს. ორგანიზაცია ასახელებს 10 კომპანიას, რომლებმაც გასულ წელს გამარტივებული შესყიდვებით ყველაზე მაღალი შემოსავალი მიიღეს. მათგან 4 სწორედ “ქართული ოცნების” შემომწირველია. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი შემოსავლის მიმღებს […]
23 იანვარს რამშტაინის შეხვედრა ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება

23 იანვარს უკრაინისა და NATO-ს რამშტაინის ფორმატის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა პენტაგონის მეთაურმა ლოიდ ოსტინმა, უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, რუსტემ უმეროვთან ერთად სატელეფონო საუბრისას დაგეგმა. პენტაგონში აღნიშნეს რომ ჩანიშნული შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში გაიმართება. “ოსტინმა გაიმეორა, რომ აშშ და კოალიცია, რომელიც 50-ზე მეტი სახელმწიფოსგან შედგება უკრაინის ერთგული რჩება და რუსულ აგრესიასთან ბრძოლაში მის მხარდაჭერას აგრძელებს”. – თქვა აშშ-ს […]
“არ ვაპირებთ ომის არიდებას” – კიმს კონსტიტუციაში მთავარ მტრად სამხრეთ კორეის ჩაწერა სურს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა უზენაეს სახალხო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას მოითხოვა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა და “მთავარ მტრად” სამხრეთ კორეის ჩაწერა. კიმმა აღნიშნა, რომ სამხრეთთან აღარ არის შესაძლებელი და იუნ სოკ იოლის ხელისუფლება ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის ცვლილებისა და ქვეყნის იძულებით მიერთების სურვილში დაადანაშაულა. მისი თქმით, კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს და ახალგაზრდებმა უნდა ისწავლონ, რომ სამხრეთ კორეა […]
კოკა კაციტაძე ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პეტრ კუბერნატს შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში პეტრ კუბერნატთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა დიპლომატს სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნები და ამოცანები გააცნო. კოკა კაციტაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტთან ერთად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გაწეულ სამუშაოს ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად, უწყების გაძლიერების და მისი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. […]