თურქული ბანკები რუსეთთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ

თურქული ბანკები სანქციების შიშით უარს ამბობენ რუსეთთან თანამშრომლობაზე, – ამის შესახებ რუსული მედია წერს. თურქული ფინანსური ინსტიტუტები წყვეტენ რუსულ ბანკებთან საკორესპონდენტო ურთიერთობებს და აჩერებენ გადახდის პროცესს კონტრაქტის ოფიციალურად დახურვის გარეშე. გამონაკლისები მხოლოდ რუსეთში არსებული უცხოური ბანკების „შვილობილ კომპანიებს” ეხება. თურქული Economim-ი წერს, რომ პირველი იანვრიდან ფულადი გზავნილები რუსეთიდან თურქეთში თითქმის შეჩერებულია, ექსპორტიორებმა შეწყვიტეს გადახდების მიღება […]
ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია TAQA-ს ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია TAQA-ს ხელმძღვანელს, იასიმ ჰუსეინ აჰმედ ტაბეტს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალი და საქართველოში კომპანიის ინვესტიციების გაფართოების შესაძლებლობა. “იასიმ ჰუსეინ აჰმედ ტაბეტმა ირაკლი ღარიბაშვილს კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც ირაკლი […]
ეუთო-ს მოუწოდებენ, უარი თქვას, საპრეზიდენტო არჩევნების დაკვირვებაზე აზერბაიჯანში

აზერბაიჯანიდან სხვადასხვა ქვეყანაში ალიევის რეჟიმის მიერ დევნილი აქტივისტები და ჟურნალისტები, რომელთაც კოალიცია (AZEX, The Azerbaijani Exiled Civic Coalition) დააარსეს, ეუთოს [OSCE] მოუწოდებენ, აზერბაიჯანში დაწყებული რეპრესიების ახალი ტალღის ფონზე, უარი თქვან 2024 წლის 7 თებერვალს დანიშნული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დაკვირვებაზე და არ მისცენ საშუალება ალიევის რეჟიმს, საერთაშორისო არენაზე იმიჯი შეუნარჩუნოს. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების […]
მაკრონის თქმით, საფრანგეთი უკრაინას რაკეტებსა და ბომბებს გადასცემს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, თებერვალში იგი კიევში გაემგზავრება, რათა შეათანხმოს უკრაინისთვის იარაღის მორიგი პარტიის გადაცემა. როგორც მაკრონი ამბობს, ომში რუსეთის გამარჯვება „შეუძლებელს“ გახდის მოსკოვის მეზობლების ცხოვრებას და ძირს გამოუთხრის წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს. „ვერ და არ უნდა მოვაგებინოთ რუსეთს“, – ციტირებს მაკრონს Associated Press. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, პარიზი გეგმავს კიევისთვის 40 შორსმსროლელი რაკეტისა [“Scalp”] […]
წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას 4 კომპანია დაასრულებს, მათ შორის, ბერა ივანიშვილის მეგობრის შპს

წერეთლის გამზირის ჩაშლილი რეაბილიტაციისა და სამუშაოების გახანგრძლივების გამო ახალი, 18 მლნ ლარის ოდენობის გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ გაჭიანურებულ რეაბილიტაციას ოთხი კომპანია დაასრულებს, მათ შორის არის შპს პარმა, რომლის დამფუძნებლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ ბერა ივანიშვილთან. “ამ ოთხ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია. ეს კომპანიებია – “ენკო”, “პარმა”, “ჯეო გრუპი” და “ბლექ სი გრუპი”, რომებიც უკვე […]
“ამას გადაჭრით ვაცხადებ” – დე ლაურენტისმა “ნაპოლის” სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა

“ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Corriere dello Sport-თან ინტერვიუში “პარტენოპეის” შესახებ ისაუბრა. კინოპროდიუსერის თქმით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “ნაპოლი” მინიმუმ 2 ფეხბურთელს დაიმატებს. “ნაპოლი” გამარჯვების გზას უნდა დაუბრუნდეს, გვსურს, რომ ჩემპიონები კიდევ გავხდეთ. გასაგებია, რომ სკუდეტოს მოგების შემდეგ მცირე გადატვირთვა გვჭირდებოდა. 2004 წლიდან დღემდე ვაჩვენებთ, რომ ნეაპოლს შეუძლია უდიდეს წარმატებებს მიაღწიოს. სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ორ ან […]
სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე პოზიტიური გზავნილი და მზაობა მივიღეთ ჩინეთის მხარისგან, რაზეც სამინისტროს და მთავრობის მხრიდან გაგრძელდება თანამშრომლობა – ნინო წილოსანი

ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას და თანამშრომლობას აქვს განუზომელი პოტენციალი, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა. წილოსანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში “ქართული ოცნების”“ დელეგაციის მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში, კომერციის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის თაობაზე პოზიტიური გზავნილი და მზაობა მიიღეს ჩინეთის მხარისგან. “დღეს შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს შესაძლებლობებზე, როგორც […]
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ილია დარჩიაშვილმა ნიდერლანდელ კოლეგასთან შეხვედრა გამართა

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰანკე ბრუინს სლოტთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ პარტნიორობას და ნიდერლანდების მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპის საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც […]
ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის ვაჭრობისა და კომერციის მინისტრის მოადგილეს ლინგ ძის შეხვდა. “შევხვდით ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს, ლინგ ძის, განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში. საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროს, უშუალოდ ვაჭრობას სხვადასხვა მიმართულებით, ასევე ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის […]
„შუახევი ჰესმა“ 2023 წელს რეკორდული რაოდენობის ელექტროენერგია გამოიმუშავა

„შუახევის ჰესების“ კასკადმა 2023 წელს ელექტროენერგიის გამომუშავების ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 31 დეკემბრის მონაცემებით გამომუშავებული ელექტროენერგიის ჯამურმა მაჩვენებელმა 508 მლნ. კვტ/სთ შეადგინა. ქვემოთ მოცემულია შუახევის ჰესების კასკადის მიერ 2020 -2023 წლებში გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა (კვტ/სთ). როგორც ხედავთ, შუახევის ჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ყოველწლიურად მზარდია, რასაც რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა განაპირობებს: პირველი, ესაა ჰიდროლოგია ანუ შესაბამისი ამინდი […]